Home Blog Page 38

ავიაბილეთები იაფად ჰანოვერის მიმართულებით

ჰანოვერი

ევროპაში უამრავი მრავალფეროვანი ქვეყანაა გაერთიანებული, თუმცა მათგან მარტივად შეიძლება გამოვარჩიოთ გერმანია მისი ღირსშესანიშნაობებითა და მდიდარი ისტორიით.

უამრავი იმპერიისა და კულტურული რენესანსის გამოვლის შემდეგ ეს მხარე მართლაც იდეალურად აერთიანებს საკუთარ საზღვრებში უამრავი სახის ტურისტულ ატრაქციონს. აქ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ გერმანული სამზარეულოს შედევრები და უგემრიელესი ლუდის სახეობებო. თუმცა, თუკი ავიაბილეთებს ჰანოვერის მიმართულებით შეიძენთ, თქვენ ბევრად უფრო მეტის ნახვას მოახერხებთ.

ჰანოვერი გერმანიის საკმაოდ ცნობილი ნაწილის დედაქალაქად საკმაოდ ღირსეულად ითვლება. საქსონის ეს ხმაურიანი გული საკუთარ კედლებში იტევს უამრავი სახის გასართობ ფესტივალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების საოცარ მიღწევებსაც.

წითელი აგურებით გაფორმებული გოთიკური ეკლესიეი და ძველი უბანი აქ მართლაც იდეალურად ერწყმის თანამედროვე ცხოვრების სტილსა და მეჩვიდმეტე საუკუნის დროიდან ულამაზესად შემონახულ მართლაც საოცარი ვიზუალის მქონე ბაღებს ქალაქის ცენტრის ირგვლივ. აქ გასეირნება ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურს უდაო შვებასა და ცხოვრების სიყვარულის მოზღვავებას აგრძნობინებს. სწორედ ამიტომ უნდა შეიძინოთ ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გერმანიის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქში გაფრენა საკმაოდ მისაღებ ფასად შეგიძლიათ. საქართველოს დედაქალაქიდან ჰანოვერის მიმართულებით ავია კომპანია Pegasus -ის რეისით შეგიძლიათ გაფრინდეთ. ცნობილი ავიახაზების წარმომადგენლები ამ შემთხვევაში საკმაოდ დაბალ ფასად გთავაზობენ ავიაბილეთებს. აღნიშნულ რეისზე მოსახვედრად თქვენ 350-დან 500 ლარამდე მერყევი საფასურის გადახდა დაგჭირდებათ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი ჰანოვერი -ს მიმართულებით?

თბილისიდან ჰანოვერის მიმართულებით არაპირდაპირი ფრენის სრული დრო დამოკიდებულია გადაჯდომის ხანგრძლივობაზე. თუ ფრენას პეგასუსის რეისზე დაჯავშნით, ავიაკომპანია რეისს სტამბოლის გავლით შეასრულებს.

თბილისიდან სტამბოლამდე ფრენას 2სთ და 30 წთ სჭირდება, ხოლო სტამბოლიდან ჰანოვერამდე 3სთ და 30წთ, რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის დროც.

თბილისი ჰანოვერი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 529 -დან
25 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 497 -დან
11 იანვარი 202721 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 545 -დან
15 თებერვალი 202720 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 554 -დან
14 ივლისი 202731 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 026 -დან
20 სექტემბერი 202727 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 829 -დან

ასევე საკმაოდ შეღავათიან ფასად შეგიძლიათ გადაფრინდეთ ქუთაისიდან ჰანოვერში. ამ შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გერმანიის ცნობილი ქალაქის მიმართულებით ყველაზე იაფად რეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ანხორციელებს.

მათი მომსახურეობით სარგებლობისათვის თქვენ დაგჭირდებათ 400-დან 500 ლარამდე თანხის გადახდა ავიაბილეთების შესაძენად. აღნიშნულ ფასად თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ მართლაც თვალწარმტაცი ქუჩები და ულამაზესი პარკებით გარშემორტყმული არქიტექტურული შედევრები.

ქუთაისი ჰანოვერი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 746 -დან
29 დეკემბერი 202614 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 715 -დან

ყველაზე იაფად ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით ჩვენი საძიებო სისტემის დახმარებით შეგიძლიათ შეიძინოთ. მოხერხებული და ძალიან სწრაფი სისტემა ყველაზე იაფ ავიაბილეთებს სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში გაპოვნინებთ.

ჰანოვერის აეროპორტი — რა უნდა იცოდეთ ჩასვლამდე

ჰანოვერის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი HAJ) მდებარეობს ლანგენჰაგენში, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 11 კილომეტრში ჩრდილოეთით. აეროპორტს აქვს სამი ძირითადი ტერმინალი — A, B და C; განსაკუთრებით დატვირთულ პერიოდში, მაგალითად დიდი საერთაშორისო გამოფენების დროს, ემატება ტერმინალი D.

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრა მარტივია:

  • S-Bahn-ის S5 ხაზი — აეროპორტიდან ჰანოვერის მთავარ სადგურამდე (Hannover Hauptbahnhof) მგზავრობა დაახლოებით 17 წუთს გრძელდება, მატარებლები კი ნახევარ საათში ერთხელ დადის.
  • ავტობუსი №470 — ალტერნატიული და უფრო იაფი ვარიანტი.
  • ტაქსი — ცენტრამდე დაახლოებით 20 წუთი, საგზაო მოძრაობის მიხედვით.

როგორ მივაღწიოთ ჰანოვერამდე საქართველოდან

დღეისათვის საქართველოდან ჰანოვერში პირდაპირი ფრენა არ სრულდება — მარშრუტი ერთი გადაჯდომით ან მატარებლით გაგრძელებით იგეგმება. ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • თბილისი — სტამბოლი — ჰანოვერი: Turkish Airlines სტამბოლის მთავარი აეროპორტის (IST) გავლით, ან Pegasus საბიჰა გოქჩენის (SAW) გავლით. ორივე ავიაკომპანია ჰანოვერშიც ასრულებს რეისებს.
  • თბილისი — მიუნხენი — ჰანოვერი: Lufthansa-ს რეისი მიუნხენამდე, შემდეგ კი შიდა გერმანული ფრენა ან მატარებელი.
  • ქუთაისიდან: Wizz Air-ის ქსელი გერმანიის მიმართულებით ამჟამად მოიცავს ჰამბურგს, ბერლინს, დორტმუნდს, მემინგენსა და ჰანს (Hahn). ჰანოვერი ამ სიაში არ არის, ამიტომ ყველაზე ხელსაყრელი გზაა იაფი რეისით ერთ-ერთ ამ ქალაქში ჩაფრენა და იქიდან მატარებლით გაგრძელება.

გერმანიაში მატარებლით მგზავრობა სწრაფი და კომფორტულია. ICE-ის სწრაფი მატარებლით:

  • ჰამბურგი — ჰანოვერი: დაახლოებით 1 საათი და 10–30 წუთი;
  • ბერლინი — ჰანოვერი: დაახლოებით 1 საათი და 25–35 წუთი;
  • დორტმუნდი — ჰანოვერი: დაახლოებით 2 საათი.

ავიაკომპანიების განრიგი სეზონურად იცვლება, ამიტომ კონკრეტული თარიღისთვის აქტუალური ვარიანტები საძიებო სისტემაში გადაამოწმეთ.

რა ნახოთ ჰანოვერში

  • ჰერენჰაუზენის ბაღები (Herrenhäuser Gärten) — ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი. მხოლოდ დიდი ბაღი (Großer Garten) 50 ჰექტარს იკავებს, მისი ცენტრალური შადრევანი კი ხელსაყრელ პირობებში 80 მეტრამდე ადის. აქვეა ნიკი დე სენ-ფალის მოზაიკებით მორთული გროტო და ბოტანიკური ბერგგარტენი.
  • ახალი რატუშა (Neues Rathaus) — 1913 წელს გახსნილი შენობა, რომლის გუმბათი თითქმის 98 მეტრს აღწევს. აქ მოქმედებს უნიკალური მრუდე ლიფტი, რომელიც გუმბათის ფორმას მიჰყვება და სადამკვირვებლო მოედანამდე აჰყავს მნახველი — იქიდან კარგ ამინდში ჰარცის მთებიც ჩანს.
  • მაშზეე (Maschsee) — ხელოვნური ტბა ცენტრთან ახლოს: ნავები, ველობილიკები, კაფეები და ზაფხულის ცნობილი ფესტივალი.
  • „წითელი ძაფი” (Roter Faden) — ასფალტზე დახატული წითელი ხაზი, რომელიც 4,2 კილომეტრზე 36 მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას აერთიანებს. მარშრუტი მთავარი სადგურის მახლობლად იწყება და იქვე მთავრდება, ისე რომ გიდი არ დაგჭირდებათ.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისიდან ჰანოვერში?

არა. მარშრუტი ერთი გადაჯდომით სრულდება — ყველაზე ხშირად სტამბოლის ან მიუნხენის გავლით.

რომელ აეროპორტში ვჩერდები?

ჰანოვერ-ლანგენჰაგენის საერთაშორისო აეროპორტში, რომლის საერთაშორისო კოდია HAJ.

სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გერმანიაში?

ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ — 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღით. მოგზაურობამდე ჯობია აქტუალური წესები გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ პასპორტი ძალაშია დაბრუნების თარიღიდან კიდევ სულ მცირე სამი თვის განმავლობაში.

რა ვალუტაა და რამდენია დროის სხვაობა?

გერმანიაში ანგარიშსწორება ევროთი ხდება. დროის სხვაობა საქართველოსთან ზამთარში 3 საათია, ზაფხულის დროზე გადასვლის შემდეგ კი — 2 საათი; თბილისში უფრო გვიანია.

როდის ჯობია ავიაბილეთის დაჯავშნა?

ევროპული მიმართულებებისთვის ფასები, როგორც წესი, უფრო ხელსაყრელია რამდენიმე კვირით ან თვით ადრე დაჯავშნისას. დაგეხმარებათ ასევე გამგზავრების თარიღის მოქნილობა და შუა კვირის დღეების არჩევა, როცა მოთხოვნა შედარებით დაბალია.

ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

უნგრეთის ავიაბილეთები იაფად

უნგრეთის ავიაბილეთები

ხმაურიანი ევროპის კურორტებისგან უფრო განსხვავებული დასასვენებელი ლოკაციის ძებნისას შეუძლებელია ყურადღება უნგრეთზე არ შეაჩეროთ.

ეს მყუდრო და ორიგინალური ქვეყანა საკუთარ თავში იტევს თურქეთისა და რომის იმპერიისგან შემორჩენილ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს. თანაც, სწორედ აქ შეძლებთ განიტვირთოთ მთელი წლის მანძილზე დაგროვილი სტრესისგან ყველაზე ადვილად თერმული ტბის დახმარებით.

უნგრეთის სტუმრობისას საკმაოდ ძნელად თუ აუქცევთ გვერდს ისეთ შესანიშნავ ქალაქს, როგორიც ბუდაპეშტია. უნგრეთის ავიაბილეთები იაფად ყიდვის შემთხვევაში საშუალებას მოგცემთ ამ ქალაქში ზედმეტი დანახარჯების გარეშე დაათვალიეროთ მთელი ევროპის კულტურული საბადო. მდინარე დანუბეს ირგვლივ გაშენებულ უნიკალურ ქალაქში თქვენ წააწყდებით საოცარი არქიტექტურითა და მონუმენტური დიდებულებით აშენებულ ხიდებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან უნგრეთის ულამაზესი დედაქალაქის მიმართულებით ყველაზე იაფად ავია კომპანია Pegasus Georgia –ს დახმარებით გაფრინდებით. თურქული ფლაგმანი ავიახაზების თვითმფრინავით ბუდაპეშტში გასაფრენად ავიაბილეთის 250–დან 300–დე ლარის ფარგლებში დაჯავშნა მოგიწევთ. მეცამეტე საუკუნის დროინდელი არქიტექტურით გაფერადებულ ქალაქში ასევე ქუთაისიდანაცაა გაფრენა შესაძლებელი.

რამდენიან ფრენის ხანგრძლივობა თბილისი ბუდაპეშტი -ს მიმართულებით?

როგორც უკვე აღინიშნა, თბილისიდან ბუდაპეშტში ამ დროისათვის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორცილედება, ერთი ან რამდენიმე გადაჯდომით აწყობილი რეისებზე ფრენის სრული დრო კი დამოკიდებულია აეროპორტ(ებ)ში მოცდის ხანგრძლივობაზე.

თბილისიდან ბუდაპეშტში ავიაკომპანია პეგასუსი -თ გამგზავრებისას, რეისი სტამბოლის გავლით სრულდება. თბილისიდან სტამბოლამდე ფრენას 2სთ და 25 წუთი სჭირდება, ხოლო სტამბოლიდან ბუდაპეშტამდე კი – 2სთ და 5 წთ, რასაც დაემატება სტამბოლის აეროპორტში მოცდის დროს.

თბილისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 735 -დან
29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 528 -დან
26 დეკემბერი 202624 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 516 -დან
16 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 562 -დან
5 თებერვალი 202728 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 564 -დან
7 მარტი 202712 მარტი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 725 -დან
15 აპრილი 202718 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 701 -დან
14 ივნისი 202719 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 910 -დან
8 სექტემბერი 202715 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 819 -დან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუდაპეშტში გაფრენა ყველაზე დაბალ ფასად ავიაკომპანია Wizz Air–ის აქციებით სარგებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ვარიანტის წყალობით თქვენ შეძლებთ უნგრეთის ავიაბილეთები იაფად, 150–დან 200–მდე ლარის ფარგლებში დაჯავშნოთ.

რამდენიან ფრენის დრო ქუთაისი ბუდაპეშტს -ს მიმართულებით?

ავიაკომპანია wizz air -ით, ქუთაისი -დან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთია.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 541 -დან
26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 288 -დან
3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 267 -დან
31 იანვარი 20274 თებერვალი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 279 -დან
7 თებერვალი 202711 თებერვალი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 275 -დან
7 მარტი 202716 მარტი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 305 -დან
14 აპრილი 202717 აპრილი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 294 -დან
14 მაისი 202727 მაისი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 345 -დან
9 ივნისი 202715 ივნისი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 523 -დან
8 სექტემბერი 202715 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 674 -დან

თუმცა, უნგრეთის ავიაბილეთები იაფად კიდევ უფრო მეტი ტურისტული ატრაქციონით გართობის საშუალებას მოგცემთ ქალაქ დებრეცენში.

შთამბეჭდავი მუზეუმების ირგვლივ განლაგებული მყუდრო ქუჩები საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ უდაოდ შეუდარებელი ბუნებითა და გასართობი პარკებით. ასევე დებრეცენის ზოოპარკი საკმაოდ საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად თქვენს ოჯახთან ერთად.

ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ავიაბილეთები ერვანის მიმართულებით

ერევანი
თბილისი ერევანი

მსოფლიოში უამრავი საინტერესო და ეგზოტიკური ქალაქია, რომლის მონახულებაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.

საჰაერო მოგზაურობის სფეროს განვითარებასთან ერთად, მოგზაურებისთვუს სულ უფრო და უფრო სწრაფად გადაადგილება ხდება შესაძლებელი ნებისმიერი მიმართულებით.

შესაბამისად, თუკი გსურთ რომ სულ რაღაც ნახევარ საათში მოინახულოთ თქვენთივს საინტერესო არქიტექტურული ძეგლები ან გაისეირნოთ უცხო ქალაქში, ეს უკვე მარტივად და იაფადაა შესაძლებელი. ავიაბილეთები ერევანის მიმართულებით სწორედ ასეთი თანამედროვე მიღწევის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.

ეს შესანიშნავი და მდიდარი კულტურის მქონე ქალაქი სომხეთს დედაქალაქს წარმოადგენს.

იგი თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ მართლაც გამორჩეული საბჭოური არქიტექტურის ნიმუშებით. მისი სტუმრობისას ასევე ძალიან მნიშვნელოვან ბიბლიოთეკასაც შეგიძლიათ ესტუმროთ. მასში ათასობით ბერძნული და სომხური ლიტერატურის საუცხოო ნამუშევრები ინახება. ასევე ქალაქის საკმაოდ მყუდრო ქუჩებში სეირნობისას არც მუსიკალური ფანტანებისა და სამთავრობო შენობების საინტერესო ფასადების ნაკლებობა შეგაწუხებთ.

თუკი საქართველოში ცხოვრობთ და უცხო გარემოში სწრაფად აღმოჩენა გსურთ, ეს მხარე მართლაც თქვენთვისაა.

ავიაბილეთები ერევანის მიმართულებით მართლაც საინტერესო თავგადასავლებსა და გამოცდილებას გთავაზობთ. თანაც, მისი სტუმრობისას თქვენ არამარტო თანამედროვე, არამედ ძველი ისტორიული არტეფაქტების დათვალიერებასაც თავისუფლად შეძლებთ. ერევანის ეროვნულ მუზეუმში ძველი წელთაღრიცხვით 3500 წლით დათარიღებული ძალიან უნიკალური ნიმუშებიც კი ინახება. შესაბამისად, ეს ქალაქი ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტს საკმაოდ საინტერესო დახვედრას უწყობს.

ავიაბილეთები ერევანის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ აღმოჩნდეთ სრულიად განსხვავებულ გარემოში. ამ საინტერესო და მართლაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქის მოსანახულებლად შეგიძლიათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –დან გაფრინდეთ საკმაოდ მისაღებ ფასად. ამ შემთხვევაში, ყველაზე კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას ავია კომპანია Georgian Airways შემოგთავაზებთ. მათი წარმომადგენლების მხრიდან ავიაბილეთების შესაძენად თქვენ 300 ლარიდან 400 ლარამდე საფასურის გადახდა მოგიწევთ.

პირდაპირ ფრენებს თბილისიდან ასევე ახორციელებს ავიაკომპანია FlyOne, რომელიც კვირაში 4 სიხშირით გვთავაზობს რეისებს – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი ერევანი -ს მიმართულებით?

ავიაკომპანია ფლაივანი -ს რეისებზე ფრენის დრო 50 წუთია, ხოლო საქართველოს ავიახაზები -თ სარგებლობისას, აეროპორტებს სორის ფრენა 30 წუთს მოიცავს.

თბილისი ერევანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ოქტომბერი 202622 ნოემბერი 2026პირდაპირიFLYONE Armeniaავიაბილეთები 284 -დან
13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026პირდაპირიFLYONE Armeniaავიაბილეთები 261 -დან
4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026პირდაპირიFLYONE Armeniaავიაბილეთები 344 -დან
27 იანვარი 202729 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 467 -დან
12 თებერვალი 202715 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 593 -დან
5 მარტი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 585 -დან
18 მაისი 202721 მაისი 2027პირდაპირიFLYONE Armeniaავიაბილეთები 535 -დან
11 ივნისი 202715 ივნისი 2027პირდაპირიFLYONE Armeniaავიაბილეთები 530 -დან
19 აგვისტო 202722 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 827 -დან

თანაც, რაც მთავარია აღნიშნული რეისით თქვენ პირდაპირ ერევანის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდებით.

თუკი მარტივად გსურთ დასასვენებლად წასვლა ან შეუფერხებლად გსურთ ერევანში ჩასვლა საქმიანი შეხვედრის მოსაწყობად, ეს მართლაც იდეალური ვარიანტია. აღნიშნული ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 30 წუთი გახლავთ.

ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით

სტამბოლის ავიაბილეთები

ევროპაშიც და აზიაშიც თქვენ მრავლად შეხვდებით ისეთ განსაკუთრებულ ლოკაციებს, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

ორივე კონტინენტი მართლაც უამრავ ღირსშესანიშნაობას იტევს და მათი ნახვა ნებისმიერი ადამიანისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა აუცილებლად. შესაბამისად, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, თუკი თქვენ ამ ორი კონტინენტის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ყველაზე მრავალფეროვან საპორტო ქალაქს ეწვევით? დიახ, ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით მართლაც ამ ორი სამყაროს საუკეთესო ნაწილს წარმოგიდგენთ ერთად.

სტამბოლი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია თურქეთში და ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს.

ეს გახლავთ ძველი ლოკაცია, რომელსაც დღემდე აქვს შემონახული ამ მხარის უძველესი კულტურული ღირებულებები და იმ უდიდესი იმპერიების ღირსშესანიშნავი ნაკვალევი, რომელიც ერთ დროს ამ რეგიონს მართავდა.

აქ თქვენ ნახავთ რომაული ერის კულტურულ ძეგლებსა და ეგვიპტურ ობელისკებს ერთად და თანაც იშვიათი სახეობის ბიზანტიური ტაძრის სილამაზეც თვალს მოგჭრით. ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ მეექვსე საუკუნის დროინდელი ულამაზესი სანახაობით დღეს დატკბეთ.

თუკი სტამბოლის შუაგულში ბორანით გასეირნებას გადაწყვეტთ, მაშინ თურქეთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენა მარტივად შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში ყველაზე მისაღებ ფასს ავიაკომპანია Pegasus-ი შემოგთავაზებთ. აღნიშნული ცნობილი ავიახაზების თვითმფრინავით ულამაზეს უძველეს ქალაქში 150-დან 250-მდე ლარის ღირებულების სანაცვლოდ შეძენილი ავიაბილეთის საშუალებით შეძლებთ.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 412 -დან
12 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 406 -დან
10 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 419 -დან
29 იანვარი 202731 იანვარი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 408 -დან
10 თებერვალი 202714 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 418 -დან
25 მარტი 202731 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
23 აპრილი 202728 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 406 -დან
11 მაისი 202711 მაისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
7 ივნისი 202712 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
13 ივლისი 202718 ივლისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 424 -დან
2 აგვისტო 20277 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 407 -დან
27 სექტემბერი 20275 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 487 -დან

თუკი გსურთ რომ სტამბოლის მართლაც გამორჩეული უბნების დასათვალიერებლად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდეთ, მაშინ დაბალფასიანი ვარიანტების ნაკლებობას არც აქ შემოგთავაზებენ.

აღნიშნული ლოკაციიდან გასაფრენი ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით ყველაზე მისაღებ ფასად ავიაკომპანია Turkish Airlines-ის წარმომადგენლებს აქვთ. ისინი თურქეთის ულამაზეს ქალაქში საკუთარი რეისით 300 ლარიდან 400-მდე ლარის გადახდის სანაცვლოდ გაგაფრენენ.

ბათუმი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ოქტომბერი 202613 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 448 -დან
10 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 378 -დან
4 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 386 -დან
27 იანვარი 20273 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 388 -დან
9 თებერვალი 202716 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 417 -დან
20 მარტი 202723 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 409 -დან
24 აპრილი 202727 აპრილი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 660 -დან
17 მაისი 202723 მაისი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 783 -დან
10 აგვისტო 202713 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 631 -დან
13 სექტემბერი 202718 სექტემბერი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 568 -დან

ალბათ ყველასთვის კარგადაა ნაცნობი სტამბოლის აეროპორტები, რადგან ისინი თითქმის ყველა მიმართულებით გთავაზობენ გადასაჯდომ პლატფორმას ფრენისას, მაგრამ არც ამ აეროპორტიდან ქალაქში გამოსვლით არ დარჩებით უკმაყოფილო. სწორედ ამიტომ, სჯობს სტამბოლის ავიაბილეთები რაც შეიძლება მალე შეიძინოთ და დატკბეთ მრავალფეროვნებით.

რა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად

sabutebi

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს
შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება ევროკავშირის ქვეყნებში. (გამონაკლის წარმოადგენს
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს
მოქალაქებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს).
ვიზიტი უნდა იყოს მოკლევადიანი, 180 დღის განმავლობაში დაშვებულია 90 დღის
გამოყენება, ამ დღების გამოყენება შეიძლება ერთიანად ან დღეების გადანაწილებით.
უვიზო მიმოსვლის რეჯიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს,
რა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად? უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში
გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა
ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიიდან
გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
რა საბუთები მოგეთხოვებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლილას?
საჭიროა მგაზვრობის მიზნის დასაბუთება (მაგ: ტურისტული მოგზაურობა, საქმიანი
ვიზიტი, ახლობლების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი, კონფერენციები,
სამედიცინო სერვისით სარგებლობა).
მგზავრობის მიზნის დასასაბუთებლად, შეიძლება შემდეგი საბუთები მოგთხოვონ:
 დასაბრუნებელი ავიაბილეთი
 სამოგზაურო დაზღვევა
 სასტუმროს მოქმედი ჯავშანი
 მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: ნაღდი ფული,
საბანკო ელექტრონული ბარათი, მასპინძლის საგარანტიო წერილი, დაფინანსების
შესახებ ცნობა.
ფინანსური უზრუნველყოფის საჭირო თანხა თითოეული ქვეყნის შიდა
კანონმდებლობით განისაზღვრება. როგორც წესი, ეს თანხა არ აღემატება დღეში 50
ევროს, სასტუმროს ხარჯის გამოკლებით.
ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად ასევე შეიძლება მოგთხოვონ:
კონფერენციებსა და სხვა საქმიანი ვიზიტების დროს ასევე უნდა გქონდეთ მოწვევა,
სადაც მონაწილეობთ იმ ღონისძიებიდან.

ახლობლის მონახულების შემთხვევაში-მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები და
მასპინძლის იმ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის
ასლი.
სამედიცინო სერვისებით სარგებლობისის შემთხვევაში – სამედიცინო დაზღვევა
მგზავრობის მთელი პერიოდისთვის, მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური
უზრუნველყოფის დადასტურება, იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა –
რომელშიც გეგმავს მკურნალობას, საქართველოს სამედიცინო დაწესებულების
რეკომენდაცია, რომ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე შეიძლება უარი გითრან თუკი:
o მგზავრობის მიზნობრიობას ან ფინანსურ უზრუნველყოფას ვერ დაადასტურებთ.
o საფრთხეს უქმნით, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებასა და
წესრიგს.
o ნასამართლები ხართ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ისეთი
დანაშაულისთვის, რომლის სასჯელიც აღემატება თავისუფლების აღკვეთის 1
წელს.
o თუ აკრძალული გაქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.

პეგასუსი (Pegasus Airlines) საქართველოში: ბილეთები, ცხელი ხაზი, ბარგი და რეისები თბილისიდან/ქუთაისიდან

პეგასუსი Pegasus Airlines თვითმფრინავი

განახლებულია: 3 ოქტომბერი, 2026

პეგასუსი (Pegasus Airlines) თურქული ლოუქოსტერია, რომელიც საქართველოდან ყველაზე ხშირად სტამბოლის მიმართულებით დაფრინავს: თბილისიდან ყოველდღიურად, ბათუმიდან და ქუთაისიდან — კვირაში რამდენჯერმე. სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან კი პეგასუსის ქსელით მთელ თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შეგიძლიათ გააგრძელოთ გზა. ამ გვერდზე ერთად მოვუყარეთ თავი ყველაფერს, რაც პეგასუსით ფრენისას დაგჭირდებათ: ცხელი ხაზი, რეისების ცხრილი, ბარგის წესები, ჩექ-ინი და ბილეთის გაუქმების პირობები.

პეგასუსის ცხელი ხაზი და კონტაქტი საქართველოში

  • ქოლ-ცენტრი საქართველოში: 032 240 00 40 (პეგასუსის ოფიციალურ საიტზე მითითებული ნომერი საქართველოსთვის)
  • თურქეთის ქოლ-ცენტრი: 0888 228 12 12 (24/7, თურქულად და ინგლისურად); რეისის გაუქმებისა და განრიგის ცვლილების საკითხებზე — 0850 250 67 02
  • ონლაინ: ბილეთის შეცვლა და დაბრუნება ყველაზე სწრაფად flypgs.com-ზე ან Pegasus-ის მობილურ აპლიკაციაში, განყოფილებაში „My Travels / Ticket Transactions“ კეთდება
  • ბილეთების ყიდვა ქართულად: flights.avia.ge ან ტელეფონით +995 551 907 907

ნომრები გადამოწმებულია 2026 წლის ოქტომბერში flypgs.com-ის საკონტაქტო გვერდზე. ტარიფები და ნომრები შეიძლება შეიცვალოს — დარეკვამდე ავიაკომპანიის საიტზე გადაამოწმეთ.

პეგასუსის რეისები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან

პეგასუსის ბაზა სტამბოლის საბიჰა გოქჩენის (SAW) აეროპორტია — ის ქალაქის აზიურ ნაწილშია და არ უნდა აგერიოთ სტამბოლის ახალ აეროპორტში (IST), საიდანაც Turkish Airlines და AJet დაფრინავენ. საქართველოდან პეგასუსის ყველა რეისი სწორედ საბიჰა გოქჩენში ჩადის.

მარშრუტირეისისიხშირეფრენის დროდეტალურად
თბილისი (TBS) – სტამბოლი (SAW)PC 312 / 314 / 316 / 318ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისი≈2 სთ 20–30 წთთბილისი – სტამბოლი
სტამბოლი (SAW) – თბილისი (TBS)—ყოველდღიურად≈2 სთ 20 წთსტამბოლი – თბილისი
ქუთაისი (KUT) – სტამბოლი (SAW)PC 320კვირაში 2-ჯერ (ღამის რეისი; ბოლო მონაცემებით — სამშაბათი და პარასკევი)≈2 სთ 05–10 წთქუთაისი – სტამბოლი
ბათუმი (BUS) – სტამბოლი (SAW)PC 310კვირაში 5-ჯერ (ზაფხულში უფრო ხშირად)≈2 სთ 05 წთბათუმი – სტამბოლი
თბილისი (TBS) – ანტალია (AYT)სეზონურიზაფხულის სეზონზე, პირდაპირი≈2 სთ 25 წთთბილისი – ანტალია
თბილისი – იზმირი, ანკარა და სხვა თურქული ქალაქებიგადაჯდომითსტამბოლის გავლით, ერთი ბილეთით4–6 სთთბილისი – ანკარა

რეისების დღეები და დრო სეზონის მიხედვით იცვლება — კონკრეტული თარიღისთვის განრიგი flypgs.com-ზე ან აეროპორტის ონლაინ ტაბლოზე გადაამოწმეთ: თბილისის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, ბათუმის აეროპორტი.

სტამბოლიდან პეგასუსი 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს — თურქეთის კურორტებზე (ანტალია, ბოდრუმი, დალამანი, იზმირი), ევროპის ქალაქებში (ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, რომი, მილანი), ასევე ახლო აღმოსავლეთში (დუბაი, დოჰა, თელ-ავივი, ბაჰრეინი) და შუა აზიაში. ყველა ამ ქალაქში საქართველოდან ერთი ბილეთით, საბიჰა გოქჩენში გადაჯდომით ჩახვალთ. გაითვალისწინეთ: თუ ორი ცალკე ბილეთი გაქვთ, ტრანზიტზე ბარგის ხელახლა ჩაბარება და ჩექ-ინი თავად მოგიწევთ.

პეგასუსის ბილეთები: ფასები და ტარიფების პაკეტები

პეგასუსი კლასიკური ლოუქოსტერია: საბაზისო ფასში მხოლოდ ადგილი და პატარა ჩანთა შედის, დანარჩენი — ბარგი, ადგილის არჩევა, კვება — ცალკე იყიდება. საერთაშორისო რეისებზე ოთხი პაკეტია:

პაკეტირა შედისვისთვისაა
Lightმხოლოდ სავარძლის ქვეშ ჩანთა (40×30×15 სმ, 3 კგ-მდე)1–3-დღიანი მოგზაურობა ზურგჩანთით
Saverჩანთა + ხელბარგი 8 კგ + ჩასაბარებელი ბარგი 20 კგსტანდარტული მოგზაურობა
Saver Plusიგივე + ადგილის არჩევა და დამატებითი სერვისებივისაც კონკრეტული ადგილი სურს
Comfort Flexიგივე + თარიღის შეცვლისა და დაბრუნების მოქნილი პირობებისამსახურებრივი და გაურკვეველი თარიღების მოგზაურობა

რა ღირს ბილეთი? თბილისი – სტამბოლი მარშრუტზე ცალმხრივი ბილეთი დაბალ სეზონზე (თებერვალი, ნოემბრის შუა რიცხვები) ჩვეულებრივ 90–100 დოლარიდან (დაახლოებით 250 ლარი) იწყება, ორმხრივი კი საშუალოდ 120–230 დოლარი ღირს, ყველაზე ძვირი — ივნის-აგვისტოსა და ახალი წლის კვირებში. ქუთაისიდან და ბათუმიდან ფასები ანალოგიურ დიაპაზონშია. ბილეთი რამდენიმე თვით ადრე რომ იყიდოთ, თითქმის ყოველთვის იაფია; როგორ დავზოგოთ კიდევ, ვრცლად წერია სტატიაში ავიაბილეთები ყველაზე იაფად.

იპოვეთ პეგასუსის ყველაზე იაფი ბილეთი

შეადარეთ პეგასუსის, AJet-ისა და Turkish Airlines-ის ფასები ერთ ძიებაში და დაჯავშნეთ ონლაინ — ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 551 907 907.

ბილეთების ძიება flights.avia.ge-ზე

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 412 -დან
12 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 406 -დან
10 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 419 -დან
29 იანვარი 202731 იანვარი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 408 -დან
10 თებერვალი 202714 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 418 -დან
25 მარტი 202731 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
23 აპრილი 202728 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 406 -დან
11 მაისი 202711 მაისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
7 ივნისი 202712 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
13 ივლისი 202718 ივლისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 424 -დან
2 აგვისტო 20277 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 407 -დან
27 სექტემბერი 20275 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 487 -დან

პეგასუსის ბარგის წესები

ბოლო ცვლილებით პეგასუსმა საერთაშორისო რეისებზე ბარგის წესები გაამკაცრა — ყველაზე იაფ Light პაკეტში ხელბარგი აღარ შედის. ეს ის წერტილია, სადაც მგზავრები ყველაზე ხშირად ეჯახებიან მოულოდნელ ხარჯს აეროპორტში.

ბარგის ტიპიზომა და წონაLightSaver / Saver Plus / Comfort Flex
სავარძლის ქვეშ ჩანთა40×30×15 სმ, 3 კგ-მდეშედისშედის
ხელბარგი (სალონში)55×40×20 სმ, 8 კგ-მდეარ შედის — ცალკე იყიდებაშედის (1 ცალი)
ჩასაბარებელი ბარგი1 ადგილი 32 კგ-მდეარ შედის — 12 კგ-დან ყიდვა შესაძლებელიაშედის 20 კგ

დამატებითი ბარგი ონლაინ (flypgs.com ან აპლიკაცია) 12 კგ-დან იყიდება, ფასი კი მარშრუტზე, თარიღსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული — ფიქსირებული ტარიფი არ არსებობს. ოქროს წესი: ბარგი დაჯავშნისას ან ჩექ-ინამდე დაამატეთ, რადგან აეროპორტში იგივე კილოგრამები საგრძნობლად ძვირია, ხოლო ზედმეტი ან ზომაზე დიდი ხელბარგისთვის ჩასხდომისას ცალკე გადასახადს გადაგახდევინებენ. სხვა ავიაკომპანიებთან შედარება იხილეთ ვიზიარის ბარგის გზამკვლევში: ვიზიარის ბარგის წესები.

ჩექ-ინი და აეროპორტში მისვლა

ონლაინ ჩექ-ინი flypgs.com-ზე და აპლიკაციაში გაფრენამდე 72 საათით ადრე იხსნება და გაფრენამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე იკეტება; ჩასხდომის ბარათი (boarding pass) ტელეფონში შეგიძლიათ შეინახოთ. ჩასაბარებელი ბარგის მქონე მგზავრები აეროპორტში მაინც დგებიან Bag Drop დახლთან, რომელიც საერთაშორისო რეისებზე, როგორც წესი, გაფრენამდე 45 წუთით ადრე იკეტება. ქუთაისიდან ღამის რეისია (გაფრენა ღამის საათებში) — თბილისიდან ან ბათუმიდან მიმავალთ გზის დრო წინასწარ გაითვალისწინეთ.

თურქეთში შესვლისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ — პასპორტით 90 დღემდე, ხოლო ბიომეტრიული პირადობის მოწმობით მოკლევადიანი ვიზიტები ასევე ნებადართულია (ავიაკომპანიები, როგორც წესი, პასპორტს ითხოვენ — უსაფრთხოდ, პასპორტით იფრინეთ). ტრანზიტით ევროპაში მიმავალთ შენგენის ვიზა ან უვიზო რეჟიმის პირობები (ბიომეტრიული პასპორტი, 90/180 წესი) ეხებათ.

ბილეთის გაუქმება, შეცვლა და კომპენსაცია

პეგასუსის პირობები პაკეტზეა დამოკიდებული: Light და Saver ბილეთები, როგორც წესი, არ ბრუნდება (გაუქმებისას ხშირად მხოლოდ აეროპორტის მოსაკრებლები ან მათი ნაწილი ბრუნდება), თარიღის შეცვლა კი გადასახადს და ფასთა სხვაობას მოითხოვს; Comfort Flex პაკეტი თარიღის უფასო შეცვლისა და დაბრუნების უფლებას იძლევა. ზუსტი თანხები თქვენი ბილეთის პირობებში („Fare Rules“) წერია — დაჯავშნამდე გადაამოწმეთ.

სხვა საქმეა, როცა რეისს თავად ავიაკომპანია აუქმებს ან აგვიანებს. თურქული ავიაკომპანიებისთვის მოქმედებს თურქეთის სამოქალაქო ავიაციის რეგულაცია მგზავრთა უფლებების შესახებ (SHY-YOLCU), რომელიც EU261-ის მსგავსია: 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმებისას მგზავრს ეკუთვნის კვება, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო და მანძილის მიხედვით ფულადი კომპენსაცია; რეისის გაუქმებისას — სრული თანხის დაბრუნება ან ალტერნატიული რეისი. ევროკავშირის აეროპორტიდან გამომავალ რეისებზე კი EU261 ვრცელდება. ვრცლად, თანხებითა და განაცხადის ნაბიჯებით: რეისის დაგვიანება და გაუქმება — კომპენსაცია.

რჩევები პეგასუსით მფრენებს

  • აეროპორტი: სტამბოლში პეგასუსი საბიჰა გოქჩენიდან (SAW) დაფრინავს. ქალაქის ევროპულ ნაწილამდე (ტაქსიმი) ავტობუსით 1–1,5 საათია, ახალ აეროპორტამდე (IST) კი 2 საათამდე — ორ სხვადასხვა აეროპორტში გადაჯდომა მოკლე ინტერვალით არ დაგეგმოთ.
  • ბარგი ონლაინ: Light პაკეტით ხელბარგის დამატება ყველაზე იაფი დაჯავშნის მომენტშია.
  • BolBol: პეგასუსის ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაცია უფასოა — ქულები ფრენებზე გროვდება და მომდევნო ბილეთს აიაფებს.
  • ალტერნატივები: იმავე მარშრუტზე AJet (IST-დან) და Turkish Airlines დაფრინავენ; ხანდახან ბარგის ჩათვლით ფასი თითქმის ტოლია — ჯამური ფასი შეადარეთ, არა საბაზისო. ევროპაში პირდაპირი ლოუქოსტ-რეისებისთვის იხილეთ ვიზიარი ქუთაისიდან.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის პეგასუსის ცხელი ხაზის ნომერი საქართველოში?

პეგასუსის ოფიციალურ საიტზე საქართველოსთვის მითითებულია ნომერი 032 240 00 40. თურქეთის 24-საათიანი ქოლ-ცენტრია 0888 228 12 12 (თურქული/ინგლისური). ბილეთის შეცვლა და დაბრუნება ყველაზე სწრაფად flypgs.com-ზე ან აპლიკაციაში კეთდება.

საიდან დაფრინავს პეგასუსი საქართველოდან?

თბილისიდან (ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისი), ბათუმიდან (კვირაში დაახლოებით 5-ჯერ) და ქუთაისიდან (კვირაში 2-ჯერ, ღამის რეისი) — ყველა რეისი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში (SAW) ჩადის. ზაფხულში თბილისიდან ანტალიაშიც არის პირდაპირი რეისი.

რამდენი ბარგი შედის პეგასუსის ბილეთში?

Light პაკეტში — მხოლოდ სავარძლის ქვეშ ჩანთა (40×30×15 სმ, 3 კგ). Saver, Saver Plus და Comfort Flex პაკეტებში ემატება 8 კგ-იანი ხელბარგი (55×40×20 სმ) და 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი. დამატებითი ბარგი 12 კგ-დან ონლაინ იყიდება.

როდის იწყება ონლაინ ჩექ-ინი პეგასუსზე?

გაფრენამდე 72 საათით ადრე, flypgs.com-ზე ან მობილურ აპლიკაციაში. საერთაშორისო რეისებზე ბარგის ჩაბარების დახლი გაფრენამდე დაახლოებით 45 წუთით ადრე იკეტება.

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა თბილისიდან სტამბოლამდე პეგასუსით?

დაახლოებით 2 საათი და 20–30 წუთი. ქუთაისიდან და ბათუმიდან ფრენა ოდნავ მოკლეა — 2 საათსა და 5–10 წუთამდე.

პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ვენა

ზაფხული მოდის და ყველას მოგზაურობაზე გვიდგას თვალი, ერთი სული გვაქვს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურობას და თავგადასავლების სამყაროში გადავეშვათ. საზაფხულო სეზონს ქუთაისის აეროპორტი შესაბამისად ხვდება, ემატება ფრენები და ჩნდება ახალი მიმართულებები, რაც მოგზაურობის არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან მოყოლებული ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მგზავრობის სიმბოლო გახდა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ფრენები ყოველდღე მოკლე და საშუალო მანძილის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება და ევროპის 19 ქვეყნის 28 მიმართულებას ფარავს, რომელთა შორის, აღნიშნულ სეზონზე, რამდენიმე პოპულარული მიმართულება გამოიკვეთა.

2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით  მიხედვით ქუთაისიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ვენა წარმოადგენს. აღნიშნული რეისი 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, წელს ყოველკვირეულ სამშაბათსა და შაბათის ფრენებს 20 ივნისიდან ხუთშაბათის ფრენა ემატება, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის ვენის მნახველთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულების პოპულარობას ვენის საყოველთაოდ ცნობილი ღირსებების გარდა, უპრეცედენტოდ დაბალი ფასიც განაპირობებს, ვენის მიმართულებით ერთი გზის aviabiletis ღირებულება 115 ლარიდან იწყება.

პოპულარობით რიგით მეორე ქალაქი რომია, ყველა გზა რომში მიდისო და არც ქუთაისი ყოფილა გამონაკლისი. ფრენები რომის მიმართულებით ხუთშაბათსა და კვირას სრულდება , და მგზავრობის ღირებულება 100 დან 300 ლარამდე სთავაზობს ავიაკომპანია wizz air

ქუთაისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 845 -დან
22 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 458 -დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 378 -დან
22 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 324 -დან

მას მოსდევს პრაღა და ბერლინი. პრაღაში ყოველკვირეულად 2 რეისი მიემართება

ქუთაისი პრარა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 665 -დან
21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 479 -დან
3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 510 -დან
23 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 337 -დან

ბერლინში კი 16 ივნისიდან უკვე 4 ფრენა არის დანიშნული. ბერლინი სეზონის ყველაზე ინტენსიური მიმართულებაა და გამორიცხული არ არის წლის ბოლოსთვის პოპულარობის რეიტინგის ლიდერადაც მოგვევლინოს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 1 318 -დან
24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 484 -დან
5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 515 -დან
5 იანვარი 20279 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 491 -დან

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა ბაზელის ბარის ბრიუსელის კოპენჰაგენის ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით და ვინ იცის, იქნებ მომავალი წლისთვის პოპულარობის რეიტინგი სრულიად შეიცვალოს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Wizz Air-ის პოპულარული მიმართულებები

ვიზეარი

საზაფხულოდ მოგზაურობას გეგმავ და ვერ გადაგიწყვეტია სად დაისვენო?
სწორედ ამ შემთხვევისთვის წარმოგიდგენთ Wizz Air-ის 3 ყველაზე პოპულარულ
მიმართულებებს, სადაც დროის არაჩვეულებრივად გატარებას შეძლებთ.

ბარსელონა – კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში,
მადრიდის შემდეგ. დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე
ტურისტული, ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია.
მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში,
მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური
ქალაქის სტატუსს ანიჭებს. ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით,
ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში. ბარსელონის
ძველი ქალაქის ცენტრია ბარი-გოტიკი. მრავალი შენობა შუა საუკუნეებით
თარიღდება, ზოგიერთი კი ქალაქის რომაულ დასახლებამდელ პერიოდს
მიეკუთვნება.

ქუთაისი ბარსელონა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 746 -დან
18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 483 -დან
2 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 480 -დან
22 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 558 -დან

Wizz Air-ის ყველაზე პოპულარულ მიმართლებებში არ უნდა გამოგვრჩეს
ბუდაპეშტი, ქალაქი ღირსშესანიშნაობა. უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის
მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო
ცენტრი. ბუდას ციხე-ქალაქი – ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე,
ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა
ბასტიონი და ფუნიკულიორი. სამეფო სასახლის ფასადი მდინარის ნაპირის
პარალელურია და სიგრძეში 300 მეტრს აღწევს. ვაროშლიგეტი – ეს ქალაქის
მთავარი პარკია, სადაც განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე,
ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი“.
ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა – დოჰანის ქუჩაზე მდებარე დიდი სინაგოგა
სიდიდით ევროპაში პირველია, მსოფლიოში – მეორე. ის 3000 ადამიანს იტევს.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 288 -დან
3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
9 იანვარი 202714 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 313 -დან

და რა დააშავა რუმინულმა კულტურულმა ცენტრმა ბუქარესტმა? ორ მსოფლიო
ომს შორის პერიოდში ქალაქი აღმოსავლეთი ევროპის კულტურული მოვლენების
ცენტრი იყო და ამგვარად მისი ელეგანტური არქიტექტურისა და გემოვნებიანი
ელიტის გამო მას აღმოსავლეთის პარიზი, ან მცირე პარიზი შეარქვეს. ბუქარეტში
შეგიძიათ იხილოთ ყველაზე დიდი პარლამენტი სმოფლიოში და ტრიუმფალური
თაღიც კი. პოპულარული კერძებია – წვნიანი „ჩორბა“, შემწვარი ძეხვი „მიჩი“,

დესერტი „პაპანაში“. ბუქარესტში საკმაოდაა მუზეუმები. უნდა ნახოთ
რუმინეთის გლეხობის მუზეუმი, რომელიც 1906 წელს გაიხსნა. მხოლოდ
კერამიკის კოლექცია 18 ათას ნივთს ითვლის, კოსტუმების უმრავლესობა მე-19
საუკუნეს მიეკუთვნება. აქვე ნახავთ ხის გლეხურ სახლს.
შესვლას 8 ლეი უნდა, დროებითი გამოფენებისთვის ცალკე ბილეთია საჭირო,
აუდიოგიდი 12 ლარი ღირს.

სტატიით ვეცადეთ მინიმალური ინფორმაცია მაინც მოგვეწოდებინა Wizz Air-ის 3
ყველაზე პოპულარულ მიმართულებასთან დაკავშირებით, რაც ვიმდევონებთ,
რომ სამომავლოდ მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

აზალ ავიახაზები AZAL Airlines

აზალი

azal georgia

ავიაკომპანია AZAL მას შემდეგ არსებობს, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1992 წლიდან მოყოლებული, ის ზრუნავს სერვისებისა და უსაფრთხოები განვითარებაზე, რის შედეგადაც, დღეს წამყვან ავიაკომპანიებს შორის ვხვდებით მის სახელს.

ავიაკომპანიის ქსელი მოიცავს 40 ლოკაციას და 25 ქვეყანას. 2016 წელს, აზერბაიჯანულმა ავიახაზებმა 2 მილიონზე მეტი გზავრი გადაიყვანეს დანიშნულების ადგილას, უსაფრთხოდ.

ავიაკმპანია AZAL არსებობის დღიდან ზრუნავს უსაფრთხოების განვითარებაზე. ის არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავიაციო ასოციაციის – IATA-ს წევრი. აგრეთვე, ის
სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის (ICAO) სტანდარტებს.
ავიაკოპანია აზალის შემადგენლობაშია 23 თვითმფრინავი, რომელთა საშუალო ასაკი 9.8
წელია.

თბილისი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 207 -დან
22 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 216 -დან
14 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 217 -დან
3 იანვარი 202717 იანვარი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 236 -დან
2 თებერვალი 202711 თებერვალი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 236 -დან
1 მარტი 20275 მარტი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 242 -დან
20 აპრილი 202727 აპრილი 20272 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 501 -დან
11 ივნისი 202711 ივნისი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 211 -დან
16 ივლისი 202716 ივლისი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 248 -დან
25 აგვისტო 202725 აგვისტო 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 248 -დან
4 სექტემბერი 202714 სექტემბერი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 248 -დან

 

ბარგი:

რეგისტრირებული ბარგის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს, როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. სალონში შესაძლებელია 10კგ-მდე ხელბარგის შეტანა, რომლის ზომებიც არ უნდა აღემატებოდეს 55x40x23 სმ-ს.

ტრანსპორტირების განსაკუთრებული შემთხვევები:

ავიაკომპანია AZAL -ის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს მისი სერვისების
ხელმისაწვდომობა ყველასთვის წარმოადგენს.

azal

ბავშვები: სრულწლოვან პირთან ერთად, ფრენა შეუძლია 7 დღეზე მეტი ასაკის ბავშვს. 5 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ფრენა და ასეთ შემთხვევაში ბილეთზე 25%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.

შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირები: AZAL-ის მომსახურე პერსონალი გადამზადებულია, ისე რომ ინფორმირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ. აგრეთვე, სამგზავრო სივრცე ადაპტირებულია მათ მოთხოვნილებებზე. თვითმფრინავში
დაიშვებიან ცხოველები, რომლებიც მგზავრებს ეხმარებიან.

ფეხმძიმე ქალები: აზალის ავიახაზები -თ სარგებლობა შეუძლიათ ქალებს, თუკი მათი მშობიარობიდან გასულია 7 ან მეტი დღე. ფეხმძიმობის შემთხვევაში ნაყოფი 32 კვირის ან მეტის უნდა იყოს, რათა ფრენამ უსაფთხოდ ჩაიაროს და მგზავრმა თავიდან აირიდოს ჯანმრთელობის პრობლემები.

შეიძინეთ Azal -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით

ბოდრუმი

ანტიკური ჰალიკარნასის ნანგრევებზე აგებული ბოდრუმი ძველი ცივილიზაციების ნაკვალევს ახლაც ინახავს. ქალაქი, სადაც მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ჰალიკარნასის მავზოლეუმი მდებარეობდა, თანამედროვე თურქეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა.

ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით – მხოლოდ ეს არის საჭირო მისი მიმზიდველობის სრულად შესაცნობად. მაგიური გარემო, რასაც უძველესისა და ახლის შერწყმა ქმნის მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ბოდრუმი   ღირსშესანიშნაობების ხილვასთან ერთად კარგი გართობის შესაძლებლოსაც იძლევა.

ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში აგებული ამფითეატრი, რომელიც 13 000 ადამიანს იტევს და კვლავ გამოიყენება კონცერტებისა და ფესტივალების მოსაწყობად, ბოდრუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ბოდრუმში იხილავთ მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთერთის, მავზოლეუმის ნანგრევებს, რომლის დიდებულებამ წარსულში ალექსანდრე მაკედონელიც აღარფრთოვანა.

ქალაქის ყველაზე სანახაობრივი ღირსშესანიშნაობაა მე-15 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე. ბოდრუმის სიმბოლოდ წოდებული ციხე-კოშკში ახლა წყალქვეშა არქეოლოგოური მუზეუმია მოწყობილი. სადაც ნახავთ უძველეს მინის ნამუშევრებს, ჩაძირულ გემებსა და ქანდაკებებს, თურქულ აბაზანებს, უძველეს ბერძნულ, რომაულ ამფორებს.

ქალაქის ღირშესანიშნეობებს შორის არის ქარის წისქვილები. თეთრად შეფერილი 7 წისქვილი მთის თავზეა განლაგებული, საიდანაც მთელი ბოდრუმი მოჩანს.

განტვირთვისა და დასვენებისთვის ეგეოსის ზღვის სანაპიროები საუკეთესო საშუალებაა, სუფთა და გამჭვირვალე ზღვის წყალი მხოლოდ საცურაოდ გამოიყენება, გემების შესვლა აკრძალულია, რაც დამსვენებლებისთვის მეტად უსაფრთხო გარემოს ქმნის.

ბოდრუმი არაჩვეულებრივია დამწყები და პროფესიონალი მყვინთავებისთვის. წყლაში ხილვადობა 40 მეტრის სიღრმეზეც კი კარგია და დამსვენებელს შეუძლია იხილოს რვაფეხები, ზღვის ცხენები და სხვა წყალქვეშა ცხოველები.

ბოდრუმი გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებსაც არ ტოვებს გულგრილს, ქალაქში კაფეები, ბარები და რესტორნები ოცდაოთხი საათის განმვლობაში ღიაა დამსვენებლებისთვის.

Kocadon-ის რესტორანი შორს არის ქალაქის ხმაურისგან. ბანანისა და პალმის ხეების გარემოცვაში, სანთლის შუქზე, ხის სკამზე მოკალათებული შეძლებთ მოიწყოთ რომანტიკული სადილი და დააგემოვნოთ შოკოლადის შებერტი.

Vira’s Restaurant-ი კი არაჩვეულებრივი ადგილია თურქული სამზარეულოს დასაგემოვნებლად, თუმცა შეძლებთ პასტა, ზღვის პროდუქტები, სტეიკი, პიცაც მიირთვათ.

ბოდრუმში გელოდებათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღიაცისქვეშ განთავსებული ღამის კლუბი Halikarnas-ი. იმ შემთხვევაში თუკი ღამის ცხოვრებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ხართ.

ქალაქი სრულად ერგება დამსვენებელთა მრავალფეროვან გემოვნებას. ბოდრუმში ყველაფერია, რაც დასვენებას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს, სანახაობა, აქტივობები, გართობა, მზე, ზღვა, სანაპირო. საჭიროა თავისუფალი დრო და ავიაბილეთები ეგეოსის ზღვის ულამაზესი ქალაქის, ბოდრუმის მიმართულებით.

როგორ მივაღწიოთ ბოდრუმამდე საქართველოდან

ბოდრუმს ემსახურება მილას–ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი BJV), რომელიც ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 36 კილომეტრითაა დაშორებული. აეროპორტიდან ქალაქამდე რამდენიმე გზა არსებობს:

  • საავიაციო შატლი (Havaş, Muttaş) — ავტობუსები რეისების ჩამოსვლაზეა მორგებული და ბოდრუმის ცენტრამდე დაახლოებით 45 წუთში აღწევს; ბილეთს ჩამოსვლის დარბაზში მდებარე სალაროში ან უშუალოდ მძღოლთან შეიძენთ.
  • ტაქსი ან წინასწარ დაჯავშნილი ტრანსფერი — ყველაზე მოხერხებული ვარიანტი გვიანი და ღამის რეისებისთვის, როცა შატლების განრიგი მეჩხერია.
  • ქირავნობის ავტომობილი — გამოგადგებათ, თუ ნახევარკუნძულის სხვა კურორტებშიც აპირებთ გასვლას.

საქართველოდან ბოდრუმამდე პირდაპირი მიმოსვლა სეზონურია და წლიდან წლამდე იცვლება, ამიტომ განრიგი ჯავშნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ. ყველაზე სტაბილური მარშრუტი სტამბოლზე გადაჯდომაა: სტამბოლის ორივე აეროპორტიდან — IST-იდან და საბიჰა გოქჩენიდან (SAW) — ბოდრუმში ყოველდღიურად რამდენიმე რეისი ფრინავს და ფრენა დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთს გრძელდება.

როდის ჯობია ბოდრუმში გამგზავრება

ბოდრუმს ტიპური ხმელთაშუაზღვისპირული კლიმატი აქვს — გრძელი, მშრალი და ცხელი ზაფხული და რბილი, წვიმიანი ზამთარი. საცურაო სეზონი, როგორც წესი, მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

  • ივლისი–აგვისტო — ყველაზე ცხელი და ყველაზე ხალხმრავალი პერიოდი; ღამის ცხოვრება და ფესტივალები სრულ ძალაშია, სამაგიეროდ ავიაბილეთისა და სასტუმროს ფასები პიკზეა.
  • მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი — ეგრეთ წოდებული მხარე სეზონი: ამინდი უფრო შემწყნარებელია, ზღვა კვლავ თბილი, ფასები კი შედარებით დაბალი.
  • ნოემბერი–აპრილი — კურორტული ინფრასტრუქტურის ნაწილი დაკეტილია, თუმცა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და სიმშვიდის მოყვარულთათვის ეს პერიოდიც გამოდგება.

პრაქტიკული ინფორმაცია მოგზაურისთვის

  • ვიზა: საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ და ყოველ 180 დღეში 90 დღემდე დარჩენის უფლება აქვთ.
  • ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მცირე კაფეებსა და ბაზრობაზე ნაღდი ფული გამოგადგებათ.
  • დროის სხვაობა: თურქეთის დრო საქართველოს დროს ერთი საათით ჩამორჩება.
  • ნახევარკუნძულის კურორტები: გიუმბეთი, ბითეზი, ორთაქენთი, თურგუთრეისი, გიუმიუშლუქი და იალიქავაქი — თითოეულს თავისი ხასიათი აქვს: ხმაურიანი პლაჟებიდან წყნარ, ოჯახურ ყურეებამდე.
  • კუნძულ კოსზე გასვლა: ბოდრუმის ნავსადგურიდან საბერძნეთის კუნძულ კოსამდე ბორანი დაახლოებით ნახევარ საათში აღწევს და სეზონზე დღეში რამდენიმე რეისი სრულდება. გაითვალისწინეთ, რომ კოსი შენგენის სივრცეშია და ვიზა დაგჭირდებათ.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება გზა ბოდრუმამდე?

თბილისიდან სტამბოლამდე ფრენა დაახლოებით ორ საათს გრძელდება, სტამბოლიდან ბოდრუმამდე კი — დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთს. გადაჯდომის დროის გათვალისწინებით მთლიანი მგზავრობა ჩვეულებრივ 5–7 საათში ეტევა.

რომელი აეროპორტია ბოდრუმთან ყველაზე ახლოს?

მილას–ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტი (BJV). ეს ნახევარკუნძულის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტია და ზაფხულის სეზონზე ევროპის ათეულობით ქალაქთან აქვს პირდაპირი მიმოსვლა.

როდის ჯობია ავიაბილეთის დაჯავშნა?

ზაფხულის პიკურ სეზონზე ბოდრუმის მიმართულებით ადგილები ადრე იყიდება, ამიტომ ორი-სამი თვით ადრე დაჯავშნა ჩვეულებრივ უფრო ხელსაყრელია. მხარე სეზონზე — მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში — ფასები უფრო მოქნილია.

საჭიროა თუ არა ავტომობილის ქირაობა?

თავად ბოდრუმში — არა: ცენტრი, ციხესიმაგრე, ნავსადგური და ძირითადი პლაჟები ფეხითაც მისადგომია. ნახევარკუნძულის სხვა დასახლებებში გასასვლელად კი ავტომობილი ან ადგილობრივი მინიბუსი, დოლმუში, გამოგადგებათ.

რა ღირს ბოდრუმში დასვენება?

ფასი პირდაპირ სეზონზეა დამოკიდებული: ივლის-აგვისტოში როგორც ავიაბილეთი, ისე სასტუმრო საგრძნობლად ძვირდება, მაისსა და სექტემბერ-ოქტომბერში კი იმავე ხარისხის დასვენება ბევრად იაფად ჯდება. ბოდრუმის მიმართულებით ავიაბილეთების აქტუალური ფასები თვეების მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილშია.

თბილისი ბოდრუმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 665 -დან
10 მაისი 202717 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 809 -დან
31 ივლისი 20273 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 679 -დან
3 აგვისტო 20278 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 618 -დან
16 სექტემბერი 202723 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 666 -დან