პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ვენა
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

ზაფხული მოდის და ყველას მოგზაურობაზე გვიდგას თვალი, ერთი სული გვაქვს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურობას და თავგადასავლების სამყაროში გადავეშვათ. საზაფხულო სეზონს ქუთაისის აეროპორტი შესაბამისად ხვდება, ემატება ფრენები და ჩნდება ახალი მიმართულებები, რაც მოგზაურობის არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან მოყოლებული ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მგზავრობის სიმბოლო გახდა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ფრენები ყოველდღე მოკლე და საშუალო მანძილის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება და ევროპის 19 ქვეყნის 28 მიმართულებას ფარავს, რომელთა შორის, აღნიშნულ სეზონზე, რამდენიმე პოპულარული მიმართულება გამოიკვეთა.

2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით  მიხედვით ქუთაისიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ვენა წარმოადგენს. აღნიშნული რეისი 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, წელს ყოველკვირეულ სამშაბათსა და შაბათის ფრენებს 20 ივნისიდან ხუთშაბათის ფრენა ემატება, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის ვენის მნახველთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულების პოპულარობას ვენის საყოველთაოდ ცნობილი ღირსებების გარდა, უპრეცედენტოდ დაბალი ფასიც განაპირობებს, ვენის მიმართულებით ერთი გზის aviabiletis ღირებულება 115 ლარიდან იწყება.

პოპულარობით რიგით მეორე ქალაქი რომია, ყველა გზა რომში მიდისო და არც ქუთაისი ყოფილა გამონაკლისი. ფრენები რომის მიმართულებით ხუთშაბათსა და კვირას სრულდება , და მგზავრობის ღირებულება 100 დან 300 ლარამდე სთავაზობს ავიაკომპანია wizz air

ქუთაისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 798 -დან
23 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 483 -დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 384 -დან

მას მოსდევს პრაღა და ბერლინი. პრაღაში ყოველკვირეულად 2 რეისი მიემართება

ქუთაისი პრარა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 698 -დან
8 ნოემბერი 202610 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 446 -დან
1 დეკემბერი 20265 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 535 -დან

ბერლინში კი 16 ივნისიდან უკვე 4 ფრენა არის დანიშნული. ბერლინი სეზონის ყველაზე ინტენსიური მიმართულებაა და გამორიცხული არ არის წლის ბოლოსთვის პოპულარობის რეიტინგის ლიდერადაც მოგვევლინოს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 551 -დან
5 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 401 -დან

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა ბაზელის ბარის ბრიუსელის კოპენჰაგენის ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით და ვინ იცის, იქნებ მომავალი წლისთვის პოპულარობის რეიტინგი სრულიად შეიცვალოს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge