ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი / Kutaisi Airport

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დავით აღმაშენებლის სახელობისაა და მდებარეობს ქალაქიდან 30 წუთის სავალ გზაზე. ის ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის.

საფრენი ბილიკი 2 600 მეტრის სიგრძისაა და ის სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. აეროპორტი 600 მგზავრზეა გათვლილია, ფრენები კი უწყვეტად სრულდება დღე-ღამის განმავლობაში.

რომელი კომპანიები ანხორციელებენ ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – დან?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს ახორციელებს შემდეგი ავიაკომპანიები: Wizz Air , Belavia, Ural Airlines, FlyArystan, ukraine international airlines.

რომელი მიმართულებით სრულდება პირაპირი ფრებები ქუთაისი აეროპორტიდან?

პირდაპირი რეისები აეროპორტიდან სრულდება სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: ტალინი, პარიზი, ვენა, პრაღა, რომი, აბუდაბი, ათენი, ლარნაკა, სალონიკი, ბარსელონა, მილანი, ბერლინი, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, აქტაუ, გდანსკი, ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე, მინსკი, ნურსულთანი, რიგა.

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია აეროპორტში?

რეგისტრაციისთვის სასურველია აეროპორტში გამოცხადდეთ 2 საათით ადრე. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტი დაშორებულია დასახლებულ პუნქტს და უმჯობესი დროულად გაემგზავროთ, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები.

თუ მგზავრი რეგისტრაციის პროცესს (Check inn) ონლაინ გაივლის, აეროპორტში მან უნდა წარადგინოს ჩასხდომის ბარათი, ბეჭდური სახით.

უზრუნველყოფს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ტრანსპორტირებას?

ქუთაისის აეროპორტში 124 საპარკინგე ადგილია, ამ მომსახურების მიღება მგზავრებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ პარკირება ფასიანია და განსხვავდება მანქანის ტიპის მიხედვით.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქუთაისის აეროპორტი დაშორებულია დასახლებულ პუნქტებს. მგზავრებს, რომლებსაც არ აქვთ კერძო ავტომობილი, შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალურად გამოყოფილი კერძო კომპანიების ავტობუსითა და მიკროავტობუსით. ბილეთის შეძენა ხდება ონლაინ ან შეგიძლიათ დაჯავშნოთ სატელეფონო ზარის მეშვეობით.

ბანკები და ბანკომატები: ქუთაისის აეროპორტში შეგიძლიათ ისარგებლოთ ლიბერთი ბანკის, თიბისი ბანკისა და ქართუ ბანკის ბანკომატებით. მათ ნახავთ აეროპორტის ტერმინალის საერთო ზონაში.

კვება: აეროპორტში იგეგმება კვების ობიექტის გახსნა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს რადგან უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, განსაკუთრებით კი იმერეთის რეგიონში.

ასევე, 2022 წლის 10 აგვისტოდან აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, საერთო სივრცეში მგზავრებს, საერთაშორისო ბრენდის – ,,მინისოს” პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge