ქუთაისი მინსკი ავიაბილეთები / Kutaisi Minski

kutaisi minski

გსურთ დაგეგმოთ მოგზაურობა ქუთაისი მინსკი -ს მიმართულებით და შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად? მაშინ ამ სტატიაში გაეცნობით იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც გაგიმარტივებთ მოგზაურობის დაგეგმვას.

ბელარუსის დედაქალაქი საკმაოდ საინეტრესო ქალაქია, სადაც გაეცნობით ულამაზეს არქიტექტურას, მოინახულებთ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს და ისიამოვნებთ ულამაზესი კაფეე-ბარებით, ასევე აქტიურ ღამის ცხოვრებით და სხვ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი მინსკი ს მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტი -დან ქალაქ მინსკში პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Belavia გვთავაზობს. ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 5წთ-ია.

ქუთაისი მინსკი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202426 მაისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 056 -დან
17 ივნისი 202426 ივნისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 137 -დან
4 ივლისი 202424 ივლისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 208 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ მინსკში?

  • მინსკის ძველი ქალაქი

მდებარეობს რესპუბლიკის სასახლესა და მდინარე სვისლაჩს შორის. აქ შეგიძლიათ ნახოთ ქალაქის მერია, ასევე რამდენიმე ძველი ეკლესია და მუზეუმი. ძველი ქალაქის ტერიტორია შეიძლება იყოს პატარა, მაგრამ მერწმუნეთ, ის მართლაც ძალიან მომხიბვლელია. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მდინარის გადაღმა, შეგიძლიათ იპოვოთ გარეუბანი ლამაზი პასტელური ფერის სახლებით და მოკირწყლული ქუჩებით.

  • დამოუკიდებლობის მოედანი

ეს მოედანი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედანია და რეალურად ერთ-ერთი უდიდესია მთელ ევროპაში. აქ მოხვედრა საკმაოდ მარტივია, რადგან ის ახლოსაა მატარებლისა და ავტობუსის სადგურთან. მოედნის ქვეშ არის მიწისქვეშა დიდი სავაჭრო ცენტრიც.

  • წითელი ეკლესია – წმინდა სიმონისა და ელენეს ეკლესია

დამოუკიდებლობის მოედანზე მდებარე წმინდა სიმონისა და ელენეს ეკლესია ასევე ცნობილია როგორც წითელი ეკლესია. ეს კათოლიკური ეკლესია 1910 წელს აშენდა. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია გადაკეთდა კინოთეატრად და მხოლოდ 1990 წელს დაუბრუნდა ძველი სახე.

  • სულიწმიდის საკათედრო მართლმადიდებლური ეკლესია

ეს ულამაზესი თეთრი ეკლესია მდებარეობს ნემიგას რაიონში. აშენდა 1633 წელს და წარმოადგენს ბელორუსის მართლმადიდებლური ეპარქიის ცენტრს.

  • ქალაქის კარიბჭე

მატარებლის სადგურის პირდაპირ არის ქალაქის კარიბჭე, ორი სიმეტრიული სტალინური კოშკი. მარცხენა კოშკზე შეგიძლიათ იხილოთ ქვეყნის უდიდესი საათი, ხოლო მარჯვენა კოშკზე ბელორუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სიმბოლო.

  • გორკის პარკის ეშმაკის ბორბალი

მინსკში ჯერ კიდევ ბევრია საბჭოთა ეპოქის ნარჩენები.ეს არის ლამაზი და სასიამოვნო პარკი ქალაქის ცენტრში. აქ არის ეშმაკის ბორბალი, რომელიც ლამაზ ხედებს იძლევა მიმდებარე ტერიტორიზე და ქალაქის ცენტრზე

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი მინსკი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

kutaisi minski იაფი ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge