LOT Polish Airlines / პოლონეთის ავიახაზები

პოლონეთის ავიახაზე

LOT Polish Airlines -ის არსებობის ისტორია 93 წელს ითვლის. პოლონეთის ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანია 1928 წლის 29 დეკემბერს დაარსდა. პოლონეთის ავიახაზების მთავარი ბაზა ვარშავის შოპენის აეროპორტში მდებარეობს. 2003 წლიდან ავიაკომპანია “Star Alliance’-ის წევრია.

მიმართულებები

ავიაკომპანია LOT -ი ოპერირებს 120-ზე მეტ მიმართულებაზე ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის მასშტაბით.

შიდა მიმართულებებია: ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი, პოზნანი, კრაკოვი, კატოვიცე, ჟეშუვი, შჩეცინი.

საერთაშორისო მიმართულებებია: თბილისი, მისნკი, კიევი, ვილნიუსი, მოსკოვი, კიშინოვი, ბელგრადი, ზაგრები, მიუნხენი, ვენეცია, მილანი, ნიცა, ჟენევა, პარიზი, ლონდონი, ჰამბურგი, ამსტერდამი, ბრიუსელი, სტოკჰოლმი და სხვ.

პირდაპირი ფრენები შორ მანძილზე: ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ნევარკი, ლოს-ანჟელესი, ტორონტო, ბეიჯინგი, ტოკიო, სეული.

კოდშეარ ავიაკომპანიები

როგორც “Star Alliance” -ის წევრ ავიაკომპანიას, LOT – ს კოდშეარ შეთანხმება აქვს შემდეგ ავიაკომპანიებთან: Scandinavian Airlines, Singapore Airlines, TAP Portugal, Adria Airways, Asiana Airlines და Bulgaria Air.

ფლოტი LOT Polish Airlines

ავიაკომპანის ფლოტის შემადგენლობაში შედის შემდეგი ტიპის საჰაერო ხომალდები: Boeing 787s, Embraer 195s, Boeing 737s, Embraer 175 and Embraer 170s.

პოლონეთის ავიახაზები

ბარგი

საერთაშორისო მიმართულებებზე ევროპაში, ჩრდიელოეთ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში ეკონომ კლასის მგზავრებისთვის ნებადართულია 1×8 კგ. ხელბარგი და 1×23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. პრემიუმ კლასის მგზავრებისთვის 1×8 კგ. ხელბარგი და 2×23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის 2×9 კგ. ხელბარგი და 2×32 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.

მხოლოდ ხელბარგით (1×8კგ) მგზავრობენ “Economy Saver”- ის მგზავრები.

რეგისტრაცია LOT Polish Airlines

LOT Polish Airlines – ის ფრენაზე რეგისტრაცია აეროპორტში უფასოა. რეგისტრაცია ფრენამდე 2 საათით ადრე იწყება და ნახევარი საათით ადრე მთავრდება.

ონლაინ რეგისტრაცია ავიაკომპანიის ვებსაიტზე იხსნება ფრენამდე 36 საათით ადრე და მთავრდება 120 წუთით ადრე.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge