თბილისი კიევი ავიაბილეთები

თბილისი კიევი

თბილისი კიევი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საქართველოდან. თუ შენც გეგმავ ამ მიმართულებით გამგზავრებას და ავიაბილეთების დაჯავშნას, მაშინ ამ სტატიაში ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებ.

უკრაინის დედაქალაქი მომხიბვლელ და შთამბეჭდავ მოგზაურობას სთავაზობს ვიზიტორებს. ულამაზესი არქიტექტურა, საინტერესო ისტორია და კულტურა უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და უკმაყოფილოს ნამდვილად არავის ტოვებს.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისიდან კიევის მიმართულებით?თბილისი კიევი

ავიაკომპანიების არჩევანი საკმაოდ დიდია და საშუალება გაქვთ შეარჩიოთ რეისები თქვენთვის სასურველ დროს და თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.

ავიაკომპანია, რომელიც ყველაზე დიდი ხანია ოპერირებს თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე არის FlyUia. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტში ასრულებს ფრენებს.

მეორე უკრაინული ავიაკომპანია კი SkyUp Airlines არის. FlyUia-ს მსგავსად, სქაიაფიც თბილისის აეროპორტიდან ბორისპოლის აეროპორტში გვთავაზობს ფრენებს.

ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს 2021 წელს შემოურთდა, Bees Airlines გახლავთ. Bees Airlines -ი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ავიაკომპანიაა. განსხვავებით წინა ავიაკომპანიებისგან, Bees Airlines-ი თბილისის აეროპორტიდან კიევის ჟულიენის აეროპორტში ასრულებს ფრენებს.

რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს თბილისი კიევი ს მიმართულებით?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Bees Airlines – ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და შესაბამისად, სწორედ ეს ავიაკომპანია გვთავაზობს საუკეთესო ფასებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან კიევამდე?

ფრენის ხანგრძლივობა tbilisi kievi ს მიმართულებით 2 საათი და 55 წუთია.

რომელია საუკეთესო პერიოდი კიევში გასამგზავრებლად?

საუკეთესო პერიოდი კიევში გასამგზავრებლად მაისი-ივნისი ან სექტემბერია. ამ დროს ტემპერატურა სასიამოვნო და კომფორტულია. ასევე, ქალაქი არ არის გადატვირთული ტურისტებით, რაც მშვიდად დასვენების და მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

როგორ შევიძინოთ თბილისი კიევი ს ავიაბილეთები იაფად?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

კიევის ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge