Bees Airlines / ბის ავიახაზები

Bees Airlines ფრენები

Bees Airlines – ი უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ცოტა ხანია რაც მსოფლიო საავიაციო ბაზარზე გამოჩნდა. ავიაკომპანია 2019 წელს დაარსდა, ოპერირება კი 2021 წლის 18 მარტს დაიწყო. მისი მთავარი ბაზა კიევის საერთაშორისო, იგივე ჟულიენის აეროპორტშია.

მიმართულებები

უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს 14 მიმართულებით ახორციელებს, რომელთა უმეტესობა ევროპის მასშტაბით სრულდება. ავიაკომპანია ასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.

ბის ავიახაზები უკრაინას საჰაერო გზით აკავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ეგვიპტე, მონტენეგრო და საქართველო.

საქართველოში ბის ავიახაზებმა ოპერირება 2021 წლის 7 აპრილს დაიწყო. კიევი თბილისი კიევის საჰაერო ხაზზე. 2021 წლის 30 ივნისიდან კი კიევი ბათუმი კიევის მიმართულებით ოპერირებს.

ფლოტი Bees Airlines

ავიაკომპანიის ფლოტი 4 საჰაერო ხომალდისგან შედგება. ოთხივე მათგანი Boeing 737-800 -ის ტიპის თვითმფრინავია.

ბარგი

ავიაკომპანია ბილეთებს სამ კლასად ყოფს: Light, Smart და Flex. ყველა კლასის ავიაბილეთებში ბარგის განსხვავებული პოლიტიკაა. Light კლასი მოიცავს მხოლოდ 7 კგ. ხელბარგს. Smart კლასი მოიცავს 7 კგ. ხელბარგს და 23კგ. ჩასაბარებელ ბარგს. Flex კლასიც მოიცავს 7 კგ. ხელბარგს და 23 კგ. ჩასაბარებელ ბარგს.

რეგისტრაცია Bees Airlines

ბის ავიახაზებს online check-in არ სჭირდება, რადგან აეროპორტში ეს მომსახურება უფასოა. რეგისტრაცია ფრენამდე 2 საათით იწყება და 45 წუთით ადრე მთავრდება.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge