კიევი თბილისი ავიაბილეთები

კიევი თბილისი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

მნიშვნელოვანი განახლება — 2026 წლის მდგომარეობით

უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის 2022 წლის 24 თებერვლიდან დახურულია და ამ დროისთვის კიევი თბილისი ს პირდაპირი ფრენები არ სრულდება. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ავიაკომპანიების შესახებ აღწერს 2022 წლამდე არსებულ მდგომარეობას — სასარგებლოა იმისთვის, რომ იცოდეთ, რომელი ავიაკომპანიები დაბრუნდებიან ამ საჰაერო ხაზზე სივრცის გახსნის შემდეგ. დღეს კიევიდან თბილისში მგზავრობა კომბინირებული მარშრუტით ხდება: სახმელეთო გზით მეზობელ ქვეყნამდე და შემდეგ თვითმფრინავით საქართველოში. აქტუალური მარშრუტები, ფასების დაზოგვის გზები და ხშირად დასმული კითხვები იხილეთ სტატიის მეორე ნახევარში.

გეგმავთ კიევი თბილისი ს ავიაბილეთბი ონლაინ შეიძინოთ, მაგრამ ამისათვის საკმარის ინფორმაციას არ ფლობთ? მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია, სადაც აუცილებლად მიიღებ ყველა შენთვის საინტერესო ინფორმაციას და ფრენის დაგეგმვას უფრო მარტივად შეძლებ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს კიევიდან თბილისში? 

კიევი თბილისი

ავიაკომპანიების არჩევანი საკმაოდ დიდია და საშუალება გაქვთ შეარჩიოთ რეისები თქვენთვის სასურველ დროს და თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.

ავიაკომპანია, რომელიც ყველაზე დიდი ხანია ოპერირებს კიევი თბილისის საჰაერო ხაზზე არის FlyUia. უკრაინის ავიახაზები ბორისპოლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

მეორე უკრაინული ავიაკომპანია კი SkyUp Airlines არის. FlyUia-ს მსგავსად, სქაიაფიც ბორისპოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვთავაზობს რეისებს.

ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს 2021 წელს შემოურთდა, Bees Airlines გახლავთ. Bees Airlines -ი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ავიაკომპანიაა. განსხვავებით წინა ავიაკომპანიებისგან, Bees Airlines-ი თბილისის აეროპორტში ჟულიენის აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს.

რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს კიევი თბილისი ს მიმართულებით?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Bees Airlines – ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და შესაბამისად, სწორედ ეს ავიაკომპანია გვთავაზობს იაფ ფასებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა კიევიდან თბილისამდე?

ფრენის ხანგრძლივობა კიევსა და თბილისს შორის 2 საათი და 40 წუთია.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები კიევი თბილისი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

კიევი თბილისი ს ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

როგორ მივემგზავრებით კიევიდან თბილისში დღეს

ვინაიდან პირდაპირი რეისი ამჟამად არ არსებობს, მარშრუტი ორი ეტაპისგან შედგება.

პირველი ეტაპი — სახმელეთო გზა უკრაინიდან. კიევიდან მატარებლით ან ავტობუსით გადაადგილდებით მეზობელი ქვეყნის ქალაქამდე, სადაც მოქმედი აეროპორტია. ყველაზე პოპულარული მიმართულება პოლონეთია: კიევი–ვარშავის მატარებელი დაახლოებით 16–17 საათს გრძელდება, ხოლო კიევი–პშემისლი (Przemyśl) — 10–14 საათს, საიდანაც ვარშავამდე პოლონეთის შიდა მატარებლით მარტივად ხვდებით. ალტერნატივებია მოლდოვა (კიევი–ქიშინევი, დაახლოებით 17 საათი), უნგრეთი (კიევი–ბუდაპეშტი, დაახლოებით 20 საათი) და ავსტრია (კიევი–ვენა, დაახლოებით 23 საათი).

მეორე ეტაპი — ფრენა საქართველოში. არჩეული ქალაქიდან თვითმფრინავით ჩამოფრინდებით თბილისში ან ქუთაისში. ეს ეტაპი სწორედ ის ნაწილია, სადაც ავიაბილეთის ფასს ყველაზე მეტად შეუძლია შეიცვალოს — შესაბამისად, სწორედ აქ იმუშავებს ყველა ის რჩევა, რომელიც სტატიაში ზემოთ არის მოცემული.

საიდან არის პირდაპირი ფრენები საქართველოში

ვარშავა ამ მომენტისთვის საუკეთესო გადასაჯდომი ჰაბია, რადგან უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ის ერთადერთი ქალაქია, საიდანაც საქართველოში პირდაპირი რეისები სრულდება:

  • ვარშავა (Chopin, WAW) – თბილისი (TBS): LOT Polish Airlines, კვირაში დაახლოებით ექვსი რეისი, ფრენა დაახლოებით 3 საათი და 40 წუთი.
  • ვარშავა (Chopin, WAW) – ქუთაისი (KUT): Wizz Air, ყოველდღიური რეისი, ფრენა დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი. ქუთაისიდან თბილისამდე ავტობუსით ან ტრანსფერით დაახლოებით 3,5–4 საათია.

ქიშინევიდან, ბუდაპეშტიდან და ბუქარესტიდან თბილისის პირდაპირი რეისები ამჟამად არ სრულდება — ამ ქალაქებიდან მგზავრობა ერთი გადაჯდომით (მაგალითად ისტანბულის ან ვარშავის გავლით) მოხდება. რეისების განრიგი სეზონურად იცვლება, ამიტომ კონკრეტული თარიღისთვის აუცილებლად გადაამოწმეთ აქტუალური ფრენები ჩვენს საძიებო სისტემაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ მარშრუტის დაგეგმვისას

  • ბილეთები ცალ-ცალკეა. მატარებლის ან ავტობუსის ბილეთი და ავიაბილეთი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. თუ სახმელეთო ეტაპი დაგვიანდება, ავიაკომპანია სხვა რეისზე უფასო გადასხდომას არ შემოგთავაზებთ. დატოვეთ მარაგი — სასურველია ფრენამდე მინიმუმ ერთი ღამე გამფრენ ქალაქში გაატაროთ.
  • საზღვრის გადაკვეთა დროს მოითხოვს. უკრაინა–პოლონეთის საზღვარზე კონტროლი პიკის პერიოდში რამდენიმე საათს გრძელდება. მატარებლის განრიგში ეს დრო ჩათვლილია, თუმცა დაგვიანება მაინც ხშირია.
  • მატარებლის ბილეთები სწრაფად იყიდება. უკრაინის რკინიგზის ბილეთები გაყიდვაში გასვლამდე დიდი ხნით ადრე გამოდის და პოპულარულ მიმართულებებზე სწრაფად იყიდება. სასურველია ერთსა და იმავე დღეს დაჯავშნოთ როგორც მატარებელი, ისე ავიაბილეთი.
  • ბარგი. Wizz Air-ის ბაზისურ ტარიფში მხოლოდ მცირე ზომის ჩანთა შედის — ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი დამატებით ფასიანია. LOT-ის ეკონომ ტარიფებში ხელბარგი ჩვეულებრივ შედის, ჩასაბარებელი ბარგი კი ტარიფის ტიპზეა დამოკიდებული. ფასების შედარებამდე ბარგის ღირებულება აუცილებლად დაამატეთ საერთო ბიუჯეტს.
  • ორი აეროპორტი საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (TBS) დედაქალაქთან ახლოსაა; ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტი (KUT) ხშირად უფრო იაფ ავიაბილეთებს სთავაზობს, სამაგიეროდ თბილისამდე დამატებით 3,5–4 საათიან გზას მოითხოვს.

საბუთები

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შესვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ, საქართველოს მოქალაქეებს კი უკრაინაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ვინაიდან მარშრუტი ევროკავშირის ქვეყნის გავლით გადის, გაითვალისწინეთ შენგენის წესებიც: ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ 180 დღის განმავლობაში 90 დღემდე ყოფნის უფლება აქვთ. მოთხოვნები დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ გამგზავრებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი ქვეყნის საკონსულო ინფორმაცია.

ხშირად დასმული კითხვები

არის კიევი თბილისი ს პირდაპირი ფრენა?

არა. უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დახურულია და პირდაპირი რეისები არ სრულდება.

რამდენ ხანს გრძელდება მთლიანი მგზავრობა?

რეალისტურად — 1,5-დან 2 დღემდე: დაახლოებით 16–17 საათი მატარებლით კიევიდან ვარშავამდე, გადაჯდომისთვის საჭირო დრო და დაახლოებით 3,5 საათი ფრენა საქართველოში.

რომელია ყველაზე იაფი ვარიანტი?

ჩვეულებრივ — მატარებელი ან ავტობუსი ვარშავამდე და Wizz Air-ის რეისი ქუთაისში ბარგის მინიმალური პაკეტით. თუ კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვარშავა–თბილისის პირდაპირი რეისი უკეთესი არჩევანია.

შესაძლებელია თუ არა მთელი მარშრუტის ერთი ბილეთით შეძენა?

სახმელეთო და საჰაერო ეტაპი ერთ ბილეთად, როგორც წესი, არ იყიდება. ავიაბილეთი ცალკე უნდა შეიძინოთ — ამაში ჩვენი საძიებო სისტემა და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან.

როდის გაიხსნება უკრაინის საჰაერო სივრცე?

ზუსტი თარიღი გამოცხადებული არ არის. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ფრენების განახლების ოფიციალური თარიღი ჯერ არ დასახელებულა. სივრცის გახსნის შემდეგ კიევი–თბილისის ფრენა კვლავ დაახლოებით 2 საათსა და 40 წუთს დასჭირდება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge