თბილისი ანტალია ავიაბილეთები / Tbilisi Antalia

tbilisi antalia

ღირს თუ არა ეწვიოთ ანტალიას ზაფხულში? რა თქმა უნდა, კი! ეს არის განსაცვიფრებელი ზღვისპირა ქალაქი თურქეთში, რომელიც ცნობილია თავისი დიდებული პლაჟებით, მომხიბვლელი ძველი ქალაქითა და უძველესი ღირსშესანიშნაობებით. აქ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მიემგზავრება, მსოფლიოს სხავდასხვა კუთხიდან, რომ დატკბნენ კულტურით, ისტორიითა და შესანიშნავი დასვენების შესაძლებლობით, რასაც ანტალია სთავაზობს. და თქვენ რატომ არ უნდა გაემგზავროთ თბილისი ანტალია ს მიმართულებით?

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ანტალია მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან ანტალიის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია SunExpress-ი და Pegasus Airlines -ი ასრულებენ.

რაც შეეხება ტრანზიტულ რეისებს, მხოლოდ ერთი გადაჯდომით თურქეთის ავიახაზები გვთავაზობს. ფრენა საბიჰა გოქჩენის აეროპორტის გავლით სრულდება და მოცდის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 3 საათია.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ანტალიამდე?

თბილისისა და ანტალიის აეროპორტებს შორის პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია. ხოლო ტრანზიტული ფრენის დრო დამოკიდებულია აეროპორტში გადაჯდომის ხანგრძლივობაზე, რომელიც დაახლოებით 5-6 საათს მოიცავს.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, თუ თქვენი ფრენა ტრანზიტულია, აეროპორტში მოცდის დრო მინიმუმ 2 საათი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აეროპორტი დიდი და დატვირთულია, ან/და პირველად იმყოფებით იმ აეროპორტში, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

თბილისი ანტალია ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202426 მაისი 2024Sun Expressავიაბილეთები 423 -დან
6 ივნისი 202412 ივნისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 492 -დან
16 ივლისი 202423 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 854 -დან

თუ გადაწყვეტილი გაქვთ გაემგზავროთ tbilisi antalia -ს მიმართულებით, ალბათ გაინტერესებთ, რა უნდა იცოდეთ ამ საკურორტო და საპორტო ქალაქის შესახებ, სანამ ეწვევით.

  • მდიდარი ისტორია და კულტურა

ამ ქალაქის მდიდარი ისტორია და კულტურა, ერთ-ერთი გამორჩეული რამა, რაც ტურისტებს ანტალიაში იზიდავს.  ქალაქის მომხიბვლელ ისტორიას აქ რამდენიმე უძველესი ნანგრევებითა და ღირსშესანიშნაობებით გაეცნობით. ანტალიის წარსულს კი ძველ ქალაქში, კალეიჩის მონახულებისას გაიგებთ. ეს ძველი ქალაქი ვიწრო ქუჩებისა და ოსმალეთის ეპოქის სახლებისგან შედგება.

აქ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ძველი ნავსადგური, ჰიდირლიკის ქალაქი, ადრიანეს კარიბჭე და ასპენდოს თეატრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული უძველესი თეატრია, სადაც ახლაც ხშირად იმართება სპექტაკლები და კონცერტები ტურისტებისთვის.

  • ულამაზესი პლაჟები

ანტალიის მონახულება დიდი სიამოვნებაა გრძელ სანაპირო ზოლზე წარმოდგენილი მრავალი ლამაზი პლაჟით, რომელიც გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა წყლით.

მეორეს მხრივ, თუ გსურთ უფრო აქტიურად გაატაროთ დღე, აქ ასევე იპოვით უამრავ წყლის სპორტს, როგორიცაა სკუტერით გასეირნება, წყალქვეშ ყვინთვა, პარაპლანით ფრენა და სხვ.

  • თვალწარმტაცი ბუნება

ეს გრძელი სანაპირო ზოლი სავსეა ისეთი პლაჟებით, რომლებიც გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებითა და კლდეებით და შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნიან ფირუზისფერი წყლებთან. თუ რაიმე განსხვავებულს ეძებთ, აქ არის რამდენიმე ჩანჩქერი, რომელთაგან ყველაზე ლამაზია დუდენის ჩანჩქერები და მანავგატის ჩანჩქერები, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს. ორივე გარშემორტყმულია ბუნებრივი აუზებით, სადაც შეგიძლიათ იბანაოთ და საფეხმავლო ბილიკები, რომ ისიამოვნოთ ირგვლივ არსებული ბუნებით და დაემალოთ ცხელ დღეებს.

  • უგემრიელესი კერძები

ანტალია საოცარი ადგილია თურქული სამზარეულოს და მისი მრავალფეროვანი გემოს გასაცნობად. ვინაიდან ქალაქი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, იგი ცნობილია როგორც თურქული, ასევე ხმელთაშუა ზღვის კერძების კომბინაციოთ.

კერძები, რომელიც ანტალიაში ვიზიტის დროს უნდა დააგემოვნოთ, მოიცავს პიდეს, რომელიც არის თურქული პიცა და მზადდება ხორცით, ყველითა და ბოსტნეულით. თურქული ქაბაბი ასევე უნდა იყოს თქვენს სიაში.

თქვენ ასევე იპოვით დესერტის უამრავ ვარიანტს, მათ შორის კუნეფეს, რომელიც ტკბილი საკონდიტრო ნაწარმია და ყველითა და სიროფით მზადდება.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ანტალია მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

თბილისიდან ანტალიის მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

თბილისიდან ანტალიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge