რა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად

sabutebi

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს
შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება ევროკავშირის ქვეყნებში. (გამონაკლის წარმოადგენს
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს
მოქალაქებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს).
ვიზიტი უნდა იყოს მოკლევადიანი, 180 დღის განმავლობაში დაშვებულია 90 დღის
გამოყენება, ამ დღების გამოყენება შეიძლება ერთიანად ან დღეების გადანაწილებით.
უვიზო მიმოსვლის რეჯიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს,
რა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად? უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში
გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა
ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიიდან
გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
რა საბუთები მოგეთხოვებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლილას?
საჭიროა მგაზვრობის მიზნის დასაბუთება (მაგ: ტურისტული მოგზაურობა, საქმიანი
ვიზიტი, ახლობლების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი, კონფერენციები,
სამედიცინო სერვისით სარგებლობა).
მგზავრობის მიზნის დასასაბუთებლად, შეიძლება შემდეგი საბუთები მოგთხოვონ:
 დასაბრუნებელი ავიაბილეთი
 სამოგზაურო დაზღვევა
 სასტუმროს მოქმედი ჯავშანი
 მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: ნაღდი ფული,
საბანკო ელექტრონული ბარათი, მასპინძლის საგარანტიო წერილი, დაფინანსების
შესახებ ცნობა.
ფინანსური უზრუნველყოფის საჭირო თანხა თითოეული ქვეყნის შიდა
კანონმდებლობით განისაზღვრება. როგორც წესი, ეს თანხა არ აღემატება დღეში 50
ევროს, სასტუმროს ხარჯის გამოკლებით.
ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად ასევე შეიძლება მოგთხოვონ:
კონფერენციებსა და სხვა საქმიანი ვიზიტების დროს ასევე უნდა გქონდეთ მოწვევა,
სადაც მონაწილეობთ იმ ღონისძიებიდან.

ახლობლის მონახულების შემთხვევაში-მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები და
მასპინძლის იმ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის
ასლი.
სამედიცინო სერვისებით სარგებლობისის შემთხვევაში – სამედიცინო დაზღვევა
მგზავრობის მთელი პერიოდისთვის, მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური
უზრუნველყოფის დადასტურება, იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა –
რომელშიც გეგმავს მკურნალობას, საქართველოს სამედიცინო დაწესებულების
რეკომენდაცია, რომ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე შეიძლება უარი გითრან თუკი:
o მგზავრობის მიზნობრიობას ან ფინანსურ უზრუნველყოფას ვერ დაადასტურებთ.
o საფრთხეს უქმნით, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებასა და
წესრიგს.
o ნასამართლები ხართ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ისეთი
დანაშაულისთვის, რომლის სასჯელიც აღემატება თავისუფლების აღკვეთის 1
წელს.
o თუ აკრძალული გაქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge