Bees Airlines ბის ავიახაზები

Bees Airlines ფრენები

Bees Airlines – ი უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ცოტა ხანია რაც მსოფლიო საავიაციო ბაზარზე გამოჩნდა. ავიაკომპანია 2019 წელს დაარსდა, ოპერირება კი 2021 წლის 18 მარტს დაიწყო. მისი მთავარი ბაზა კიევის საერთაშორისო, იგივე ჟულიენის აეროპორტშია.

Bees Airlines georgia

მიმართულებები

უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს 14 მიმართულებით ახორციელებს, რომელთა უმეტესობა ევროპის მასშტაბით სრულდება. ავიაკომპანია ასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.

ბის ავიახაზები უკრაინას საჰაერო გზით აკავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ეგვიპტე, მონტენეგრო და საქართველო.

საქართველოში ბის ავიახაზებმა ოპერირება 2021 წლის 7 აპრილს კიევი თბილისი თბილისი კიევი -ს საჰაერო ხაზზე დაიწყო. 2021 წლის 30 ივნისიდან კი კიევი ბათუმი ბათუმი კიევი -ს მიმართულებით ოპერირებს.

Bees Airlines

ფლოტი Bees Airlines

ავიაკომპანიის ფლოტი 4 საჰაერო ხომალდისგან შედგება. ოთხივე მათგანი Boeing 737-800 -ის ტიპის თვითმფრინავია.

ბარგი

ავიაკომპანია ბილეთებს სამ კლასად ყოფს: Light, Smart და Flex. ყველა კლასის ავიაბილეთებში ბარგის განსხვავებული პოლიტიკაა. Light კლასი მოიცავს მხოლოდ 7 კგ. ხელბარგს. Smart კლასი მოიცავს 7 კგ. ხელბარგს და 23კგ. ჩასაბარებელ ბარგს. Flex კლასიც მოიცავს 7 კგ. ხელბარგს და 23 კგ. ჩასაბარებელ ბარგს.

რეგისტრაცია Bees Airlines

ბის ავიახაზებს online check-in არ სჭირდება, რადგან აეროპორტში ეს მომსახურება უფასოა. რეგისტრაცია ფრენამდე 2 საათით იწყება და 45 წუთით ადრე მთავრდება.

შეიძინეთ Bees Airlines -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge