Air Arabia შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მასშტაბური დაბალფასიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 21 წლის წინ – 2003 წლის 3 თებერვალს დაარსდა. სათაო ოფისი და მთავარი ბაზა მდებარეობს შარჯას საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანიამ პირველი რეისი 2003 წლის 28 ოქტომბერს განახორციელა, რის შემდეგაც წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 190-ზე მეტი მიმართულებით.
მიმართულებები:
ეარ არაბია -ს მიმართულებები მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, აზიასა და ევროპას. ოპერირებას კი შვიდი მთავარი ჰაბიდან ახდენს. ესენია: შარჯას საერთაშორისო აეროპორტი ; მუჰამედ V საერთაშორისო აეროპორტი; ბორგ ელ არაბის საერთაშორისო აეროპორტი; აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტი; რას ალ ხაიმას საერთაშორისო აეროპორტი; ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი და ჯინას საერთაშორისო აეროპორტი.
როგორც უკვე აღინიშნა, ავიაკომპანია ფრენებს 190-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს, რომელიც 50 ქვეყანას აერთიანებს. ხოლო, ზოგიერთ ქვეყანაში კი რამდენიმე ქალაქის მიმართულებითაც კი დაფრინავს. ქვეყნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შრი ლანკა, ტაილანდი, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ეგვიპტე, იორდანია, ინდოეთი, მალაიზია, ნეპალი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ქუვეითი, ომანი და სხვ.
საქართველოს მიმართულებით რეისებს, ამ დროისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან შარჟას მიმართულებით ახორციელებს.
Air Arabia ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
შარდჟა | 3 მარტი 2025 | 13 მარტი 2025 | ავიაბილეთები 389 -დან |
AirArabia ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი ამჟამად 62 ერთეული ახალი Airbus A320 და 9 Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან შედგება. ყველა თვითმფრინავის სალონის ინტერიერი აღჭურვილია მსოფლიო დონის კომფორტული სავარძლებით და მგზავრებს ერთ-ერთ ყველაზე ფართო ეკონომიურ სალონის სავარძლებს სთავაზობს.
AirArabia ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
თითო მგზავრზე უფასო ხელბარგის შემწეობა, რომელიც შედის Basic, Value და Extra -ს საფასურში, არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს და 55 x 40 x 20 სმ-ს სახელურის და ბორბლების ჩათვლით.
Lite ტარიფით სარგებლობისას, ტითოეულ მგზავრს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ პატარა ჩანთით, რომლის ზომებიც არ უნდა აღემატებოდეს 40 X 30 X 15 სმ-ს და 10კს-ს და ის უნდა მოთავსდეს მგზავრის სავარძლის ქვეშ.
ჩასაბარებელი ბარგი:
რაც შეეხება ჩასაბარებე ბარგს, ავიაკომპანია მგზავრებს საშუალებას აძლევს დაიმატონ რეგისტრირებული ბარგიც, რომლიც ზომა/წონა განსხვავდება მიმარტულებების მიხედვით.
რეგისტრაცია / Check in
Air Arabia მგზავრებს სთავაზობს როგორც აეროპორტში რეგისტრაცია, ისე ონლაინ რეგისტაციას, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი და მარტივი პროცესია.
ონლაინ რეგისტრაცია – ონლაინ რეგისტრაცია უმეტეს მიმართულებაზე იხსნება რეისამდე 48 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – მგზავრებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა აეროპორტში, სარეგისტრაციო მაგიდებთან. აუცილებელია ადგილზე 3 საათით ადრე მისვლა, რომ დროულად გაიარონ ყველა საჭირო პროცედურა და არ მოხდეს რეისზე დაგვიანება.