ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი GeoSky -ის სამგზავრო მიმართულებაა. ავიაკომპანიის ბაზას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს. ოპერირება 2023 წლის 31 ივლისს დაიწყო და ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს.
მიმართულებები:
ავიაკომპანიამ პირველი ფრენა თბილისიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით შეასრულა, მოგვიანებით კი რეგულარული რეისები პრაღის , ბაქოს და კიშინეუს საჰაერო ხაზზეც დანიშნა.
ჯეორჯიან ვინგსი რეისებს თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 სიხშირით -ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ასრულებს. თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათს და შაბათს. ხოლო თბილისი კიშინეუ კიშინეუ თბილისი -ს ფრენებს კი ორჯერ – ორშაბათს და პარასკევს.
Georgian Wings ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
შარმ-ელ-შეიხი | 19 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | Tickets from 1 990 |
აღსანიშნავია, რომ ჯეორჯიან ვინგსი აქტიურად მუშაობს ფლოტის გაზრდაზე და ახალი მიმართულებების დამატებაზე.
,,ჯეოსქაი“-ს მოპოვებული აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.
2023 წლის მაისში, geosky -მ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს და წარმატებით გაიარა საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA).
აღსანიშნავია, რომ IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა, ოპერატორს IATA-ს წევრობისაკენ უხსნის გზას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე ქვეყნის ავიაციის სექტორისათვის.
Georgian Wings ფლოტი
ავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვალში, რიგით მეორე სამგზავრო დანიშნულების Boeing 737 -ის ტიპის საჰაერო ხომალდი შეჰმატა თავის ფლოტს. შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ორი 148 ადამიანზე გათვლილი B737 – 300 -ით ახორციელებს, რომელიც გამოირჩევა მაღალი სერვისითა და სტანდარტებით.
Georgian Wings ბარგის პოლიტიკა
ავიაკომპანიის ფრენებზე, ბარშის შემწეობა, დამოკიდებულია მგზავრის მიერ არჩეულ ტარიფზე.
- Promo Economy – 7 კგ. ხელბარგი (55 x 40 x 25 სმ) ჩასაბარებელი ბარგი არ შედის.
- Lite Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) ჩასაბარებელი ბარგი 6 კგ.
- Standard Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) ჩასაბარებელი ბარგი 12 კგ.
- Plus Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) ჩასაბარებელი ბარგი 23 კგ.
რეგისტრაცია / Check in
ჯეორჯიან ვინგსი მგზავრებს ამ დროისთვის მხოლოდ აეროპორტში რეგისტრაციას სთავაზობს. რეგისტრაცია იწყება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 45 წუთით ადრე. აღნიშნული პროცედურა უფასოა.
შეიძინეთ Georgian Wings -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.