China Southern Airlines ავიაკომპანია ჩაინა სოუთერნ ეარლაინი

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები

China Southern Airlines ჩინეთის სამი ძირითადი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გუანჯოუში, გუანდონგში. დაარსდა 1988 წლის 1 ივლისს და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ავიაკომპანია, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობსი მიხედვით. ასამთან აზიის უდიდესი ავიაკომპანია ფლოტის ზომით და შემოსავლი გათვალისწინებით. ავიაკომპანიის ლოგო შედგება კაპოკის ყვავილისგან, რომელიც ქალაქ გუანჯოუს სიმბოლოს წარმოადგენს.

ჩაინა სოუთერნ ეარლაინი

მიმართულებები:

China Southern მთავარი ჰაბებიდან – გუანჯოუ ბაიუნის საერთაშორისო აეროპორტიდან და პეკინის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორიდან, ყოველდღიურად 2000 -ზე მეტ რეისს ახორციელებს.

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ოპერირებას 165 შიდა და 69 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს. ქვეყნების ჩმონათვალი კი ასეთია: საქართველო, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ლუქსემბურგი, მალაიზია, ბანგლადეში, კამბოჯა, ნეპალი, ნიდერლანდები, ინდონეზია, ფილიპინები, კატარი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, კანადა და სხვ.

საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს და ფრენებს თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი –ს საჰაერო ხაზზე გვთავაზობს.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ივლისი 202431 ივლისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 031 -დან
11 აგვისტო 202430 აგვისტო 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 994 -დან
10 სექტემბერი 202415 სექტემბერი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 974 -დან
1 ოქტომბერი 20247 ოქტომბერი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 672 -დან

China Southern ფლოტი

ავიაკომპანია ფრენებს Airbus, Boeing და Comac ტიპის საჰაერო ხომალდებით ახორციელებს, რომელთა საერთო ოდენობა 600-ს აღემატება.

China Southern ბარგის პოლიტიკა

China Southern Airlines

ხელბარგი: 

ავიაკომპანიას საერთაშორისო ფრენებისთვის, უფასო ხელბარგის განსხვავებული პოლიტიკა აქვს, და ის მგზავრობის ტიპის მიხედვით განსხვავდება.

  • პირველი კლასი – 2 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
  • ბიზნეს კლასი – 1 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
  • პრემიუმ ეკონომ კლასი – 1 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
  • ეკონომ კლასი – 1 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.

ჩასაბარებელი ბარგი:

  • ეკონომ კლასი – 1 ერთეული ჩასაბარებელი ბარგი, 23კგ და 158სმ (სამივე განზომილებაში).
  • პრემიუმ ეკონომ კლასი – 2 ერთეული ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული არაუმეტეს 23კგ და 158სმ.
  • ბიზნეს კლასი – 3 ერთეული ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული არაუმეტეს 23კგ და 158სმ.

რეგისტრაცია / Check in

China Southern გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ ფრენაზე ონლაინ, გამგზავრებამდე 24 საათით ადრე.

შეიძინეთ China Southern -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge