თბილისის აეროპორტი / tbilisi airport

თბილისის აეროპორტი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

თბილისის აეროპორტი ქვეყნის მთავარ აეროპორტს წარმოადგენს. აეროპორტი დედაქალაქიდან მისი სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე, შოთა რუსთაველის სახელით არის ცნობილი, რომელიც 2015 წელს მიენიჭა. აეროპორტი 2005 წლიდან TAV Georgia – ს მმართველობის ქვეშ იმყოფება.

თბილისის აეროპორტი საქართველოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან აკავშირებს პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისებით. პირდაპირი რეისები გვაქვს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ათენი, პარიზი, ვარშავა, რიგა, ფრანკფურტი, დუსელდორფი, სტამბოლი, ერევანი, კიევი, მისნკი, ბაქო, დუბაი, თელ-ავივი, ქუვეითი, მიუნხენი, დოჰა და სხვ. ტრანზიტული რეისით მოხვედრა კი ნებისმიერ ქალაქში არის შესაძლებელი.

ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red WingsTickets from 311
ალმათი23 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 2026Air AstanaTickets from 1 149
ამსტერდამი19 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Georgian AirwaysTickets from 992
ანკარა26 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026AjetTickets from 279
ათენი4 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Sky Express GreeceTickets from 511
აბუ-დაბი14 სექტემბერი 202617 სექტემბერი 2026Air Arabia Abu DhabiTickets from 845
ანთალია6 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 2026Pegasus AirlinesTickets from 453
ბაჰრეინის კუნძული31 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Gulf AirTickets from 1 754
ბაქო27 აგვისტო 202612 სექტემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიTickets from 453
ბელგრადი24 იანვარი 202730 იანვარი 2027Air SerbiaTickets from 707
ბერლინი26 აგვისტო 20262 სექტემბერი 2026Georgian AirwaysTickets from 1 365
პეკინი22 სექტემბერი 202622 ოქტომბერი 2026Air ChinaTickets from 1 555
ბუქარესტი1 აგვისტო 20278 აგვისტო 2027Dan AirTickets from 1 126
ბათუმი29 აგვისტო 202630 აგვისტო 2026Georgian AirwaysTickets from 528
კიოლნი28 დეკემბერი 20264 იანვარი 2027EurowingsTickets from 633

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები ოპერირებენ. Georgian Airways, Turkish Airlines, Pegasus Airlines, Qatar Airways, Fly Dubai, Lufthansa, AirFrance, airBaltic, Air Astana, Israir Airlines, LOT Polish Airlines, Aegean Airlines, SCAT Airlines, Ukraine International Airlines, Skyup Airlines – ეს იმ ავიაკომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თბილისის აეროპორტს მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებთან აკავშირებენ. აეროპორტში, ასევე, ოპერირებენ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Eurowings და Condor Airlines, რომლებიც გერმანული ავიაკომპანიებია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

2007 წელს აეროპორტში საკმაოდ მნიშვნელოვანი განახლებითი სამუშაოები ჩატარდა და აეროპორტმა სრულიად მოდერნიზებული სახე მიიღო. დაემატა ახალი ტერმინალი, პარკინგი, გაუმჯობესდა საფრენი ბილიკი.

აეროპორტი ყველაზე მეტ მგზავრს 2018 წელს მოემსახურა, რომელთა რაოდენობა 3,808,619 შეადგენდა.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge