Lufthansa / ავიაკომპანია ლუფთანზა

Lufthansa ავიაკომპანია

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 1953 წლის 6 იანვარს დაარსდა. ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანია ევროპაში მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით. Lufthansa, ,ასევე, ყველაზე დიდი ავიაკომპანიების ალიანსის, “Star Alliance” -ის ერთ-ერთი დამაარსებელია წევრია.

მიმართულებები

ლუფთანსა ოპერირებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მიმართულებების რაოდენობა 220-მდეა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

საქართველოში ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, კერძოდ მიუნხენი თბილისი მიუნხენის საჰაერო ხაზზე.

ფლოტი Lufthansa

ავიაკომპანია ფლოტის სიდიდითაც გამოირჩევა. მის შემადგენლობაში 263 საჰაერო ხომალდია. ფლოტი მოიცავს როგორც Airbus -ის, ისე Boeing – ის საჰაერო ტიპის ხომალდებს.

ბარგი

ლუფთანზა გვთავაზობს როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასს. ეკონომ კლასის ავიაბილეთები იყოფა Economy Light, Economy Classic და Economy Flex ტიპებად. Economy Light მოიცავს მხოლოდ 8კგ. ხელბარგს, Economy Classic და Economy Flex კი 8კგ. ხელბარგს და 23 კგ. ჩასაბარებელ ბარგს.

რაც შეეხება ბიზნეს კლასს, გვაქვს Business Saver და Business Flex ტიპის ავიაბილეთები. ორივე კლასი მოიცავს 2X8 კგ. ხელბარგს და 2X32 ჩასაბარებელ ბარგს.

Check-in Lufthansa

Check-in, იგივე რეგისტრაცია ლუფთანზას მგზავებისთვის აეროპორტში უფასოა, შესაბამისად წინასწარ, online რეგისტრაციას არ საჭიროებს.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge