თბილისი ათენი ავიაბილეთები / tbilisi ateni

თბილისი ათენი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

გსურთ გაემგზავროთ თბილისი ათენი ს მიმართულებით, თუმცა მოგზაურობის დასაგეგმვად საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ? მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია და მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ავიაბილეთების დაჯავშნაში დაგეხმარებათ.

თბილისი ათენი

ათენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა თავისი საინტერესო ისტორიისა და კულტურის გამო. მითებისა და ლეგენდების ქვეყანაში ნამდვილად გელოდებათ საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობა. ათენი ღირსშესანიშნაობების სიმრავლეს ნამდვილად არ უჩივის, ამიტომ თუ გინდათ ბოლომდე გაეცნოთ ამ ქვეყნისა და ქალაქის ისტორიას და კულტურას, მნიშვნელოვანია კარგად და ყურადღებით დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.

 

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისიდან ათენის მიმარულებით?

თბილისის აეროპორტი -დან ათენის მიმართულებით ფრენების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც პირდაპირი, ისე ტრანზიტული ფრენებით.

პირდაპირ ფრენას თბილისიდან ათენში ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines – ი ასრულებს. ეგეოსის ავიახაზები ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც ამ მიმარულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს. Aegean Airlines -ი თბილისი ათენის საჰაერო ხაზზე კვირაში რამდენიმე სიხშირით ოპერირებას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ათენის „ელეფთერიოს ვენიზელოსის” აეროპორტში ასრულებს ფრენებს.

რაც შეეხება ტრანზიტულ რეისებს, ყველაზე მეტ არჩევანს თურქული ავიაკომპანიები გვთავაზობენ. ავიაკომპანია პეგასუსი და Turkish Airlines – ი თითქმის ყოველდღიურად ასრულებენ ერთი გადაჯდომით ფრენებს თბილისიდან ათენის მიმართულებით. ფრენების ასეთი განრიგი კი საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად დაგეგმოთ მოგზაურობა თქვენსთვის სასურველი დროისა და ბიუჯეტის მიხედვით.

პეგასუსის ავიახაზე სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში რამდენიმე საათიანი მოცდით გვთავაზობს ფრენებს ათენის მიმართულებით. თურქეთის ავიახაზები კი სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს.

თბილისი ათენი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 484 -დან
19 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 498 -დან
6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 540 -დან

რომელი ავიაკომოანიებს აქვს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ათენის მიმართულებით?

ყველაზე ბიუჯეტურ ფასებს თბილისი ათენის მიმართულებით გვთავაზობს Pegasus Airlines – ი.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი ათენი ს მიმართულებით?

პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა tbilisi ateni s მიმართულებით 3 საათია. ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში გადაჯდომის ხანგრძლივობაზე.

როდის არის საუკეთესო დრო ათენში გასამგზავრებლად?

ათენში გასამგზავრებლად საუკეთესო დრო მარტი-მაისის და სექტემბერი-ნოემბრის პერიოდებია. ამ სეზონებზე ტემპერატურა თბილი და სასიამოვნოა, ამინდებია თითქმის ყოველდღიურად მზიანია, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობა ამ პერიოდებში ნაკლებია და უფრო თავისუფლად შეგიძლიათ ქალაქში გადაადგილება და ღისშესანიშნაობების მონახულება. ამასთან, რადგანაც არატურისტულია სეზონებია, ფასები ავიაბილეთებზე და სასტუმროებზე შედარებით ხელმისაწვდომია.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ათენი ს მიმარულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისი ათენი ს ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

განახლება: რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ პირდაპირ ფრენებს თბილისი–ათენის მიმართულებით

ბოლო წლებში ამ მიმართულებაზე პირდაპირი მიმოსვლა გაფართოვდა და დღეს თბილისსა და ათენს შორის უკვე ორი ბერძნული ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისებს:

  • Aegean Airlines (A3) — ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS) ათენის „ელეფთერიოს ვენიზელოსის“ აეროპორტში (ATH).
  • SKY express (GQ) — ბერძნული ავიაკომპანია, რომელმაც ათენი–თბილისის პირდაპირი მიმართულება თავის ქსელს დაამატა და დღეს ამ მარშრუტზე Aegean-ის ალტერნატივას გვთავაზობს.

რეისების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება: ზაფხულში პირდაპირი ფრენები უფრო ხშირია, ზამთარში კი შედარებით იშვიათი. ამიტომ განრიგი ყოველთვის დაჯავშნის მომენტში გადაამოწმეთ.

ტრანზიტული ვარიანტებიც კვლავ აქტუალურია — თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines და Pegasus სტამბოლში გადაჯდომით გთავაზობენ ფრენებს. ტრანზიტი ხშირად უფრო იაფია, სამაგიეროდ მოგზაურობის საერთო დრო მნიშვნელოვნად იზრდება.

მანძილი, ფრენის დრო და დროის სხვაობა

  • მანძილი თბილისიდან ათენამდე — დაახლოებით 1 850 კილომეტრი.
  • პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა — დაახლოებით 3 საათი.
  • ტრანზიტული ფრენა სტამბოლის გავლით — ჩვეულებრივ 6–10 საათი, გადაჯდომის ხანგრძლივობის მიხედვით.
  • დროის სხვაობა — ათენი თბილისს ზამთარში 2 საათით ჩამორჩება, ზაფხულის დროზე გადასვლის შემდეგ კი 1 საათით.

როგორ მოხვდეთ ათენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში

„ელეფთერიოს ვენიზელოსის“ აეროპორტი ათენის ცენტრიდან დაახლოებით 33 კილომეტრითაა დაშორებული. ცენტრში მოხვედრის რამდენიმე მოსახერხებელი გზა არსებობს:

  • მეტრო, ლურჯი ხაზი (M3) — პირდაპირ აეროპორტიდან სინტაგმისა და მონასტირაკის გაჩერებებამდე; გზას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. აეროპორტის ბილეთი ჩვეულებრივ საქალაქო ბილეთზე ძვირია.
  • ექსპრეს-ავტობუსი X95 — სინტაგმის მოედნამდე, მოძრაობს დღე-ღამის განმავლობაში; მგზავრობის დრო საგზაო მოძრაობაზეა დამოკიდებული.
  • ტაქსი ან აპლიკაციით გამოძახებული მანქანა — ყველაზე სწრაფი, თუმცა ყველაზე ძვირი ვარიანტი.
  • გარეუბნული მატარებელი (Proastiakos) — მოსახერხებელია მაშინ, თუ ათენიდან სხვა ქალაქში აგრძელებთ გზას.

რა უნდა გაითვალისწინოთ გამგზავრებამდე

  • ვიზა. საბერძნეთი შენგენის ზონის წევრია. საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს ქვეყანაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ — 180 დღის განმავლობაში ჯამურად 90 დღემდე ვადით.
  • პასპორტის ვადა. პასპორტი ძალაში უნდა იყოს შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამგზავრებიდან მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.
  • სასაზღვრო სიახლეები. ევროკავშირში ეტაპობრივად ინერგება ახალი სასაზღვრო კონტროლის სისტემა (EES), ETIAS-ის ნებართვა კი ჯერ არ ამოქმედებულა. გამგზავრებამდე შეამოწმეთ ოფიციალური, განახლებული ინფორმაცია.
  • ბარგი. ბიუჯეტურ ტარიფებში ხშირად მხოლოდ მცირე ზომის ჩანთაა ჩართული — სრულფასოვანი ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი ცალკე ფასიანი დანამატია. დაჯავშნამდე აუცილებლად წაიკითხეთ ტარიფის პირობები.
  • აეროპორტში გამოცხადება. საერთაშორისო ფრენაზე რეგისტრაცია, როგორც წესი, გამგზავრებამდე 2–3 საათით ადრე იწყება. პიკის სეზონზე დროის მარაგი დაიტოვეთ.
  • დაზღვევა. უვიზო მოგზაურობისასაც სასურველია სამოგზაურო დაზღვევის გაფორმება — საზღვარზე მისი წარდგენა შესაძლოა მოგთხოვონ.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისიდან ათენში?

დიახ. პირდაპირ რეისებს ბერძნული ავიაკომპანიები Aegean Airlines და SKY express ასრულებენ. ფრენა დაახლოებით 3 საათს გრძელდება.

რომელ აეროპორტში ჩაფრინდებით ათენში?

ათენის საერთაშორისო აეროპორტში „ელეფთერიოს ვენიზელოსი“ (კოდი ATH). ეს ქალაქის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტია.

სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა საბერძნეთში?

ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს ვიზა არ სჭირდებათ — შენგენის ზონაში ყოფნა დაშვებულია 180 დღის განმავლობაში ჯამურად 90 დღემდე.

რა ღირს ავიაბილეთი თბილისი–ათენის მიმართულებით?

ფასი დამოკიდებულია სეზონზე, დაჯავშნის დროსა და არჩეულ ტარიფზე. ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1,5–2 თვით ადრე დაჯავშნისას იპოვით. აქტუალური ფასები შეამოწმეთ ჩვენი საძიებო სისტემით.

სად ვნახო უკუმიმართულების ბილეთები?

დაბრუნების რეისების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ათენი თბილისი ავიაბილეთები, ხოლო ქუთაისიდან გაფრენის ვარიანტები — სტატიაში ქუთაისი ათენი ავიაბილეთები.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge