ავიაკომპანია პეგასუსი Pegasus Georgia

პეგასუსი

საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი საერთაშორისო, ძლიერი კომპანიაა წარმოდგენილი, რაც ამ სფეროში მაღალ კონკურენტულ გარემოს ქმნის. თუმცა, ცნობილ თურქულ ავიაკომპანია „Pegasus Airlines“-ს კონკურენცია არ აშინებს. საქმე ის გახლავთ, რომ 2005 წლიდან კომპანიის მმართველი გუნდის მიერ ახალი სტრატეგიის დანერგვა წარმატებული აღმოჩნა.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, სერტაკ ჰაიბატის თქმით, 2011 წელს პეგასუსი ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად კომპანიად აღიარეს. წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეისთვის იგი მსოფლიოს 17 ქვეყანაში რეგულარულად ასრულებს რეისებს – 100 სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ უკვე 30 წელია, რაც „Pegasus Airlines“ რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ასრულებს.

ავიაკომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს Kurtköy რეგიონში, თუმცა იგი თურქეთის სხვადასხვა აეროპორტშია ბაზირებული. ავიაკომპანია „Pegasus-ის“ წარმატების საიდუმლო ის გახლავთ, რომ იგი განკარგავს მაღალი კლასის ავიალაინერებს – ყოველგვარი ხარვეზებისა და პრობლემების გარეშე, რომელთა უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობაზე თურქული და გერმანული ავტორიტეტული კომპანიები ერთად ზრუნავენ.

გარდა ამისა, პეგასუსი „საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის“ (IATA) წევრია. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ვალდებულია, თითოეულ რეისზე, ავიალაინერის გაჩერების დროს, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. შედეგად, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება აბსოლუტურად გარანტირებულია.

პეგასუსი იმითაც გამოირჩევა, რომ იგი, სხვა კომპანიებთან შედარებით, ბილეთებს საკმაოდ შეღავათიან ფასად სთავაზობს მგზავრებს და ხშირად აცხადებს ხოლმე ფასდაკლების აქციებს.

მისი ავიალაინერებით ერთდროულად 189 მგზავრს შეუძლია იფრინოს. კომპანია ოპერირებს ყველა ხომალდში პირველი კლასის ინტერიერის კონფიგურაციით. ამავდროულად, „Pegasus“ თავის ყველა მგზავრს სთავაზობს სერვისს „Flying Cafe“, რაც გულისხმობს სხვადასხვა საკვების შეთავაზებას ბორტზე.

კომპანიის მომსახურების მაღალ კლასზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თვითმფრინავებში განთავსებულია მონიტორები, რომელიც გიჩვენებთ მგზავრობის პროგრესს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სერვისი ხელმისაწვდომია „ბოინგ 737-800“ ტიპის თვითმფრინავებისთვის.

8 წელზე მეტია, რაც Pegasus Airlines საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. საქართველოში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის, ლევან ელიზბარაშვილის ინფორმაციით, „Pegasus Georgia -მა“ 2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფრენების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

საკმაოდ მცირე დროში მან ღირსეული ადგილი დაიკავა წამყვან ავიაკომპანიებს შორის და თანდათან საქართველოშიც გააფართოვა სამოღვაწეო არეალი: 2015 წლის 19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო იმავე წლის 1 ოქტომბრიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპოტიდან დაიწყო ფრენების განხორციელება. „Pegasus Georgia“ 2017 წლის 20 ივნისიდან თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს.

სტამბულიდან კი მგზავრებს გაფრენა შეუძლიათ ევროპისა და აზიის 30-ზე მეტ ქალაქში. რაც ყველაზე მთავარია, ქართველი მგზავრებისთვის კომპანიის მომსახურება მაქსიმალურად შეღავათიანი, კომფორტული და უსაფრთხოა.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 დეკემბერი 202510 იანვარი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 366 -დან
24 იანვარი 202629 იანვარი 2026პირდაპირიBBN Airlinesავიაბილეთები 252 -დან
24 თებერვალი 202626 თებერვალი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 249 -დან
15 მარტი 202621 მარტი 2026პირდაპირიBBN Airlinesავიაბილეთები 234 -დან
24 აპრილი 202627 აპრილი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 286 -დან
15 მაისი 202621 მაისი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 306 -დან
27 ივნისი 20261 ივლისი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 285 -დან
13 ივლისი 202620 ივლისი 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 335 -დან
8 აგვისტო 202615 აგვისტო 2026პირდაპირიAJetავიაბილეთები 542 -დან
16 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 578 -დან
3 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 718 -დან
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge