Azimuth Airlines რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც 2017 წლის თებერვალში, დონის როსტოვში დაფუძვნდა. ავიაკომპანიის სათაო ოფისი თავდაპირველად მდებარეობდა კრასნოდარში, თუმცა მოგვიანებით, დონის როსტოვში დარეგისტრირდა.
დონის როსტოვის პლატოვის აეროპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტია. მას შეუძლია დაიტიოს 1 მილიონზე მეტი მგზავრი. ამჟამად გააჩნია 2 სამგზავრო ტერმინალი, რომელთაგან ერთი მხოლოდ VIP მგზავრებისთვისაა განკუთვნილი.
მიმართულებები:
თავდაპირველად, Azimuth Airlines -მა 100-ზე მეტი მიმართულებით დაიწყო ოპერირება. რეისებს ახორციელებდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე. 2022 წლიდან ავიაკომპანიამ განაგრძო მარშრუტების გაფართოება და დაამატა 40-ზე მეტი ახალი მიმართულება.
აღნიშნულ მარშრუტებს შორისაა საქართველოც. კერძოდ, ფრენები რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორის – თბილისის , ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ხორციელდება.
Azimuth ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სანკტ პეტერბურგი | 27 დეკემბერი 2024 | 8 იანვარი 2025 | Tickets from 823 | |
მინვოდი | 25 იანვარი 2025 | 30 იანვარი 2025 | Tickets from 250 | |
უფა | 27 დეკემბერი 2024 | 10 იანვარი 2025 | Tickets from 266 |
Azimuth ფრენები ბათუმიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
მოსკოვი | 4 თებერვალი 2025 | 13 თებერვალი 2025 | Tickets from 427 |
Azimuth ფლოტი:
რაც შეეხება ფლოტს, Azimuth Airlines გააჩნია 18 თანამედროვე Sukhoi Superjet 100. SSJ-100 არის თვითმფრინავების ოჯახი, რომლის სალონი ისეთივე კომფორტულია, როგორიც ფართო ტანის შორ მანძილზე მფრინავი თვითმფრინავის სალონი.
Azimuth ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი და უფასო ბარგი – 1 ცალი უფასო ბარგი ზომებით 203 სმ (სამივე განზომილებაში) და ხელბარგი ზომებით – 55x40x20 სმ-ს.
- Light – მხოლოდ 1 ცალი 5 კგ-იანი ხელბარგი.
- Flex – 1 ცალი 23 კგ ბარგი და 1 ცალი 5 კგ-იანი ხელბარგი.
- Normal – 1 ცალი 23 კგ ბარგი და 1 ცალი 10 კგ-იანი ხელბარგი.
- Base – 2 ცალი ბარგი, თითო 23 კგ და 1 ცალი 10 კგ-იანი ხელბარგი.
- Leisure – 2 ცალი ბარგი, თითო 23 კგ და 1 ცალი 10 კგ-იანი ხელბარგი.
რეგისტრაცია / Check in
ონლაინ რეგისტრაცია – მგზავრებს შესაძლებლობა აქვს გაიარონ რეგისტრაცია ონლაინ. სერვისი დაგეგმილ ფრენამდე 24 საათით ადრე იხსნება და გაფრენამდე 3 საათით ადრე იხურება.
რეგისტრაცია აეროპორტში – მგზავრებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ონლაინ რეგისტრაცია, აეროპორტში სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.