ავიაკომპანია პეგასუსი Pegasus Georgia

პეგასუსი

საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი საერთაშორისო, ძლიერი კომპანიაა წარმოდგენილი, რაც ამ სფეროში მაღალ კონკურენტულ გარემოს ქმნის. თუმცა, ცნობილ თურქულ ავიაკომპანია „Pegasus Airlines“-ს კონკურენცია არ აშინებს. საქმე ის გახლავთ, რომ 2005 წლიდან კომპანიის მმართველი გუნდის მიერ ახალი სტრატეგიის დანერგვა წარმატებული აღმოჩნა.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, სერტაკ ჰაიბატის თქმით, 2011 წელს პეგასუსი ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად კომპანიად აღიარეს. წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეისთვის იგი მსოფლიოს 17 ქვეყანაში რეგულარულად ასრულებს რეისებს – 100 სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ უკვე 30 წელია, რაც „Pegasus Airlines“ რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ასრულებს.

ავიაკომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს Kurtköy რეგიონში, თუმცა იგი თურქეთის სხვადასხვა აეროპორტშია ბაზირებული. ავიაკომპანია „Pegasus-ის“ წარმატების საიდუმლო ის გახლავთ, რომ იგი განკარგავს მაღალი კლასის ავიალაინერებს – ყოველგვარი ხარვეზებისა და პრობლემების გარეშე, რომელთა უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობაზე თურქული და გერმანული ავტორიტეტული კომპანიები ერთად ზრუნავენ.

გარდა ამისა, პეგასუსი „საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის“ (IATA) წევრია. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ვალდებულია, თითოეულ რეისზე, ავიალაინერის გაჩერების დროს, დაიცვას სპეციალური, საგანგებოდ შემუშავებული წესები. შედეგად, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება აბსოლუტურად გარანტირებულია.

პეგასუსი იმითაც გამოირჩევა, რომ იგი, სხვა კომპანიებთან შედარებით, ბილეთებს საკმაოდ შეღავათიან ფასად სთავაზობს მგზავრებს და ხშირად აცხადებს ხოლმე ფასდაკლების აქციებს.

მისი ავიალაინერებით ერთდროულად 189 მგზავრს შეუძლია იფრინოს. კომპანია ოპერირებს ყველა ხომალდში პირველი კლასის ინტერიერის კონფიგურაციით. ამავდროულად, „Pegasus“ თავის ყველა მგზავრს სთავაზობს სერვისს „Flying Cafe“, რაც გულისხმობს სხვადასხვა საკვების შეთავაზებას ბორტზე.

კომპანიის მომსახურების მაღალ კლასზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თვითმფრინავებში განთავსებულია მონიტორები, რომელიც გიჩვენებთ მგზავრობის პროგრესს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სერვისი ხელმისაწვდომია „ბოინგ 737-800“ ტიპის თვითმფრინავებისთვის.

8 წელზე მეტია, რაც Pegasus Airlines საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. საქართველოში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის, ლევან ელიზბარაშვილის ინფორმაციით, „Pegasus Georgia -მა“ 2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფრენების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

საკმაოდ მცირე დროში მან ღირსეული ადგილი დაიკავა წამყვან ავიაკომპანიებს შორის და თანდათან საქართველოშიც გააფართოვა სამოღვაწეო არეალი: 2015 წლის 19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო იმავე წლის 1 ოქტომბრიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპოტიდან დაიწყო ფრენების განხორციელება. „Pegasus Georgia“ 2017 წლის 20 ივნისიდან თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს.

სტამბულიდან კი მგზავრებს გაფრენა შეუძლიათ ევროპისა და აზიის 30-ზე მეტ ქალაქში. რაც ყველაზე მთავარია, ქართველი მგზავრებისთვის კომპანიის მომსახურება მაქსიმალურად შეღავათიანი, კომფორტული და უსაფრთხოა.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 აპრილი 20263 მაისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 354 -დან
24 მაისი 20263 ივნისი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 306 -დან
3 ივნისი 20266 ივნისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 311 -დან
7 ივლისი 202611 ივლისი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 450 -დან
13 აგვისტო 202618 აგვისტო 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 546 -დან
25 სექტემბერი 202630 სექტემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 378 -დან
25 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 366 -დან
4 ნოემბერი 20267 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 293 -დან
4 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 292 -დან
26 იანვარი 202731 იანვარი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 293 -დან
22 თებერვალი 202728 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 415 -დან
11 მარტი 202715 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 292 -დან
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge