თბილისის აეროპორტი / tbilisi airport

თბილისის აეროპორტი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

თბილისის აეროპორტი ქვეყნის მთავარ აეროპორტს წარმოადგენს. აეროპორტი დედაქალაქიდან მისი სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე, შოთა რუსთაველის სახელით არის ცნობილი, რომელიც 2015 წელს მიენიჭა. აეროპორტი 2005 წლიდან TAV Georgia – ს მმართველობის ქვეშ იმყოფება.

თბილისის აეროპორტი საქართველოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან აკავშირებს პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისებით. პირდაპირი რეისები გვაქვს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ათენი, პარიზი, ვარშავა, რიგა, ფრანკფურტი, დუსელდორფი, სტამბოლი, ერევანი, კიევი, მისნკი, ბაქო, დუბაი, თელ-ავივი, ქუვეითი, მიუნხენი, დოჰა და სხვ. ტრანზიტული რეისით მოხვედრა კი ნებისმიერ ქალაქში არის შესაძლებელი.

ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red WingsTickets from 156
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Air AstanaTickets from 992
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027TransaviaTickets from 699
ანკარა11 იანვარი 202718 იანვარი 2027AjetTickets from 283
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Aegean AirlinesTickets from 471
აბუ-დაბი10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Air Arabia Abu DhabiTickets from 905
ანთალია20 ნოემბერი 202613 დეკემბერი 2026Pegasus AirlinesTickets from 429
ბაჰრეინის კუნძული6 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Gulf AirTickets from 1 431
ბაქო1 იანვარი 202711 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიTickets from 383
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air SerbiaTickets from 795
ბერლინი28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Georgian AirwaysTickets from 935
პეკინი23 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026China Southern AirlinesTickets from 1 393
კიოლნი21 დეკემბერი 20265 იანვარი 2027EurowingsTickets from 626
შუმკენტი17 ნოემბერი 202610 დეკემბერი 2026SCATTickets from 784
დოხა4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027Qatar AirwaysTickets from 1 615

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები ოპერირებენ. Georgian Airways, Turkish Airlines, Pegasus Airlines, Qatar Airways, Fly Dubai, Lufthansa, AirFrance, airBaltic, Air Astana, Israir Airlines, LOT Polish Airlines, Aegean Airlines, SCAT Airlines, Ukraine International Airlines, Skyup Airlines – ეს იმ ავიაკომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თბილისის აეროპორტს მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებთან აკავშირებენ. აეროპორტში, ასევე, ოპერირებენ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Eurowings და Condor Airlines, რომლებიც გერმანული ავიაკომპანიებია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

2007 წელს აეროპორტში საკმაოდ მნიშვნელოვანი განახლებითი სამუშაოები ჩატარდა და აეროპორტმა სრულიად მოდერნიზებული სახე მიიღო. დაემატა ახალი ტერმინალი, პარკინგი, გაუმჯობესდა საფრენი ბილიკი.

აეროპორტი ყველაზე მეტ მგზავრს 2018 წელს მოემსახურა, რომელთა რაოდენობა 3,808,619 შეადგენდა.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge