თბილისი დოჰა ავიაბილეთები / tbilisi doha

tbilisi doha

დოჰა არის ქალაქი, რომელიც 1820-იანი წლებიდან არსებობს, და მან ბოლო დროს საოცარი აღმავლობა განიცადა. ის განუწყვეტლივ ვითარდებოდა მას შემდეგ, რაც ყატარის დედაქალაქად დასახელდა, როდესაც ქვეყანამ 1971 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. აქ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი და გასაკეთებელი და ყოველწლიურად იზრდება ინტერესი დოჰაზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე. ასე რომ, არ გაუშვა შანსი ხელიდან და ეწვიე ამ ძალიან საინეტერესო და შთამბეჭდავ ქალაქს, გაემგზავრე თბილისი დოჰა -ს მიმართულებით და აივსეთ დაუვიწყარი შეგრძნებებითა და მოგონებებით!

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი დოჰა – მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან დოჰას მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ყატარის ავიახაზები ასრულებს.

ხოლო ტრანზიტულ რეისებს , მხოლოდ ერთი გადაჯდომით, პეგასუსი და Air Arabia გვთავაზობენ. Pegasus -ი ფრენას სტამბოლის გავლით ახორციელებს, ხოლო აირ არაბია კი შარჟაში.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან დოჰამდე?

თბილისისა და დოჰას აეროპორტებს შორის პირდაპირი ფრენის დრო 3სთ და 5წთ-ია. ხოლო ერთი გადაჯდომით რეისის შემთხვევაში დაახლოებით 9-10 სთ.

თბილისი დოჰა ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მაისი 202417 მაისი 2024Qatar Airwaysავიაბილეთები 1 423 -დან
7 ივნისი 202410 ივნისი 2024Qatar Airwaysავიაბილეთები 1 366 -დან
14 ივლისი 202419 ივლისი 2024Qatar Airwaysავიაბილეთები 1 304 -დან

 

თუ გადაწყვეტილი გაქვთ გაემგზავროთ tbilisi doha -ს მიმართულებით, გაიგეთ რისი მონახულება შეგიძლიათ ვიზიტის დროს.

  • გაიგეთ ქვეყნის ისტორია

პირველი, რაც უნდა მოინახულოთ, ყატარის ეროვნული მუზეუმია. შექმნილია ფრანგი არქიტექტორის ჟან ნუველის მიერ – რომელმაც ასევე დააპროექტა დოჰას კოშკი – ეს არის დედაქალაქის უახლესი მთავარი დამატება.

  • დაათვალიერეთ კატარას კულტურის ცენტრი

როდესაც შეისწავლით ისტორიას, შემდეგ გაიგეთ მეტი ქვეყნის კულტურაზეც. კატარა არის დიდი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მთელ რიგ შენობებს და ატრაქციონებს, ასევე მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუტებს, მათ შორის ყატარის ფილარმონიულ ორკესტრს, დოჰას კინოს ინსტიტუტს და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ეძღვნება ხელოვნებას, სპორტს და შიდარეგიონულ ურთიერთობებს.

თქვენ აქაც შეგიძლიათ ნახოთ დოჰას ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები. მათ შორის კატარას მეჩეთი და ოქროს მეჩეთი – ორი გამორჩეული ნაგებობა. ერთი დაფარულია ლურჯი და მეწამული მოზაიკით, ხოლო მეორე ოქროთი, ისინი შთამბეჭდავი სტრუქტურები და ორი გამოჩენილი რელიგიური ადგილია.

  • დაათვალიერეთ ქალაქი და მისი “მარგალიტი”

მარგალიტი არის ადამიანის მიერ შექმნილი კუნძული, რომელშიც განთავსებულია რეზიდენციებით, მაღაზიებითა და რესტორნებით, რომლებიც აშენებულია მარინას ზონაში. ქალაქის სრულიად განსხვავებულ ნაწილზე გაემართეთ მშეირებში.

  • იხეტიალე სოუკ ვაკიფში

ქალაქის ისტორიული ტერიტორია, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება, Souq Waqif – არის ბაზარი, რომელიც გვაჩვენებს ყატარის ტრადიციულ არქიტექტურას და ცხოვრების წესს. აქ იყიდება ყველაფერი, სანელებლებიდან და სეზონური საკვებიდან დაწყებული ტექსტილით და ხელნაკეთი ნივთებით დამთავრებული და ეს ადგილი რჩება პოპულარულ ადგილად ადგილობრივებშიც და ტურისტებშიც.

  • გაისეირნეთ კორნიში

დოჰას ყურის გასწვრივ გადაჭიმული თითქმის ხუთი მილის მანძილზე, ისლამური ხელოვნების მუზეუმიდან პირამიდის ფორმის Sheraton Grand Doha-მდე, ეს არის მრავალი დღესასწაულის ადგილი. მნახველებს შეუძლიათ იხილონ ქალაქის შესანიშნავი ხედები, მაღაზიებისა და რესტორნების სიმრავლე და მრავალფეროვანი აქტივობები. მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად, გაემართეთ პარკებში Al Bidda ან Al Dafna-ში (თუმცა გახსოვდეთ, რომ მოერიდოთ კორნიშის დღის ყველაზე ცხელ პერიოდს).

  • გაისეირნეთ ნავით

თუ კორნიშის გასწვრივ სეირნობთ, ნავით მოგზაურობა ერთ-ერთი განსაკუთრებული აქტივობაა. ნავთობისა და გაზის აღმოჩენამდე, მარგალიტის მოპოვება ყატარში ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო და სწორედ აქ მოიპოვედნენ მეთევზეები მარგალიტებს. დღესდღეობით ვიზიტორებს შეუძლიათ ნახევარი დღე ან საღამო გაატარონ წყალში ნავით სეირნობაში, დასავლეთის ყურისა და დოჰას ყურის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ტკბობაში.

  • მოინახულეთ უდაბნო

მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო დოჰას გარეთ მდებარეობს, მისი შესწავლა სრულიად სიცოცხლისუნარიანი და ღირებული საქმიანობაა დედაქალაქში ყოფნის დროს. პოპულარული აქტივობები მოიცავს ჯიპტურს, აქლემით სეირნობას, დიუნებს შორის დაბანაკებას და სხვა.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი დოჰა – მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

თბილისიდან დოჰას მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge