ყატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways – ი 1993 წლის 22 ნოემბერს დაარსდა. ავიაკომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს დოჰაში, ხოლო მთავარი ბაზა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა და “5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის” სტატუსი აქვს მინიჭებული.
მიმართულებები Qatar Airways
ყატარის ავიახაზებმა პირველი ფრენა 1994 წლის 20 იანვარს შეასრულა, იორდანიის დედაქალაქ ამანში. დღეისათვის ავიაკომპანია 150 მიმართულებით ოპერირებს. ის საერთაშორისო ფრენებს ასრულებს აფრიკის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ოკეანეთისა და ევროპის მიმართულებით.
საქართველოში, კერძოდ კი, თბილისის აეროპორტში ავიაკომპანია უკვე წლებია ოპერირებს. Qatar Airways – ი დოჰა – თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზზე ასრულებს რეგულარულ პირდაპირ ფრენებს. გარდა ამისა, ავიაკომპანია დოჰას გავლით საქართველოს ბევრ შორეულ ქვეყანასთან აკავშირებს. ყველაზე დიდი მოთხოვნა ავიაკომპანიას საქართველოდან ამერიკის მიმართულებით აქვს.
qatar airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
დოხა | 9 თებერვალი 2025 | 14 თებერვალი 2025 | Tickets from 1 680 |
ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტში 167 საჰაერო ხომალდი შედის. ფლოტი Airbus -ის და Boeing – ის ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება.
ბარგი
ყატარის ავიახაზები გვთავაზობს ეკონომ და ბიზნეს კლასებს. ეკონომ კლასი 3 ტიპის ავიაბილეთებს გვთავაზობს: Classic, Convenience და Comfort. Classic – ში 7 კგ. ხელბარგი და 25 კგ. ჩასაბარებელი ბარგი შედის. Convenience – ში 7კგ. ხელბარგი და 30 კგ. ჩასაბარებელი ბარგო, Comfort – ში კი 7 კგ. ხელბარგი და 35 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
ბიზნეს კლასი გვთავაზობს Comfort და Elite ავიაბილეთებს. ორივე მათგანში 15 კგ. ხელბარგი და 40 კგ. ჩასაბარებელი ბარგი შედის.
რეგისტრაცია
Qatar Airways – ი რეგისტრაცია აეროპორტში შეგიძლიათ უფასოდ გაიაროთ. წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია არ არის აუცილებელი.