Skyup Airlines – ი უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა, ოპერირება კი 2018 წელს დაიწყო. მისი მთავარი ბაზა კიევის ბორისპოლის აეროპორტშია.
მიმართულებები
ავიაკომპანია სქაიაფი ძირითადად ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ოპერირებს. ისე ასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს. დღევანდელი მონაცამებით Skyup-ი ჯამში 116 მიმართულებით ახორციელებს რეისებს, თუმცა მათი უმეტესობა სეზონურია.
Skyup Airlines – ი საქართველოშიც ოპერირებს. ის ორ აეროპოტში, ბათუმის და თბილისის აეროპორტებში ახორციელებს ფრენებს კიევიდან. პანდემიამდე კი ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტშიც ასრულებდა რეისებს.
თბილისი კიევი ს საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველდღიურად სრულდება. ბათუმი კიევი -ს საჰაერო ხაზზე კი – კვირაში სამჯერ.
ფლოტი
სქაიაფის ფლოტი 14 საჰაერო ხომალდისგან შედგება. ავიაკომპანია Boeing -ის ტიპის საჰაერო ხომალდებს იყენებს.
ბარგი
ავიაკომპანიის ბილეთები Basic, Standart და Flex ტიპის კლასებად იყოფა. თითოეულ კლასს ბარგის განსხვავებული პოლიტიკა აქვს.
Basic კლასში შედის 9 კგ. ხელბარგი, Standart -ში 9კგ. ხელბარგი და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი, ხოლო Flex -ში 2X9 კგ. ხელბარგი და 32 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
რეგისტრაცია
Skyup Airlines – ი წინასწარ, ონლაინ რეგისტრაციას საჭიროებს. უფასო Check-in ფრენამდე 48 საათით ადრე იხსნენა. აეროპორტში რეგისტრაციის მომსახურება ფასიანია.