Red Wings ავიაკომპანია რედ ვინგსი

red wings georgia
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

red wings

Red Wings Airlines რუსული ავიაკომპანიაა, რომელის მთავარი ბაზაც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია 1999 წელს დაარდა და ოპერირება Airlines 400 -ის სახელით დაიწყო, ამჟამინდელი სახელი კი 2007 წელს მიიღო. დღეს რედ ვინგსი რუსეთის 10 უმსხვილეს ავიაკომპანიას შორის იკავებს ადგილს, ფრენებს კი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებზე სთავაზობს მომხმარებლებს.

მიმართულებები:

ავიაკომპანიის მიმართულებათა ქსელი 100-ზე მეტ შიდა და საერთაშორისო რეისებისგან შედგება, როგორიცაა: სტამბოლი, ანტალია, ბაქო, ერევანი, თელ-ავივი, ასტანასა, სანკტ პეტერბურგი, სოჭი, მახაჩკალა და ვლადიკავკაზი.

რაც შეეხება საქართველოს მიმართულებით ფრენებს, ავიაკომპანია ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში – თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში ახორცილებს რეისებს.

Red Wings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027Red WingsTickets from 157
ნიჟნი ნოვგოროდი31 დეკემბერი 202613 იანვარი 2027Red WingsTickets from 768
კრასნოდარი31 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Red WingsTickets from 454
სამარა24 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red WingsTickets from 665
კაზანი31 დეკემბერი 20266 თებერვალი 2027Red WingsTickets from 564
სანკტ პეტერბურგი24 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Red WingsTickets from 657
მოსკოვი27 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Red WingsTickets from 358
ეკატერენბურგი30 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red WingsTickets from 458

 

Red Wings ფლოტი:

ავიაკომპანიის ფლოტი ამჟამად 24 სამგზავრო საჰაერო ხომალდისაგან შედგება, კერძოდ: 14 Airbus 320/321, სამი Boeing 777 და  შვიდი SSJ100 თვითმფრინავსგან. ყველა მათგანი აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ბორტზე მგზავრების კომფორტს ფართო კაბინები, სავარძლებისთვის განკუთვნილი დიდი ადგილი და ხელბარგის ზომიერი თაროები უზრუნველყოფს.

Red Wings -ის თითოეული თვითმფრინავი საფუძვლიან წინასწარ მომზადებას გადის ფრენამდე, რომელსაც როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე პილოტები ახორციელებენ. რეისზე ჩსხდომისას მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი თვითმფრინავი სრულად გამართულია და მზადაა უსაფრთხო ფრენისათვის.

red wings georgia

Red Wings ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი:

სალონში დასაშვებია მხოლოდ 1 ც. ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 25 სმ-ს.

ხელბარგის გარდა, ბორტზე ასევე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა: ზურგჩანთა, ხელჩანთა ან პორტფელი მაქსიმუმ 40x30x20 სმ და 3 კგ. მოსაცმელი; აუცილებელი მედიკამენტები; ბავშვის საკვები; ხელჯოხი; ინვალიდის ეტლი; duty-free -ში შეძენილი პროდუქცია.

 

ჩასაბარებელი ბარგი :

  • Economy –  1 ც. ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წონა არ აღემატება 10 კგ-ს. ზომა კი 158 სმ (სამივე განზომილებაში).
  • Standard – 1 ც. ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წონა არ აღემატება 20 კგ-ს, ზომა კი 158 სმ (სამივე განზომილებაში).
  • 1 ც. ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წონა არ აღემატება 20 კგ-ს და დამატებით 1 ც. 10 კგ-მდე ჩანთა. ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ (სამივე განზომილებაში).

რეგისტრაცია / Check in

  • ონლაინ რეგისტრაცია

ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე 24 სთ-ით ადრე იხსნება და ფრენამდე 3 საათით ადრე იხურება.

  • რეგისტრაცია აეროპორტში

რეგისტრაციის გავლას აეროპორტში შესაძლებელია მაშინ, თუ: მოგზაურობთ 9-ზე მეტ ადამიანთან ერთად; გჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ესკორტი შშმ პირებისთვის, ან ბავშვის თანხლების ორგანიზება ავიაკომპანიის თანამშრომლის თანხლებით; მოგზაურობთ შინაურ ცხოველთან ერთად.

შეიძინეთ Red Wings -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge