ჰამბურგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შეუდარებელი ხიბლის მქონე ქალაქია. გამეგზავრეთ ქუთაისი ჰამბურგი -ს მიმართულებით და მოინახულეთ ულამაზესი ღირშესანიშნაობები, დაესწარით უნიკალურ ღონისძიებებს ან დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები რესტორნებსა და კაფეებში.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ჰამბურგი –ს მიმართულებით?
ქუთაისის აეროპორტი –დან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ვიზეარი გვთავაზობს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დღეები არ გაწყობთ, შეგიძლიათ ააწყოთ ერთი გადაჯდომით რეისი. თანაც, ტრანზიტული ფრენები ზოგჯერ უფრო იაფია ხოლმე, ვიდრე პირდაპირი.
ერთი გადაჯდომით ფრენების აწყობა შესაძლებელია შემდეგნაირად: ქუთაისიდან wizz air -ით ვენის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავროთ, იქედან კი ავიაკომპანია Eurowings -ით პირდაპირ ჰამბურგის აეროპორტში გაფრინდეთ.
ტრანზიტულ აეროპორტად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარშავას აეროპორტი. ვარშავამდე ავიაკომპანია vizz air -ით ჩაფრინდებით, იქედან დანიშნულების ადგილამდე კი LOT -ით განაგრძობთ ფრენას.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ჰამბურგამდე?
ქუთაისიდან ჰამბურგამდე პირდაპირი ფრენის დრო 4სთ და 30 წთ-ია. ხოლო ერთი გადაჯდომით რეისების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დროსა და ავიაკომპანიებზე.
მაგალითად, თუ ვენის გავლით გაემგზავრებით, ქუთაისიდან ვენამდე ფრენის დრო 2სთ და 10წთ-ია, ვენიდან ჰამბურგამდე კი – 1სთ და 35წთ, რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა.
რჩევის სახით გაითვალისწინეთ, ავიაბილეთების ონლაინ შეძენისას აეროპორტში მოცდის დრო 2-3 საათს მაინც უნდა შეადგენდეს, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება, რაც, თავის მხრიც, შესაძლოა რეისზე დაგვიანების მიზეზი გახდეს.
თუ გეგმავთ kutaisi hamburgi -ს მიმართულებით გამგზავრებას, აი რა უნდა იცოდეთ გერმანიის ამ ულამაზესი ქალაქის შესახებ.
- შპაიჰერშტადტი
Speicherstadt მდებარეობს მდინარე ელბის მახლობლად და არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასაწყობო კომპლექსი, რომელიც გოთგოთიკური არქიტექტურის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. ის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც განთავსებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული აგურის საწყობები და ვიწრო არხები, რომელთაგან ბევრი მუზეუმად, კაფედ და რესტორნადაა გადაკეთებული. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ის ფეხით, ან მოტორიანი ნავით.
- მინიატურული საოცრებათა ქვეყანა
Miniatur Wunderland არის ცნობილი ქალაქების, სარკინიგზო სისტემების, პორტებისა და აეროპორტების მინიატურული მოდელების თავშეყრით ადგილი. ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, დეტალურად არის შედგენილი. მუზეუმში რკინიგზის მოდელის გამოფენა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პაწაწინა ლოკომოტივები, რომლებიც 15400 მეტრის სიგრძის ლიანდაგზე მოძრაობენ. ასევე, აქ ნახავთ ჰამბურგის ასლს, რომელშიც წარმოდგენილია 50000 ადამიანის ფიგურა და ღირსშესანიშნავი ატრაქციონები, როგორიცაა ჰაგენბეკის ზოოპარკი, ჰამბურგის ცენტრალური სადგური და წმინდა მიქაელის ეკლესია.
- წმინდა მიქაელის ეკლესია
ჰამბურგში მოსანახულებელ ადგილებს შორის ყველაზე ცნობილია წმინდა მიხეილის ეკლესია, რომელიც 1750-იან წლებში აშენდა.
ეკლესიას შეუძლია ერთდროულად 2500-მდე ადამიანის დაიტიოს, რაც მას ქალაქის უდიდეს ეკლესიად აქცევს. მე-17 საუკუნის დასაწყისში დაარსებული ეს ნაგებობა გამოირჩევა ელეგანტური ბაროკოს სტილის არქიტექტურით, მარმარილოს ჩუქურთმებით და იესო ქრისტეს ილუსტრაციებით.
ეკლესიის ყველაზე პოპულარული მახასიათებელია სამრეკლო, რომლის სიმაღლე 132 მეტრია. მის ზედა ნაწილში არის სადამკვირვებლო გემბანი, რომელიც მთელ ჰამბურგს გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედს გვთავაზოს ქალაქზე.
- ჰამბურგის მერია
ჰამბურგის მერია ნეორენესანსული შენობაა, სადაც ქალაქის პარლამენტი და სენატია განთავსებული. იგი 1886-1897 წლებში აშენდა და ჯამში 647 ოთახისგან შედგება, რომელთაგან ყველა გაფორმებულია გობელენებით, ფერწერული ტილოებითა და ჭაღებით. შენობის შიგნითშეხვდებით ცნობილი მოქალაქეების ქანდაკებებს და პორტრეტებს, ხოლო ეზოში კი ქალღმერთ ჰიგიეას შადრევანს იხილავთ.
ჰამბურგის მერიის წინ არის ღია მოედანი, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ დატკბეთ ფესტივალებით, სეზონური ბაზრებითა და კონცერტებით.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ჰამბურგი -ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
- ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
- სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
- მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.
ქუთაისიდან ჰამბურგის მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.
ჰამბურგის აეროპორტი და ქალაქში გადაადგილება
ჰამბურგის აეროპორტი (კოდი HAM, ოფიციალური სახელწოდებით Hamburg Airport Helmut Schmidt) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 8-9 კილომეტრითაა დაშორებული და გერმანიის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი აეროპორტია. მას ორი ტერმინალი აქვს — Terminal 1 და Terminal 2, რომლებიც ერთმანეთს ცენტრალური შენობით, Airport Plaza-თი, უკავშირდება. სწორედ აქ არის თავმოყრილი მაღაზიები, კაფეები და სარკინიგზო სადგურზე ჩასასვლელი.
ქალაქის ცენტრამდე ყველაზე სწრაფი და იაფი გზა S-Bahn-ის S1 ხაზია: მატარებელი უშუალოდ ტერმინალების ქვეშ მდებარე სადგურიდან გადის და ცენტრალურ სადგურამდე (Hamburg Hauptbahnhof) დაახლოებით 25 წუთში ჩადის. დღის განმავლობაში რეისები დაახლოებით ყოველ 10 წუთში სრულდება. ბილეთი HVV-ის (ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანების) ავტომატებში ან მობილურ აპლიკაციაში იყიდება და იმავე ბილეთით მეტროთი და ავტობუსითაც ისარგებლებთ. ტაქსით ცენტრამდე მისვლას, საგზაო მოძრაობის მიხედვით, დაახლოებით 20-30 წუთი სჭირდება.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ გერმანიაში გასამგზავრებლად?
საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონაში, მათ შორის გერმანიაში, ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ — ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში ჯამში 90 დღემდე ვადით. გამგზავრებამდე გაითვალისწინეთ:
- პასპორტი ბიომეტრიული უნდა იყოს და მისი მოქმედების ვადა შენგენის ზონიდან გამომგზავრების შემდეგ კიდევ სულ მცირე 3 თვეს უნდა ფარავდეს.
- 2026 წლის 10 აპრილიდან ევროკავშირის საზღვრებზე სრულად ამოქმედდა ახალი სასაზღვრო სისტემა EES (Entry/Exit System). პასპორტში ბეჭდის დასმის ნაცვლად პირველი შესვლისას თითის ანაბეჭდსა და სახის ფოტოს აღრიცხავენ, ამიტომ სასაზღვრო კონტროლს ჩვეულებრივზე მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.
- ETIAS-ის ნებართვა ჯერჯერობით ამოქმედებული არ არის — მისი გაშვება არაერთხელ გადაიდო. გამგზავრებამდე წესები ოფიციალურ წყაროებზე გადაამოწმეთ.
- სასურველია თან იქონიოთ დაბრუნების ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი ან მიმწვევი პირის მონაცემები, აგრეთვე სამოგზაურო დაზღვევა.
როდის ჯობია ქუთაისი ჰამბურგი -ს მიმართულებით გამგზავრება?
ჰამბურგს ზღვისპირა, რბილი კლიმატი აქვს: ზაფხული აქ ძალიან ცხელი არ არის, ზამთარი კი — მკაცრი. წვიმა წლის ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, ამიტომ ქოლგა ან წყალგაუმტარი ქურთუკი ყოველთვის გამოგადგებათ.
- მაისი-სექტემბერი — ყველაზე სასიამოვნო ამინდი, გრძელი დღეები, ღია ცის ქვეშ გამართული ფესტივალები და პორტის ღონისძიებები. სწორედ ამ პერიოდში არის ავიაბილეთები ყველაზე ძვირი.
- ნოემბერი-დეკემბერი — საშობაო ბაზრობების სეზონი, როდესაც ქალაქის ცენტრი განსაკუთრებით ლამაზდება.
- იანვარი-მარტი — ყველაზე დაბალი ფასები ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე, თუმცა ამინდი ცივი და ქარიანია.
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა პირდაპირი რეისი ქუთაისიდან ჰამბურგში?
დიახ, პირდაპირ ფრენას ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს, კვირაში ორჯერ. სეზონის მიხედვით განრიგი შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ ზუსტი დღეები ჯავშნის გაკეთებამდე გადაამოწმეთ.
რომელ აეროპორტში ჩავფრინდები?
ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტში (HAM), რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
რა ვალუტა გამომადგება ჰამბურგში?
გერმანიის ოფიციალური ვალუტა ევროა (EUR). ქალაქში ბარათით გადახდა ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა მცირე კაფეებსა და ბაზრობებზე ნაღდი ფულიც გამოგადგებათ.
რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?
ხელბარგისა და ჩასაბარებელი ბარგის ნორმა ავიაკომპანიისა და შეძენილი ტარიფის მიხედვით განსხვავდება. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებში ბარგი ხშირად ცალკე ფასიანი სერვისია, ამიტომ ბილეთის შეძენამდე აუცილებლად გაეცანით არჩეული ტარიფის პირობებს.
შემიძლია თუ არა ჰამბურგიდან გერმანიის სხვა ქალაქებში გადაადგილება?
დიახ. ჰამბურგის ცენტრალური სადგური ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კვანძია, საიდანაც პირდაპირი მატარებლები დადიან ბერლინის, ჰანოვერის, ბრემენის, კიოლნისა და მიუნხენის მიმართულებით.







