Eurowings ავიაკომპანია ეუროვინგსი

Eurowings Airlines
Eurowings ავიაკომპანია ეუროვინგსი

გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings – ი 1990 წლის 1 თებერვალს დაარსდა, პირველი ფრენა კი 1994 წლის 1 იანვარს შეასრულა. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია “Lufthansa Group” -ის შვილობილი კომპანიაა.

Eurowings

მიმართულებები

ეუროვინგსი 130 მიმართულებით ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს. მისი მიმართულებების უმრავლესობა ევროპას მოიცავს. რეისებს ახორციელებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისლანდია, უნგრეთი, ირლანდია, საბერძნეთი და ა.შ.

ევროპის გარეთ, ავიაკომპანია სეზონურ ფრენებს ასრულებს შემდეგ მიმართულებებზე: ეგვიპტე, მოროკო, ტუნისი.

Eurowings – ის მიმართულებების სიას 2021 წელს საქართველოც შეემატა, კერძოდ კი თბილისის აეროპორტი. ავიაკომპანიამ 4 ივლისს პირველი ფრენა შეასრულსა დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე. 2022 წლის 19 ივლისიდან კი ავიაკომპანია შტუტგარდსა და თბილისს შორის დაიწყებს ოპერირებას.

Eurowings პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი9 სექტემბერი 202415 სექტემბერი 2024EurowingsTickets from 962
დუსელდორფი15 სექტემბერი 202417 სექტემბერი 2024EurowingsTickets from 1 315
შტუტგარტი29 ივლისი 20246 აგვისტო 2024EurowingsTickets from 1 132

 

Eurowings fleet

ფლოტი Eurowings

ეუროვინგსის ფლოტში 107 საჰაერო ხომალდია. მის შემადგენლობაში შედის Airbus A330, A321, A320, A319, Boeing 737 და Bombardier Dash 8-Q400 ტიპის საჰაერო ხომალდები.

ბარგი

Eurowings -ი ავიაბილეთების სამ ტიპს გვთავაზობს: Base, Smart და BIZclass. Base – ის ტიპის ავიაბილეთში შედის 8კგ. ხელბარგი. Smart – ში 8კგ. ხელბარგი და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ხოლო BIZclass – ში 2X8კგ. ხელბარგი და 2X23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.

რეგისტრაცია Eurowings

ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაცია ონლაინ 24 საათით ადრე უნდა გაიაროთ, როცა Base ტიპის ავიაბილეთი გაქვთ შეძენილი. თუ Smart ან BIZclass ავიაბილეთები გაქვთ, მაშინ აეროპორტში რეგისტრაცია უფასოა.

შეიძინეთ Eurowings -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge