ქუთაისი ჰამბურგი ავიაბილეთები kutaisi hamburgi

kutaisi hamburgi

ჰამბურგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შეუდარებელი ხიბლის მქონე ქალაქია. გამეგზავრეთ ქუთაისი ჰამბურგი -ს მიმართულებით და მოინახულეთ ულამაზესი ღირშესანიშნაობები, დაესწარით უნიკალურ ღონისძიებებს ან დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები რესტორნებსა და კაფეებში.

ქუთაისი ჰამბურგი

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ჰამბურგი – მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ვიზეარი გვთავაზობს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დღეები არ გაწყობთ, შეგიძლიათ ააწყოთ ერთი გადაჯდომით რეისი. თანაც, ტრანზიტული ფრენები ზოგჯერ უფრო იაფია ხოლმე, ვიდრე პირდაპირი.

ერთი გადაჯდომით ფრენების აწყობა შესაძლებელია შემდეგნაირად: ქუთაისიდან wizz air -ით ვენის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავროთ, იქედან კი ავიაკომპანია Eurowings -ით პირდაპირ ჰამბურგის აეროპორტში გაფრინდეთ.

ტრანზიტულ აეროპორტად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარშავას აეროპორტი. ვარშავამდე ავიაკომპანია vizz air -ით ჩაფრინდებით, იქედან დანიშნულების ადგილამდე კი LOT -ით განაგრძობთ ფრენას.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ჰამბურგამდე?

ქუთაისიდან ჰამბურგამდე პირდაპირი ფრენის დრო 4სთ და 30 წთ-ია. ხოლო ერთი გადაჯდომით რეისების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დროსა და ავიაკომპანიებზე.

მაგალითად, თუ ვენის გავლით გაემგზავრებით, ქუთაისიდან ვენამდე ფრენის დრო 2სთ და 10წთ-ია, ვენიდან ჰამბურგამდე კი – 1სთ და 35წთ, რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, ავიაბილეთების ონლაინ შეძენისას აეროპორტში მოცდის დრო 2-3 საათს მაინც უნდა შეადგენდეს, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება, რაც, თავის მხრიც, შესაძლოა რეისზე დაგვიანების მიზეზი გახდეს.

 

თუ გეგმავთ kutaisi hamburgi -ს მიმართულებით გამგზავრებას, აი რა უნდა იცოდეთ გერმანიის ამ ულამაზესი ქალაქის შესახებ.

  • შპაიჰერშტადტი

Speicherstadt მდებარეობს მდინარე ელბის მახლობლად და არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასაწყობო კომპლექსი, რომელიც გოთგოთიკური არქიტექტურის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. ის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც განთავსებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული აგურის საწყობები და ვიწრო არხები, რომელთაგან ბევრი მუზეუმად, კაფედ და რესტორნადაა გადაკეთებული. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ის ფეხით, ან მოტორიანი ნავით.

  • მინიატურული საოცრებათა ქვეყანა

Miniatur Wunderland არის ცნობილი ქალაქების, სარკინიგზო სისტემების, პორტებისა და აეროპორტების მინიატურული მოდელების თავშეყრით ადგილი. ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, დეტალურად არის შედგენილი. მუზეუმში რკინიგზის მოდელის გამოფენა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პაწაწინა ლოკომოტივები, რომლებიც 15400 მეტრის სიგრძის ლიანდაგზე მოძრაობენ. ასევე, აქ ნახავთ ჰამბურგის ასლს, რომელშიც წარმოდგენილია 50000 ადამიანის ფიგურა და ღირსშესანიშნავი ატრაქციონები, როგორიცაა ჰაგენბეკის ზოოპარკი, ჰამბურგის ცენტრალური სადგური და წმინდა მიქაელის ეკლესია.

  • წმინდა მიქაელის ეკლესია

ჰამბურგში მოსანახულებელ ადგილებს შორის ყველაზე ცნობილია წმინდა მიხეილის ეკლესია, რომელიც 1750-იან წლებში აშენდა.

ეკლესიას შეუძლია ერთდროულად 2500-მდე ადამიანის დაიტიოს, რაც მას ქალაქის უდიდეს ეკლესიად აქცევს. მე-17 საუკუნის დასაწყისში დაარსებული ეს ნაგებობა გამოირჩევა ელეგანტური ბაროკოს სტილის არქიტექტურით, მარმარილოს ჩუქურთმებით და იესო ქრისტეს ილუსტრაციებით.

ეკლესიის ყველაზე პოპულარული მახასიათებელია სამრეკლო, რომლის სიმაღლე 132 მეტრია. მის ზედა ნაწილში არის სადამკვირვებლო გემბანი, რომელიც მთელ ჰამბურგს გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედს გვთავაზოს ქალაქზე.

  • ჰამბურგის მერია

ჰამბურგის მერია ნეორენესანსული შენობაა, სადაც ქალაქის პარლამენტი და სენატია განთავსებული. იგი 1886-1897 წლებში აშენდა და ჯამში 647 ოთახისგან შედგება, რომელთაგან ყველა გაფორმებულია გობელენებით, ფერწერული ტილოებითა და ჭაღებით. შენობის შიგნითშეხვდებით ცნობილი მოქალაქეების ქანდაკებებს და პორტრეტებს, ხოლო ეზოში კი ქალღმერთ ჰიგიეას შადრევანს იხილავთ.

ჰამბურგის მერიის წინ არის ღია მოედანი, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ დატკბეთ ფესტივალებით, სეზონური ბაზრებითა და კონცერტებით.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ჰამბურგი -ს მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ქუთაისიდან ჰამბურგის მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები ს შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge