ასტანა, თავისი ფუტურისტული, უნაკლო და უნიკალური არქიტექტურული საოცრებებით, ნელ-ნელა წარმოაჩენს თავს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ტურისტული მიმართულება. ქალაქი ცნობილია თავისი სიურეალისტური და მომხიბლავი სივრცეებით, რომელიც წარმოიქმნება სამეცნიერო ფანტასტიკური არქიტექტურისა და ყაზახური ნიჭის ნაზავით.
ასტანაში უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რაც ნამდვილად გახდის თქვენს მოგზაურობას ღირებულსა და საინტერესოს. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი ასტანა -ს მიმართულებით და აღმოაჩინეთ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ასტანა –ს მიმართულებით?
ქუთაისის აეროპორტი –დან პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Flyarystan -ი გვთავაზობს. რაც შეეხება ტრანიტულ რეისებს, ავიაკომპანია ვიზეარი ახორციელებს, თუმცა გადაჯდომის ხანგრძლივობა დააახლოებით 8 საათია, რაც საკმაოდ ზრდის დანიშნულების ადგილზე მოხვედრის დროს.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ასტანამდე?
ქუთაისიდან ყაზახეთის დედაქალაქამდე პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 3სთ და 30წთ-ია.
რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ არაპირდაპირი ფრენის შემთხვევაში, აეროპორტში დაახლოებით 2-3 საათით ადრე გამოცხადდეთ, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება ან რეისზე დაგვიანება და მშვიდად გაიაროთ ყველა პროცედურა.
თუ kutaisi astana -ს მიმართულებით გეგმავთ გამგზავრებას, გაიგეთ რისი მონახულება შეგიძლიათ ყაზახეთის დედაქალაქში.
- ბაიტერეკის კოშკი
ასტანას ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნაგებობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, არის Baiterek Tower-ი, დამოუკიდებლობის ფუტურისტული კოშკი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და გარშემორტყმული ლამაზი პარკებითა და შადრევნებით.
კოშკი წარმოადგენს ყაზახურ მითოლოგიურ სიცოცხლის ხეს და იგი სიმბოლოა ყაზახი ხალხის მისწრაფებებისა და მომავლისა. ბაიტერეკის სიმაღლე დაახლოებით 105 მეტრია, ხოლო კოშკის თავიდან შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის წარმოუდგენელი პანორამული ხედებით. კოშკის შიგნით ასევე ნახავთ რესტორანს და პატარა საგამოფენო სივრცეს.
- გაისერინეთ ნურჟოლის ბულვარში
მას შემდეგ რაც დაასრულებთ Baiterek Tower-ის მონახულებას, შეგიძლიათ გარკვეული დრო ნურჟოლ ბულვარზე გაატაროთ და გაისეირნოთ. აქ ნახავთ ულამაზეს ფართო ადგილს ფერადი ყვავილებით და განსაცვიფრებელი შადრევნებით. პარკი ღამით ძალიან ცოცხალია და უამრავი ადამიანი მოძრაობს. ღამით აქ ყველა შენობა და შადრევანი ასევე ლამაზად არის განათებული, რაც ჯადოსნურ სანახაობას ქმნის.
- ეწვიეთ ხან შატირს
პრეზიდენტის სასახლის მოპირდაპირე ბულვარის მეორე ბოლოში ნახავთ ხან შატირს, კარვის ფორმის ყველაზე დიდ ნაგებობას მსოფლიოში და გამოიცანით რა არის შიგნით? უზარმაზარი სავაჭრო კომპლექსი! ამ ნაგებობის დიზაინი გამჭვირვალე კარავს წააგავს. გამჭვირვალე მასალა, რომლითაც ეს ნაგებობაა აგებული, ბუნებრივ შუქს საშუალებას აძლევს შევიდეს ინტერიერში და გაანათოს შიდა სივრცე.
ხან შატირი ასევე მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს სახელწოდებით “პლაჟი”, რომელიც აღჭურვილია ქვიშიანი დიდი ხელოვნური პლაჟით, პალმებით და ტემპერატურის კონტროლირებადი გარემოთი. ეს სანაპირო ზონა საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ, იბანაოთ და ისიამოვნოთ წყლის აქტივობებით ტროპიკულ გარემოში, გარე ამინდის პირობების მიუხედავად.
- მოინახულეთ ნურ ასტანას მეჩეთი
ხან შატირიდან არც თუ ისე შორს, ასევე ნახავთ ნურ ასტანას მეჩეთს, მოოქროვილი გუმბათებით, უნიკალური თანამედროვე არქიტექტურული სტილით და შთამბეჭდავი და ფერადი ინტერიერით.
მეჩეთი აერთიანებს ტრადიციული ისლამური არქიტექტურის ელემენტებს თანამედროვე მახასიათებლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ტრადიციებისა და პროგრესის კონტრასტულ იდენტურობას.
რა თქმა უნდა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი ნახვაც შეგიძლიათ ამ საოცარი დანიშნულების ადგილზე. აუცილებლად ეწვიეთ ასტანას და აღფრთოვანდით იმ შესანიშნავი ღირსშესანიშნაობებით, რაცას ქალაქი გთავაზობთ.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ასტანა -ს მიმართულებით?

- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
- ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
- სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
- მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.
ქუთაისიდან ასტანას მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.
პრაქტიკული ინფორმაცია მიმართულებაზე ქუთაისი – ასტანა
- აეროპორტების კოდები: ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი — KUT, ასტანის საერთაშორისო აეროპორტი — NQZ.
- საჰაერო მანძილი: ქუთაისსა და ასტანას შორის დაახლოებით 2 400 კილომეტრია.
- დროის სხვაობა: 2024 წლის 1 მარტიდან ყაზახეთი მთლიანად ერთ სასაათო სარტყელში (UTC+5) გადავიდა, ამიტომ ასტანაში საქართველოსთან შედარებით ერთი საათით მეტია.
- ვალუტა: ყაზახური ტენგე (KZT). ქალაქში ბარათით გადახდა ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მცირე ხარჯებისთვის ნაღდი ფულიც გამოგადგებათ.
- ენა: ყაზახური და რუსული; ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებში ინგლისურიც გამოგადგებათ.
რა უნდა იცოდეთ დაბალბიუჯეტიან რეისზე
ქუთაისიდან ასტანაში პირდაპირ ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ასრულებს, რაც ნიშნავს, რომ ბილეთის საბაზისო ფასში, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგია ჩათვლილი. ჩასაბარებელი ბარგი, სავარძლის არჩევა და ბორტზე კვება ცალკე დასამატებელი სერვისებია, ამიტომ ფასების შედარებისას ყოველთვის გაითვალისწინეთ ბარგის ღირებულებაც — ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს, რომელი ვარიანტია რეალურად უფრო იაფი.
რეისზე ონლაინ რეგისტრაცია დროულად გაიარეთ და საბორტო ბარათი ან დაიბეჭდეთ, ან ტელეფონში შეინახეთ.
ასტანის ამინდი და გამგზავრების საუკეთესო პერიოდი
ასტანა მკვეთრად კონტინენტური კლიმატის ზონაშია: ზამთარი ხანგრძლივი და ძალიან ცივია, ზაფხული კი თბილი და მზიანი. თუ ქალაქში ხანგრძლივი გასეირნება და ღია ცის ქვეშ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გსურთ, გამგზავრება სჯობს მაისიდან სექტემბრის ჩათვლით დაგეგმოთ. ზამთრის თვეებში ავიაბილეთები ხშირად უფრო იაფია, თუმცა თბილი ტანსაცმლის წაღება აუცილებელია.
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე
ასტანის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 15-17 კილომეტრშია და მასთან საქალაქო ავტობუსით, ტაქსით ან ონლაინ გამოძახებული მანქანით მარტივად მიხვალთ. აეროპორტიდან ცენტრამდე გზა, ჩვეულებრივ, 25-35 წუთს მოითხოვს.
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან ასტანაში?
დიახ, მიმართულებაზე ხორციელდება პირდაპირი რეისები. რეისების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება — საზაფხულო განრიგში ფრენები ჩვეულებრივ უფრო ხშირია, ვიდრე ზამთარში, ამიტომ კონკრეტული თარიღები საძიებო სისტემაში გადაამოწმეთ.
რამდენ ხანს გრძელდება ფრენა?
პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთს გრძელდება. ტრანზიტული რეისის შემთხვევაში მგზავრობის საერთო ხანგრძლივობა გადაჯდომის დროზეა დამოკიდებული და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ყაზახეთში?
საქართველოს მოქალაქეებისთვის ყაზახეთში შესვლა უვიზო რეჟიმითაა შესაძლებელი, თუმცა ყოფნის დასაშვები ვადა და რეგისტრაციის წესები პერიოდულად იცვლება. გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მოქმედი პირობები ოფიციალურ წყაროებზე.
როდის ჯობია ავიაბილეთის შეძენა?
ყველაზე ხელსაყრელ ფასებს, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრე მოძებნით. სადღესასწაულო და საზაფხულო პერიოდში ბილეთები უფრო ადრე იყიდება, ამიტომ დაგეგმვაც ადრევე დაიწყეთ.
რა დოკუმენტია საჭირო გასამგზავრებლად?
საჭიროა მოქმედი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი. სასურველია, რომ მისი მოქმედების ვადა მოგზაურობის დასრულებიდან კიდევ მინიმუმ ექვსი თვე იყოს.







