FlyArystan ავიაკომპანია ფლაიარისტანი

FlyArystan

FlyArystan – ი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკომპანიაა, რომელიც ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანიის, Air Astana -ს შვილობილი კომპანიაა.

ფლაიარისტანი 2018 წლის 2 ნოემბერს დაარსდა, პირველი ფრენა კი 2019 წლის 29 მარტს შეასრულა. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ალმაატის საერათაშორისო აეროპორტშია.

FlyArystan georgia

მიმართულებები FlyArystan

ავიაკომპანია დღეისათვის 21 მიმართულებით ასრულებს როგორ შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს. საერთაშორისო ფრენები სრულდება შემდეგ მიმართულებებზე: სტამბოლი, დუბაი, შარჯა, ტაშკენტი, ბიშკეკი, ქუთაისი, ერევანი, ბაქო, მოსკოვი, ნოვორიბირსკი, ომსკი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია 2021 წლის მაისში შემოვიდა. ფრენები სრულდება ქუთაისსა და ყაზახეთის შემდეგ ქალაქებს შორის: ნურ-სულთანი, შიმკენტი, აქტაუ და ატირაუ.

ფლოტი

ავიაკომპანიის ფლოტი 10 საჰაერო ხომალდისგან შედგება. მისი ყველა თვითმფრინავი Airbus A320 ტიპისაა.

ქუთაისი ასტანა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 აგვისტო 202422 აგვისტო 2024Air Astanaავიაბილეთები 1 070 -დან
17 სექტემბერი 202423 სექტემბერი 2024Air Astanaავიაბილეთები 869 -დან

FlyArystan

ბარგი

FlyArystan – ის ავიაბილეთები 4 ტიპად იყოფა: Standart, Standart Plus, Comfort და Comfort Plus. Standart – ში შედის 5 კგ. ხელბარგი, Standart Plus – ში 10კგ. ხელბარგი. Comfort – ში 5 კგ. ხელბარგი და 20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი, ხოლო Comfort Plus – ში 10 კგ. ხელბარგი და 20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.

რეგისტრაცია FlyArystan

რეგისტრაციის გავლა ფლაიარისტანის ფრენაზე აეროპორტში უფასოა და შეგიძლიათ ადგილზევე გაიაროთ. თუმცა, წინასწარ ონლაინ გაკეთებაც შესაძლებელია.

შეიძინეთ FlyAristan -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge