Georgian Wings ავიაკომპანია ჯეორჯიან ვინგსი

ავიაკომპანია Georgian Wings

ჯეორჯიან ვინგსიქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი GeoSky -ის სამგზავრო მიმართულებაა. ავიაკომპანიის ბაზას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს. ოპერირება 2023 წლის 31 ივლისს დაიწყო და ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს.

მიმართულებები:

ავიაკომპანიამ პირველი ფრენა თბილისიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით შეასრულა, მოგვიანებით კი რეგულარული რეისები პრაღის , ბაქოს და კიშინეუს საჰაერო ხაზზეც დანიშნა.

ჯეორჯიან ვინგსი რეისებს თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 სიხშირით -ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ასრულებს. თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათს და შაბათს. ხოლო თბილისი კიშინეუ კიშინეუ თბილისი -ს ფრენებს კი ორჯერ – ორშაბათს და პარასკევს.

აღსანიშნავია, რომ ჯეორჯიან ვინგსი აქტიურად მუშაობს ფლოტის გაზრდაზე და ახალი მიმართულებების დამატებაზე.

,,ჯეოსქაი“-ს მოპოვებული აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.

2023 წლის მაისში, geosky -მ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს და წარმატებით გაიარა საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA).

აღსანიშნავია, რომ IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა, ოპერატორს IATA-ს წევრობისაკენ უხსნის გზას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე ქვეყნის ავიაციის სექტორისათვის.

Georgian Wings ფლოტი

Georgian Wingsავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვალში, რიგით მეორე სამგზავრო დანიშნულების Boeing 737 -ის ტიპის საჰაერო ხომალდი შეჰმატა თავის ფლოტს. შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ორი 148 ადამიანზე გათვლილი B737 – 300 -ით ახორციელებს, რომელიც გამოირჩევა მაღალი სერვისითა და სტანდარტებით.

Georgian Wings ბარგის პოლიტიკა

ავიაკომპანიის ფრენებზე, ბარშის შემწეობა, დამოკიდებულია მგზავრის მიერ არჩეულ ტარიფზე.

  • Promo Economy – 7 კგ. ხელბარგი (55 x 40 x 25 სმ) ჩასაბარებელი ბარგი არ შედის.
  • Lite Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) ჩასაბარებელი ბარგი 6 კგ.
  • Standard Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) ჩასაბარებელი ბარგი 12 კგ.
  • Plus Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) ჩასაბარებელი ბარგი 23 კგ.

რეგისტრაცია / Check in

ჯეორჯიან ვინგსი მგზავრებს ამ დროისთვის მხოლოდ აეროპორტში რეგისტრაციას სთავაზობს. რეგისტრაცია იწყება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 45 წუთით ადრე. აღნიშნული პროცედურა უფასოა.

შეიძინეთ Georgian Wings -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge