FlyOne არის კერძო საკუთრებაში არსებული მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კიშინიოვში, მოლდოვის დედაქალაქში. ავიაკომპანიამ საჰაერო ოპერირების სერთიფიკატი 2016 წლის მარტის ბოლოდან დაიწყო და მოკლე დროში მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ლიდერი ავიაკომპანია საავიაციო ინდუსტრიაში მოლდოვას მასშტაბით.
მიმართულებები:
ფლაივანი რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე ასრულებს. პირველი რეისი 2016 წლის ივნისში, ანტალიის, ჰერაკლიონისა და როდოსის მიმართულებებით განახორციელა.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით კი Fly One ემსახურება 1 შიდა და 27 საერთაშორისო მიმართულებას, სულ 17 ქვეყანაში. ესენია: საქართველო, ბელგია, კვიპროსი, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, მოლდოვა, პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ისრაელი, თურქეთი და სხვ.
საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს და ფრენებს თბილისი კიშინოვი კიშინოვი თბილისი –ს საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს გვთავაზობს.
თბილისი კიშინოვი ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 ნოემბერი 2024 | 25 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 589 -დან | |
3 დეკემბერი 2024 | 10 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 594 -დან | |
15 იანვარი 2025 | 22 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 563 -დან | |
15 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 558 -დან |
გასულ წელს, FLYONE-მა განაახლა თავისი IOSA სერთიფიკატი, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი ოპერაციულ მენეჯმენტში. ასევე 2022 წელს კომპანია გახდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი.
FLYONE რამდენჯერმე მოხვდა TOP 10 “ყველაზე პუნქტუალურ კომპანიაში” EMEA (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) კატეგორიის მიხედვით, 2018, 2019 და 2020 წლებში.
FlyOne ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 5 ერთეული Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებისგან, კერძოდ 4 – Airbus A320 და 1 – Airbus A319.
FlyOne ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი: ყველა მგზავრს უფლება აქვს ერთი ცალი უფასო ხელბარგის ტარების, ზომებით 40x30x20 სმ.
მგზავრებს, რომლებიც შეიძენენ FLYONE PRIORITY სერვისს, შეეძლებათ იქონიონ მეორე ჩანთა, რომელიც არ აღემატება 10 კგ-ს და 50x40x25 სმ-ს.
ჩასაბარებელი ბარგი: რაც შეეხება ჩასაბარებელ ბარგს, ის შეგიძლიათ შეიძინოთ 15, 20 და 30 კგ-ს წონის.
რეგისტრაცია / Check in
ფლაივანი მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიარონ ფასიანი ონლაინ რეგისტრაცია 30 დღით ადრე, ან უფასო ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 24 სთ-ით ადრე და იხურება რეისის გამგზავრებამდე 4 სთ-ით ადრე.