არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Flydubai 2008 წლის 19 მარტს დაარსდა, ოპერირება კი 2009 წლის 1 ივნისს დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.
მიმართულებები
Flydubai 95 მიმართულებით ასრულებს ფრენებს შუა აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიის და ევროპის მიმართულებით დუბაიდან. ავიაკომპანია ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ეთიოპია, ტანზანია, უგანდა და სხვ.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ფლაიდუბაი უკვე წლებია ოპერირებს. კერძოდ, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს თბილისი დუბაი დუბაი თბილისი –ს და ბათუმი დუბაი დუბაი ბათუმი -ს მიმართულებით.
Flydubai პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
დუბაი | 10 იანვარი 2025 | 17 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 116 -დან |
ფლოტი Flydubai
ავიაკომპანიის ფლოტი 61 საჰაერო ხომალდისგან შედგება. მის შემადგენლობაშია მხოლოდ Boeing -ის ტიპის საჰაერო ხომალდები. კერძოდ, Boeing 737-800 – 33 ხომალდი, Boeing 737 MAX 8 – 25 ხომალდი, Boeing 737 MAX 9 – 3 ხომალდი.
ბარგი
Flydubai -ს ავიაბილეთები 3 კლასად იყოფა: Lite, Value, Flex, Business. Lite კლასში შედის 7კგ. ხელბარგი; Value -ში 7 კგ. ხელბარგი და 20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. Flex კლასში 7 კგ. ხელბარგი და 30 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ბიზნეს კლასში კი 14 კგ. ხელბარგი და 30 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
რეგისტრაცია Flydubai
ავიაკომპანია ფლაიდუბაის რეგისტრაცია აეროპორტში უფასოა, ამიტომ წინასწარ ონლაინ რეგისტრაციას არ საჭიროებს.