Flydubai ავიაკომპანია ფლაიდუბაი

Flydubai

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Flydubai 2008 წლის 19 მარტს დაარსდა, ოპერირება კი 2009 წლის 1 ივნისს დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.

Flydubai airline

მიმართულებები

Flydubai 95 მიმართულებით ასრულებს ფრენებს შუა აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიის და ევროპის მიმართულებით დუბაიდან. ავიაკომპანია ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ეთიოპია, ტანზანია, უგანდა და სხვ.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ფლაიდუბაი უკვე წლებია ოპერირებს. კერძოდ, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს თბილისი დუბაი დუბაი თბილისი –ს და ბათუმი დუბაი დუბაი ბათუმი -ს მიმართულებით.

Flydubai პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
დუბაი1 აგვისტო 20248 აგვისტო 2024Flydubaiავიაბილეთები 1 084 -დან

Flydubai პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
დუბაი8 აგვისტო 202415 აგვისტო 2024Flydubaiავიაბილეთები 1 556 -დან

 

Flydubai

ფლოტი Flydubai

ავიაკომპანიის ფლოტი 61 საჰაერო ხომალდისგან შედგება. მის შემადგენლობაშია მხოლოდ Boeing -ის ტიპის საჰაერო ხომალდები. კერძოდ, Boeing 737-800 – 33 ხომალდი, Boeing 737 MAX 8 – 25 ხომალდი, Boeing 737 MAX 9 – 3 ხომალდი.

ბარგი

Flydubai -ს ავიაბილეთები 3 კლასად იყოფა: Lite, Value, Flex, Business. Lite კლასში შედის 7კგ. ხელბარგი; Value -ში 7 კგ. ხელბარგი და 20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. Flex კლასში 7 კგ. ხელბარგი და 30 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ბიზნეს კლასში კი 14 კგ. ხელბარგი და 30 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.

რეგისტრაცია Flydubai

ავიაკომპანია ფლაიდუბაის რეგისტრაცია აეროპორტში უფასოა, ამიტომ წინასწარ ონლაინ რეგისტრაციას არ საჭიროებს.

შეიძინეთ Flydubai -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge