Buta Airways აზერბაიჯანის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანიაა, რომელიც Azerbaijan Airlines (AZAL) -ის შვილობილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას წარმოადგენს. მისი სათაო ოფისი ბაქოშია, ხოლო მთავარი ბაზა კი ჰეიდარ ალიევის საერთაშოირო აეროპორტშია განლაგებული.
Azal -მა დაბალბიუჯეტიანი შვილობილი ავიაკომპანია 2016 წელის 28 მარტს ჩამოაყალიბა. თავდაპირველად მას AZALJET დაარქვეს, თუმცა მოგვიანებით შეუცვალეს სახელი ( Buta Airways ) და მიანიჭეს საკუთარი ლოგოც, რომელიც მითოლოგიური წმინდა ფრინველის – სიმურგის სიმბოლიკას აერთიანებს.
ავიაკომპანიამ ოპერირება ახალი სახელით 2017 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ კი, სანდო და კომფორთულ ავიამიმოსვლას, ბევრი მოთხოვნადი მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.
მიმართულებები:
ავიაკომპანია ბუტა ეარვეისი ბაქო -დან პირდაპირ ავიამიმოსვლას ახორციელებს ისეთ მარშრუტებზე, როგორიცაა: თბილისი, რომი, პრაღა, ვენა, ლონდონი, ბარსელონა, ბუდაპეშტი, ვარშავა, ფრანკფურტი, ბერლინი, სტამბოლი, ანკარა, დუბაი, აბუ-დაბი, მუმბაი, ნიუ დელი და სხვ.
ავიაკომპანია საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას, ბაქოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს.
თბილისი ბაქო ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 დეკემბერი 2024 | 25 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 457 -დან | |
23 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 204 -დან | |
10 თებერვალი 2025 | 23 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 206 -დან | |
12 მარტი 2025 | 15 მარტი 2025 | ავიაბილეთები 213 -დან |
Buta Airways ფლოტი:
ავიაკომპანიის ფლოტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს Boeing 737-800 -ის, Boeing 737 MAX -ის, Boeing 747-8 -ის და Boeing 777-200 -ის ტიპის კომფორტულ საჰაერო ხომალდებს.
Buta Airways -ის მომსახურების კლასები
ავიაკომპანიას გააჩნია სხვადასხვა კლასის მომსახურება, რაც უზრუნველყოფს კომფორტს და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ყველა მგზავრისთვის.
- Economy Class გამოირჩევა კომფორტული სავარძლებითა და უფასო საკვებით/სასმელით.
- Business Class ფართო სავარძლებით მეტი კომფორტისთვის და პირადი მომსახურებით.
- First Class კი მეტი კომფორტით, VIP სალონით და პრემიუმ მომსახურებით.
Buta Airways ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
- ეკონომ კლასის მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე აიტანონ 1 ცალი 7 კგ-მდე ხელბარგი.
- ბიზნეს კლასის მგზავრებს კი 2 ცალი ხელბარგი, თითოეულის წონა მაქსიმუმ 7 კგ.
ჩასაბარებელი ბარგი:
- ეკონომ კლასი – 1 ცალი 23 კგ-მდე ჩემოდანი.
- ბიზნეს კლასი – 2 ცალი 23 კგ-მდე ჩემოდანი (თითოეული).
რეგისტრაცია / Check in
რეგისტრაცია სავალდებულოა Buta Airways -ის ყველა მგზავრისთვის. რეგისტრაციი გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აეროპორტში.
ონლაინ რეგისტრაცია – საერთაშორისო ფრენებისთვის რეგისტრაცია იწყება ფრენამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში – რეკომენდირებულია აეროპორტში 3სთ-ით ადრე მისვლა, რათა საკმარისი დრო გქონდეთ შემოწმებისა და უსაფრთხოების პროცედურების გასავლელად.