გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings – ი 1990 წლის 1 თებერვალს დაარსდა, პირველი ფრენა კი 1994 წლის 1 იანვარს შეასრულა. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია “Lufthansa Group” -ის შვილობილი კომპანიაა.
მიმართულებები
ეუროვინგსი 130 მიმართულებით ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს. მისი მიმართულებების უმრავლესობა ევროპას მოიცავს. რეისებს ახორციელებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისლანდია, უნგრეთი, ირლანდია, საბერძნეთი და ა.შ.
ევროპის გარეთ, ავიაკომპანია სეზონურ ფრენებს ასრულებს შემდეგ მიმართულებებზე: ეგვიპტე, მოროკო, ტუნისი.
Eurowings – ის მიმართულებების სიას 2021 წელს საქართველოც შეემატა, კერძოდ კი თბილისის აეროპორტი. ავიაკომპანიამ 4 ივლისს პირველი ფრენა შეასრულსა დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე. 2022 წლის 19 ივლისიდან კი ავიაკომპანია შტუტგარდსა და თბილისს შორის დაიწყებს ოპერირებას.
Eurowings პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ბერლინი | 23 დეკემბერი 2024 | 30 დეკემბერი 2024 | Tickets from 596 |
ფლოტი Eurowings
ეუროვინგსის ფლოტში 107 საჰაერო ხომალდია. მის შემადგენლობაში შედის Airbus A330, A321, A320, A319, Boeing 737 და Bombardier Dash 8-Q400 ტიპის საჰაერო ხომალდები.
ბარგი
Eurowings -ი ავიაბილეთების სამ ტიპს გვთავაზობს: Base, Smart და BIZclass. Base – ის ტიპის ავიაბილეთში შედის 8კგ. ხელბარგი. Smart – ში 8კგ. ხელბარგი და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ხოლო BIZclass – ში 2X8კგ. ხელბარგი და 2X23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
რეგისტრაცია Eurowings
ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაცია ონლაინ 24 საათით ადრე უნდა გაიაროთ, როცა Base ტიპის ავიაბილეთი გაქვთ შეძენილი. თუ Smart ან BIZclass ავიაბილეთები გაქვთ, მაშინ აეროპორტში რეგისტრაცია უფასოა.