ტალინი თბილისი ავიაბილეთები talini tbilisi

talini tbilisi
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

ეძებთ ავიაბილეთებს ტალინი თბილისი -ს მიმართულებით? ეს სტატია დაგეხმარებათ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად.

tallinn tbilisi

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ტალინი თბილისი ს მიმართულებით?

ტალინიდან თბილისის მიმართულებით საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს ფრენებს. მათ შორისაა Lot Polish Airlines -ი, რომელიც ვარშავას გავლით, მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე.

რეისებს ასევე ასრულებს  ლატვური ავიკომპანია AirBaltic -იც, რომელიც თბილისში რიგის გავლით მოგახვედრებთ.

ტალინიდან თბილისიში გასამგზავრებლად  შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქეთის ავიახაზები-ს და SunExpress -ის ფრენებითაც.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ტალინიდან თბილისამდე?

talini tbilisi -ს მიმართულებით ტრანზიტული ფრენების ხანგრძლივობას აეროპორტში გადაჯდომის დრო განაპირობებს. თუმცა, ეს პერიოდი დაახლოებით 7 საათიდან 11 საათამდე მერყეობს.

თალინი თბილისი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 960 -დან
3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 934 -დან
4 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 003 -დან
7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაALPAVIAავიაბილეთები 786 -დან
10 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 804 -დან
14 დეკემბერი 202617 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 853 -დან
17 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 734 -დან
19 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 871 -დან
21 დეკემბერი 202631 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 357 -დან
23 დეკემბერი 202630 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 1 243 -დან
2 იანვარი 20275 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 251 -დან
3 იანვარი 20275 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 241 -დან
9 იანვარი 202731 იანვარი 20272 ᲒაჩერებაRyanairავიაბილეთები 796 -დან
16 იანვარი 202723 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 841 -დან
27 იანვარი 20271 თებერვალი 20273 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 984 -დან
20 მარტი 202723 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 812 -დან
15 აპრილი 202722 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 705 -დან
16 აპრილი 202723 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 950 -დან
3 მაისი 202710 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 919 -დან
20 ივნისი 202727 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 963 -დან
21 ივნისი 20271 ივლისი 20271 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 829 -დან

 

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა სასურველია მინიმუმ 2 საათს შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი დიდი და დატვირთულია, ან/და თუ პურველად იმყოფებით იქ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

ტალინი თბილისი ავიაბილეთებიროგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ტალინი თბილისი ს მიმართულებით?

  • მოიძიეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ტალინიდან თბილისის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების მოძიება ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი, ამას კი ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით შეძლებთ. უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სამოგზაუროდ სასურველი თარიღები და ჩვენი სისტემა მომენატალურად შემოგთავაზებთ ყველა არსებულ პირდაპირ და ტრანზიტულ ფრენებს, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი ისეთ ავიაბილეთზე შეაჩეროთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ტალინი თბილისი — მარშრუტის მოკლე მიმოხილვა

  • გამგზავრების აეროპორტი: ტალინის ლენნარტ მერის სახელობის აეროპორტი (TLL)
  • ჩასვლის აეროპორტი: თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (TBS)
  • მანძილი: დაახლოებით 2400 კილომეტრი
  • პირდაპირი რეისი: არ სრულდება — მგზავრობა ყოველთვის გადაჯდომითაა
  • წმინდა საფრენი დრო: დაახლოებით 4,5 საათი, გადაჯდომის დროის გაუთვალისწინებლად
  • დროის სხვაობა: საქართველოში ზამთარში 2 საათით, ზაფხულში კი 1 საათით მეტია, ვიდრე ესტონეთში

რომელი ქალაქების გავლით ხდება გადაჯდომა

ტალინიდან თბილისის მიმართულებით ყველაზე ხშირად გამოყენებული სატრანზიტო აეროპორტებია:

  • რიგა (RIX) — airBaltic. ხშირად ყველაზე მოხერხებული ვარიანტია, რადგან ტალინი—რიგის მონაკვეთი მხოლოდ დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.
  • ვარშავა (WAW) — LOT Polish Airlines.
  • სტამბოლი (IST ან SAW) — Turkish Airlines და Pegasus Airlines.
  • ჰელსინკი (HEL) და ბუდაპეშტი (BUD) — სეზონისა და ავიაკომპანიების კომბინაციის მიხედვით.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ უფრო იაფი ვარიანტი გამოდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (KUT) ჩასვლა და იქიდან თბილისამდე სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილება, რასაც დაახლოებით 3,5—4 საათი სჭირდება.

პრაქტიკული რჩევები გადაჯდომისას

  • თუ ორივე მონაკვეთი ერთ ბილეთშია გაერთიანებული, ბარგი ჩვეულებრივ პირდაპირ თბილისამდე იტვირთება და პირველი რეისის დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანია თავად ზრუნავს თქვენს გადაბარებაზე მომდევნო ფრენაზე.
  • თუ ბილეთები ცალ-ცალკეა შეძენილი, სატრანზიტო აეროპორტში ბარგის აღება და ხელახლა ჩაბარება მოგიწევთ — ასეთ შემთხვევაში დატოვეთ მინიმუმ 3 საათი.
  • რიგაში, ვარშავასა და ჰელსინკში გადაჯდომისას სასაზღვრო კონტროლი შენგენის წესებით ხორციელდება, ამიტომ წინასწარ შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა.
  • ხელბარგის ზომისა და წონის ნორმები ავიაკომპანიების მიხედვით განსხვავდება — თუ ორი სხვადასხვა ავიაკომპანიით მოგზაურობთ, იხელმძღვანელეთ უფრო მკაცრი ნორმით.

როდის ჯობია ტალინი თბილისის ავიაბილეთის შეძენა

მოთხოვნა ამ მიმართულებით ყველაზე მაღალია ზაფხულის თვეებში და საახალწლო პერიოდში, შესაბამისად ამ დროს ფასებიც იზრდება. შედარებით იაფი ავიაბილეთების პოვნა, როგორც წესი, გვიან შემოდგომასა და ზამთრის არასადღესასწაულო კვირეებშია შესაძლებელი. თუ თარიღები მოქნილია, შეადარეთ რამდენიმე მომიჯნავე დღე — ხშირად ერთი-ორი დღით ადრე ან გვიან გამგზავრება ბილეთის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა ტალინიდან თბილისში

არა, ამ მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება. მგზავრობა ყოველთვის ერთი, ზოგჯერ კი ორი გადაჯდომით ხორციელდება.

რამდენ ხანს გრძელდება მგზავრობა

ყველაზე მოკლე, ერთგადაჯდომიანი ვარიანტები დაახლოებით 7 საათს მოითხოვს. გრძელი სატრანზიტო მოცდის შემთხვევაში მგზავრობა 11 საათსაც აღემატება.

სჭირდებათ ესტონეთის მოქალაქეებს ვიზა საქართველოში

ევროკავშირის, მათ შორის ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენა შეუძლიათ. გამგზავრებამდე მაინც გადაამოწმეთ მოქმედი წესები ოფიციალურ წყაროებში.

რომელ აეროპორტში ჩავფრინდები თბილისში

ფრენები თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში (TBS) სრულდება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრითაა დაშორებული.

ტალინიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge