airBaltic ლატვიური ავიაკომპანიაა, რომელიც 1995 წლის 28 აგვისტოს დაარსდა. მისი მთავარი ბაზა რიგის საერთაშორისო აეროპორტშია. მეორეხარისხოვანი ბაზები ტალინის და ვილნიუსის აეროპორტებში აქვს, 2022 წლის მაისიდან კი მათ ტამპერეს აეროპორტიც შეუერთდება.
მიმართულებები airBaltic
ავიაკომპანია 70-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს ფრენებს ბალტიის ქვეყნებში, ევროპის, კავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
საქართველოდან airBaltic-ი თბილისი რიგა -ს საჰაერო ხაზზე ასრულებს პირდაპირ ფრენებს, 2022 წლის 2 მაისიდან კი ბათუმსა და რიგას შორის დაიწყებს ოპერირებას.
გარდა პირდაპირი რეისებისა, ეარბალტიკი საქართველოს ტრანზიტული რეისით ბევრ ქვეყანასთან აკავშირებს. მაგალითად, თბილისიდან შეგიძლიათ რიგის გავლით გაემგზავროთ შემდეგი მიმართულებებით: ტალინი, სტოქჰოლმი, ვილნიუსი, ბარსელონა , ლისაბონი, მადრიდი , მილანი და ა.შ.
AirBaltic ავიაბილეთები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
რიგა | 18 დეკემბერი 2024 | 7 იანვარი 2025 | Tickets from 623 |
ფლოტი
ავიაკომპანია airBaltic -ის ფლოტი 33 საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთაგან ყველა Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდია.
ბარგი
ეარბალტიკის ავიაბილეთები შემდეგი ტიპის კლასებად იყოფა: GREEN, GREEN plus, GREEN classic და Business. GREEN კლასში შედის 8 კგ. ხელბარგი. GREEN plus და GREEN classic -ში 8 კგ. ხელბარგი და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ხოლო ბიზნეს კლასში 2X8 კგ. ხელბარგი და 2X23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
რეგისტრაცია
airBaltic -ის რეგისტრაცია აეროპორტში ფასიანია და მოსაკრებელი ერთ მგზავრზე 35 ევროს შეადგენს. ხოლო თუ რეგისტრაციას ფრენამდე 36 საათით ადრე ონლაინ გაივლით, ამ შემთხვევაში საკომისიოს გადახდა არ მოგიწევთ.