SunExpress თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც უკვე 33 წელია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს რეისებს. იგი დაარსდა 1989 წელს, როგორც Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს შვილობილი კომპანია და ძირითადად ორიენტირებულია თურქეთსა და გერმანიას შორის ფრენებზე. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ანტალიაში მდებარეობს, ხოლო მეორადი ბაზა კი იზმირში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე.
სანექსპრესი თავდაპირველად როგორც ჩარტერული ავიაკომპანია ისე ოპერირებდა და პირველი რეისი ანტალიასა და ფრანკფურტს შორის, 1990 წელს განახორციელა. მალევე მან დაიწყო დაგეგმილი ფრენების შესრულება, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა მიმართულებებით.
მიმართულებები
SunExpress ფარავს 65-ზე მეტ მიმართულებას აზიისა და ევროპის მასშტაბით და ემსახურება 100-ზე მეტ ლოკაციას. ეს მოიცავს მიმართულებებს პარიზის, ფრანკფურტის, ლონდონის, ვენის, ბრიუსელის და მრავალი სხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
თბილისიდან ფრენები ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით ხორციელდება – ესენია ანკარა, ანტალია და იზმირი.
SunExpress ფლოტი
ავიაკომპანიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და თანამედროვე ფლოტი აქვს, რომელიც ამჟამად Boeing 737 თვითმფრინავებისგან შედგება და მოიცავს Boeing 737-800 და Boeing 737 MAX 8.
ფრენის უსაფრთხოებისა და საიმედოობის უმაღლეს დონეზე უზრუნველსაყოფად, ფლოტი მუდმივად კეთილმოწყობილია უახლესი ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.
რაც შეეხება თვითმფრინავის სალონს, ფლოტის ყველა კაბინა შექმნილია მგზავრების საჭიროებების გათვალისწინებით. იგი აღჭურვილია კომფორტული ტყავის სავარძლებით, რომელსაც აქვს განსაკუთრებით დიდი უკუსვლის კუთხე და მგზავრებს ფეხების თავისუფლად მოთავსების საშუალებას აძლევს.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
- სალონის ბარგი
მგზავრების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, სალონში დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალი ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონაა 8 კგ-ია და ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 23 სმ-ს.
SunLight-ის საფასურში შედის მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონაა 4 კგ (40 x 30 x 20 სმ).
- ჩასაბარებელი ბარგი
ბარგის წონა დამოკიდებულია ავიაბილეთების კლასზე და არჩეულ მარშრუტზე, თუმცა, მისი წონა 20 კგ-დან 40 კგ-ს შორისაა.
2 წლამდე ასაკის ჩვილებზე დასაშვებია 20 კგ ბარგის წაღება. ეტლი და ბავშვის მანქანის სავარძლები ინახება თვითმფრინავის სათავსოში დამატებითი საფასურის გარეშე.