პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ვენა

ზაფხული მოდის და ყველას მოგზაურობაზე გვიდგას თვალი, ერთი სული გვაქვს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურობას და თავგადასავლების სამყაროში გადავეშვათ. საზაფხულო სეზონს ქუთაისის აეროპორტი შესაბამისად ხვდება, ემატება ფრენები და ჩნდება ახალი მიმართულებები, რაც მოგზაურობის არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან მოყოლებული ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მგზავრობის სიმბოლო გახდა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ფრენები ყოველდღე მოკლე და საშუალო მანძილის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება და ევროპის 19 ქვეყნის 28 მიმართულებას ფარავს, რომელთა შორის, აღნიშნულ სეზონზე, რამდენიმე პოპულარული მიმართულება გამოიკვეთა.

2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით  მიხედვით ქუთაისიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ვენა წარმოადგენს. აღნიშნული რეისი 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, წელს ყოველკვირეულ სამშაბათსა და შაბათის ფრენებს 20 ივნისიდან ხუთშაბათის ფრენა ემატება, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის ვენის მნახველთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულების პოპულარობას ვენის საყოველთაოდ ცნობილი ღირსებების გარდა, უპრეცედენტოდ დაბალი ფასიც განაპირობებს, ვენის მიმართულებით ერთი გზის aviabiletis ღირებულება 115 ლარიდან იწყება.

ქუთაისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202421 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 400 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 393 -დან
11 ივლისი 202418 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 706 -დან

პოპულარობით რიგით მეორე ქალაქი რომია, ყველა გზა რომში მიდისო და არც ქუთაისი ყოფილა გამონაკლისი. ფრენები რომის მიმართულებით ხუთშაბათსა და კვირას სრულდება , და მგზავრობის ღირებულება 100 დან 300 ლარამდე სთავაზობს ავიაკომპანია wizz air

ქუთაისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მაისი 202426 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 514 -დან
1 ივნისი 20248 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 481 -დან
16 ივლისი 202421 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 676 -დან

მას მოსდევს პრაღა და ბერლინი. პრაღაში ყოველკვირეულად 2 რეისი მიემართება

ქუთაისი პრარა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 ივლისი 202414 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 844 -დან

ბერლინში კი 16 ივნისიდან უკვე 4 ფრენა არის დანიშნული. ბერლინი სეზონის ყველაზე ინტენსიური მიმართულებაა და გამორიცხული არ არის წლის ბოლოსთვის პოპულარობის რეიტინგის ლიდერადაც მოგვევლინოს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 ივნისი 202414 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
5 ივლისი 202412 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 816 -დან

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა ბაზელის ბარის ბრიუსელის კოპენჰაგენის ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით და ვინ იცის, იქნებ მომავალი წლისთვის პოპულარობის რეიტინგი სრულიად შეიცვალოს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge