პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ვენა

ზაფხული მოდის და ყველას მოგზაურობაზე გვიდგას თვალი, ერთი სული გვაქვს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურობას და თავგადასავლების სამყაროში გადავეშვათ. საზაფხულო სეზონს ქუთაისის აეროპორტი შესაბამისად ხვდება, ემატება ფრენები და ჩნდება ახალი მიმართულებები, რაც მოგზაურობის არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან მოყოლებული ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მგზავრობის სიმბოლო გახდა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ფრენები ყოველდღე მოკლე და საშუალო მანძილის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება და ევროპის 19 ქვეყნის 28 მიმართულებას ფარავს, რომელთა შორის, აღნიშნულ სეზონზე, რამდენიმე პოპულარული მიმართულება გამოიკვეთა.

2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით  მიხედვით ქუთაისიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ვენა წარმოადგენს. აღნიშნული რეისი 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, წელს ყოველკვირეულ სამშაბათსა და შაბათის ფრენებს 20 ივნისიდან ხუთშაბათის ფრენა ემატება, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის ვენის მნახველთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულების პოპულარობას ვენის საყოველთაოდ ცნობილი ღირსებების გარდა, უპრეცედენტოდ დაბალი ფასიც განაპირობებს, ვენის მიმართულებით ერთი გზის aviabiletis ღირებულება 115 ლარიდან იწყება.

ქუთაისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 485 -დან
5 დეკემბერი 20258 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 441 -დან
5 იანვარი 20269 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 629 -დან

პოპულარობით რიგით მეორე ქალაქი რომია, ყველა გზა რომში მიდისო და არც ქუთაისი ყოფილა გამონაკლისი. ფრენები რომის მიმართულებით ხუთშაბათსა და კვირას სრულდება , და მგზავრობის ღირებულება 100 დან 300 ლარამდე სთავაზობს ავიაკომპანია wizz air

ქუთაისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ნოემბერი 202529 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 452 -დან
6 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
17 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 225 -დან

მას მოსდევს პრაღა და ბერლინი. პრაღაში ყოველკვირეულად 2 რეისი მიემართება

ქუთაისი პრარა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ნოემბერი 202529 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 565 -დან
4 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 503 -დან
3 იანვარი 20268 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 682 -დან

ბერლინში კი 16 ივნისიდან უკვე 4 ფრენა არის დანიშნული. ბერლინი სეზონის ყველაზე ინტენსიური მიმართულებაა და გამორიცხული არ არის წლის ბოლოსთვის პოპულარობის რეიტინგის ლიდერადაც მოგვევლინოს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 859 -დან
25 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 677 -დან
15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 354 -დან

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა ბაზელის ბარის ბრიუსელის კოპენჰაგენის ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით და ვინ იცის, იქნებ მომავალი წლისთვის პოპულარობის რეიტინგი სრულიად შეიცვალოს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge