პოლონეთში შესვლის პირობები შეიცვალა – გაეცანი სრულად აქ
პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები იწყება
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.
“პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით”, — განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ფრენები 100%-ით, როგორც სხვა წლებში იყო, შეიძლება არ აღდგეს.
“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებს აქვს გარკვეული შეზღუდვები. სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია და მისი მეორე ტალღა. ადამიანები ერიდებიან ფრენებს თუკი არ არის მაღალი აუცილებლობა. მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე არის შემცირებული და კომპანიები თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გადაწყვეტენ ამ საკითხს”, — განაცხადა მან.
თურნავამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეზღუდვა ნოტამი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ფრენების და ავიაბილეთების თავისუფლად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობდა, უქმდება. თუმცა მისი განმარტებით, ამ ჩვეულებრივ რეჟიმს ყოველთვის ახლავს “ტექნიკური შეთანხმება სიხშირეებზე”. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, რა პირობით შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას.
ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რესტორნები და კაფეები დაკეტილია და შეზღუდვები ისევ მოქმედებს, ქვეყანა შეძლებს, პირველ ტურისტებს ამ პირობებშიც უმასპინძლოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თუნდაც მარტში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ვიზიტორებისთვის, ამიტომ პირველი ნაბიჯი ფრენების აღდგენაა.
“ესეც ხომ მნიშვნელოვანია — ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირება, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვირჩევთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით. ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ და იფრინონ. ეს არის პირველი ნაბიჯი”, — განაცხადა მან.
დადასტურდა ახალი ჩარტერული რეისი თბილისიდან
ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისევ გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების, ვარშავის ჩარტერული რეისების განრიგს კიდევ ერთი რეისი დაემატა.
თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია Myway Airlines-ი ჩარტერულ ფრენას 30 ოქტომბერს შეასრულებს. თბილისიდან გაფრენა 10:00 საათზე იქნება, ვარშავაში ჩაფრენა კი 11:45 საათზე ვარშავის დროით.
აღნიშნული ფრენა გამყვანი იქნება და მგზავრებს მხოლოდ ცალმხრივად, თბილისიდან ვარშავის მიმართულებით მოემსახურება.
ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️
საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ
საქართველოს მოქალაქეებისთვის საკარანტინო პირობები იცვლება. დღევანდელი ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებსაც PCR ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ, კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას გაივლიან. თვითიზოლაციის პერიოდი 12 დღით განისაზღვრა და მისი დაცვა უცხოეთიდან დაბრუნებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს. იმ პირებს კი, ვინც PCR ტესტს არ წარადგენენ, კვლავ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
„რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე არის ძირითადი ბუფერი, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, დამატებითი ფრენები, საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენ მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს ავიაციის ბაზარზე ბრუნდებიან
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების წასვლა დიდი დანაკლისი აღმოჩნდა საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის. ავიაკომპანიებმა Wizz Air-მა და Ryanair-მა საქართველოს აეროპორტები პანდემიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს და მას შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები სულმოუთქმელად ელოდებიან მათ დაბრუნებას.
საბედნიეროდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით Wizz Air-ი და Ryanair-ი რამდენიმე კვირაში აღადგენენ ფრენებს საქართველოს მიმართულებით. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები რეისებს ეტაპობრივად აღადგენენ. Wizz Air-ი სექტემბრის ბოლოდან, Ryanair-ი კი ნოემბრის დასაწისში განაახლებს ოპერირებას საქართველოში.
“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air-ი. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები. 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair-ი და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ” – განაცხადა ნათია თურნავამ.
Wizz Air-ის დაბრუნება ნიშნავს, რომ ფუნქციონირებას განაახლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ საერთაშორისო ფრენებისთვის დახურული იყო. თუ რომელი მიმართულებებით და რა სიხშირეებით აღდგენა ფრენები, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️
4 ახალი ჩარტერული რეისი თბილისიდან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულებით ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ეს მიმართულებებია: მინსკი, სტამბოლი, თელ-ავივი და კიევი. ჩარტერული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
თბილისი-მინსკი: 17 და 24 სექტემბერი , ავიაკომპანია Belavia
თბილისი-თელ-ავივი: 15 და 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Israir Airlines
თბილისი-სტამბოლი: 13,20 და 27 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines
თბილისი-კიევი: 23 და 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines
აღსანიშნავია, რომ მგზავრების ტრანსპორტირება მხოლოდ თბილისიდან მოხდება.
ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️
ორი ახალი ჩარტერული რეისი თბილისიდან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი ჩარტერული რეისი დაინიშნა. აღნიშნული რეისები საკმაოდ მოთხოვნადია და საქართველოს მოქალაქეებს უკვე საშუალება ექნებათ ამ მიმართულებებზე შეიძინონ ავიაბილეთები. ეს მიმართულებებია – მადრიდი და ვარშავა.
თბილისის აეროპორტიდან მადრიდის მიმართულებით ჩარტერული ფრენა 18 სექტემბერს შესრულდება. ავიარეისს ესპანური ავიაკომპანია Air Europa განახორციელებს. გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18-ში 21:00 საათზე იქნება, თვითმფრინავი მადრიდში კი 01:50 საათზე ჩაფრინდება მადრიდის დროით.
აღნიშნული რეისით სარგებლობა შესაძლებელია ტრანზიტული მიზნითაც.
რაც შეეხება მეორე რეისს, ვარშავის მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines-ი განახორციელებს. ავიარეისი 19 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. გამგზავრება თბილისის აეროპორტიდან 10:00 საათზე იქნება და ვარშავაში პოლონეთის დროით 11:45 საათზე ჩაფრინდება თვითმფრინავი.
ავიაბილეთის ღირებულებაში შესული იქნება 8კგ. ხელბარგი და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️
რატომ გაძვირდა ავიაბილეთები საქართველოში ?!
შენიშვნა: ქვემოთ აღწერილი ვითარება 2020 წლის პანდემიური შეზღუდვების პერიოდს ასახავს. იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ და რა განსაზღვრავს ავიაბილეთის ფასს დღეს, იხილეთ სტატიის მეორე ნაწილი.
კორონა ვირუსის პანდემიამ ავიაციის სფეროში ბევრი ცვლილება გამოიწვია. იმ რეგულაციების გამო, რომელთა აუცილებლობა დღის წესრიგში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგა, ავიაკომპანიები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.
განსაკუთრებით დიდი გავლენა ავიაციის ინდუსტრიაზე ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების სიხშირის შემცირებამ მოახდინა. მაგალითად, საქართველოს დღემდე ბევრი ქვეყნისთვის აქვს საჰაერო სივრცე ჩაკეტილი. რეგულარული მიმოსვლა მხოლოდ 3 ქვეყანაში ხორციელდება, ჩარტერული რეისების უმრავლესობა კი მხოლოდ თბილისიდან მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული.
ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, Aviabiletebis ფასების ცვლილება გამოიწვია. გაძვირებულმა ფრენებმა მოგზაურების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არსებობს რადენიმე მიზეზი, რის გამოც ფასების გაზრდა გარდაუვალი იყო.
მოთხოვნა უფრო დიდია ვიდრე მიწოდება
როდესაც ავიაკომპანიებს მიმართულებებისა და ავიარეისების რაოდენობა შეეზღუდათ, აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ავიაბილეთებზე უფრო დიდი დარჩა. მოთხოვნის გაზრდაზე განსაკუთრებით იმოქმედა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობამ, რომლებიც საზღვრების ჩაკეტვის გამო უცხო ქვეყნებში დარჩნენ.
თუ პანდემიამდე ავიაკომპანიები კონკრეტულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებდნენ, დღეს კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი რეისის განხორციელების უფლება აქვთ. ამასთანავე, ძირითად შემთხვევაში, ერთ მიმართულებაზე მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ასრულებს ფრენას, რაც მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას არ აძლევს და იძულებულნი არიან არსებულ პირობებს დასჯერდნენ. სწორედ ასეთი მოთხოვნისა და ალტერნატივის არარსებობის გამო ავიაკომპანიები ავიაბილეთებს მაღალ ფასად ყიდიან.
კომერციული ფრენები მხოლოდ ერთი მიმართულებით
ავიაბილეთების გაძვირება, ასევე, კომერციული ავიარეისების მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულებამ გამოიწვია. საქართველოდან გარკვეული ჩარტერული რეისები მხოლოდ ქვეყნიდან მგზავრების გაყვანას ემსახურება. მაგალითად, მინსკის, კიევის და ვარშავის ავიარეისებით მგზავრები მხოლოდ თბილისიდან სარგებლობენ.
ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში ცარიელ თვითმფრინავებს უშვებენ, თბილისიდან კი მგზავრებით დატვირთული მიდიან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ზრდიან ავიაბილეთების ღირებულებას.
მაღალბიუჯეტური ავიაკომპანიები
ავიაკომპანიები, რომლებიც დღესდღეობით ოპერირებენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე, შედარებით ძვირადღირებულ ავიაკომპანიებად ითვლებიან. მაგალითად, Lufthansa არც პანდემიამდე გამოირჩეოდა დაბალბიუჯეტური ავიაბილეთებით და მათი სერვისი ყოველთვის ძვირი იყო.
შესაბამისად, ისედაც ძვირადღირებული ავიაკომპანიების მომსახურება ახალი რეგულაციებისა და წესების გამო კიდევ უფრო ძვირადღირებული გახდა ვიდრე მანამდე იყო. რატომ შეირჩა მაინცდამაინც ასეთი ავიაკომპანიები? ეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიაა, რომლის მიზანი მგზავრთა ნაკადის რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად. ერთის მხრივ, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა რაღაც დოზით აღდგა, თუმცა ავიარეისებით სარგებლობა ყველას არ შეუძლია, რადგამ ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება საშუალოდ 1500 – 3000 ლარამდე აღწევს.
მგზავრთა გადანაწილება თვითმფრინავში
სოციალური დისტანცირების წესი, რომელიც კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით შეიქმნა, თვითმფრინავით მგზავრობაზეც ვრცელდება. რეგულაციების მიხედვით, რომელიც სპეციალურად საავიაციო ინდუსტრიისთვის შემუშავდა, თვითმფრინავში მგზავრების გადანაწილება შუა ადგილის გამოტოვებით ხდება. რადგანაც ავიაკომპანიები სრულად ვერ ავსებენ თვითმფრინავს, არსებულ ადგილებს უფრო ძვირად ყიდიან და ასე ანაზღაურებენ ცარიელ ადგილებს.
ავიაბილეთებზე მიუწვდომლობა
გარკვეულ ავიაკომპანიებს ავიაბილეთები საჯაროდ, ვებსაიტზე არ გამოაქვთ და მათი ავიაბილეთები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, საქართველოში LOT-ის წარმომადგენლობა ვარშავის ავიაბილეთებს ონლაინ სისტემაში არ დებს და მომხმარებელს საშუალებას არ აძლევს თვითონ შეიძინონ ავიაბილეთები.
ანალოგიური პრინციპით მუშაობს ეგეოსის ავიახაზების წარმომადგენლობა, რომლებიც ათენის ავიაბილეთების გაყიდვის უფლებას მხოლოდ თავისთვის იტოვებენ. იქედან გამომდინარე, რომ ამ ორ მიმართულებაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მგზავრობის მსურველები იძულებულნი არიან მხოლოდ ამ სააგენტოებს მიმართონ ავიაბილეთების შესაძენად.
ლარის გაუფასურება
და ბოლოს, ლარის გაუფასურება ყოველთვის მოქმედებდა ავიაბილეთების ღირებულებაზე, თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად, ლარის უფრო მეტად გაუფასურებამ გამოიწვია ავიაბილეთების ღირებულების ასეთი ზრდა.
რა შეიცვალა პანდემიის შემდეგ
პანდემიური შეზღუდვები დიდი ხანია გაუქმებულია და საქართველოს საავიაციო ბაზარი სრულად აღდგა. საზღვრები ღიაა, რეგულარული ფრენები ათეულობით მიმართულებით სრულდება, ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია კი იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე 2020 წელს იყო. სწორედ ამ კონკურენციამ დააბრუნა ბაზარზე ის ტარიფები, რომლებიც პანდემიის დროს წარმოუდგენელი ჩანდა.
ყველაზე დიდი ცვლილება დაბალბიუჯეტურ სეგმენტში მოხდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ბაზად ჩამოყალიბდა — აქედან ოპერირებენ Wizz Air, Pegasus Airlines, Belavia, FlyArystan და სხვა გადამზიდავები. ქუთაისი დღეს საქართველოს სიდიდით მეორე აეროპორტია: 2024 წელს მან 1.7 მილიონზე მეტი მგზავრი მოემსახურა.
თბილისის აეროპორტში კვლავ სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები ჭარბობენ, თუმცა მარშრუტების რიცხვი აქაც სტაბილურად იზრდება: ბოლო სეზონებზე დაემატა ახალი პირდაპირი რეისები ევროპის ქალაქებში — მათ შორის კოპენჰაგენში, კიოლნსა და ფრანკფურტში. ბათუმის აეროპორტი კი ძირითადად სეზონურ, საზაფხულო მიმართულებებზეა ორიენტირებული.
რა განსაზღვრავს ავიაბილეთის ფასს
ავიაბილეთის ფასი არასდროსაა შემთხვევითი რიცხვი — ის რამდენიმე მუდმივი ფაქტორისგან იკრიბება, რომლებიც პანდემიის დასრულების შემდეგაც ისევე მოქმედებს, როგორც მანამდე:
- საწვავის ღირებულება — ავიასაწვავი ავიაკომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ხარჯია და ხშირად საოპერაციო ხარჯების მეოთხედს აღწევს. ნავთობის ფასის ცვლილება ბილეთებზე, როგორც წესი, რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახება.
- კონკურენცია მიმართულებაზე — თუ ერთსა და იმავე მარშრუტს რამდენიმე ავიაკომპანია ემსახურება, ფასი თითქმის ყოველთვის ეცემა. ერთი გადამზიდავის მონოპოლია კი საპირისპიროდ მოქმედებს.
- სეზონურობა — ზაფხული, საახალწლო პერიოდი და სასკოლო არდადეგები პიკურ დროდ ითვლება. შედარებით იაფი პერიოდებია შემოდგომის მეორე ნახევარი და იანვრის შუა რიცხვებიდან გაზაფხულამდე.
- ჯავშნის დრო — ავიაკომპანიები ბილეთებს ე.წ. ფასების კლასებად ყიდიან: ჯერ ყველაზე იაფი კლასი იყიდება და რაც უფრო ივსება რეისი, მით ძვირდება დარჩენილი ადგილები.
- აეროპორტისა და სახელმწიფო მოსაკრებლები — ბილეთის ფასის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ავიაკომპანიას კი არ რჩება, არამედ აეროპორტის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო მოსაკრებლების სახით იხარჯება.
- ვალუტის კურსი — ავიაკომპანიების ხარჯების დიდი ნაწილი დოლარშია (საწვავი, თვითმფრინავების ლიზინგი, ტექნიკური მომსახურება), ამიტომ ლარის კურსის ცვლილება პირდაპირ აისახება ლარში გამოსახულ ფასზე.
როგორ ვიპოვოთ უფრო იაფი ავიაბილეთი
- დაჯავშნეთ წინასწარ: ევროპულ მიმართულებებზე ოპტიმალურია ერთიდან სამ თვემდე ადრე, შორეულ რეისებზე კი სამიდან ექვს თვემდე ადრე.
- შეადარეთ ორივე აეროპორტი — ხშირად ქუთაისიდან ფრენა თბილისთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია, თუმცა გაითვალისწინეთ აეროპორტამდე მისვლის დრო და ხარჯი.
- იყავით მოქნილი თარიღებში: შუა კვირის ფრენები ჩვეულებრივ უფრო იაფია, ვიდრე პარასკევისა და კვირის რეისები.
- დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან ყოველთვის დაითვალეთ საბოლოო ფასი ბარგთან ერთად — ჩასაბარებელი ბარგი, ადგილის არჩევა და ზოგჯერ რეგისტრაციაც ცალკე ფასიანი სერვისებია.
- განიხილეთ გადაჯდომიანი რეისები: ერთი გადაჯდომა ხშირად პირდაპირ ფრენაზე შესამჩნევად იაფი ჯდება.
- ტრადიციულ ავიაკომპანიებთან ორმხრივი ბილეთი ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ორი ცალმხრივი ბილეთი ცალ-ცალკე შეძენილი.
ბაზარი ციფრებში: როგორ იცვლება მიწოდება
ავიაბილეთის ფასს საბოლოოდ მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განსაზღვრავს, ამიტომ სასარგებლოა ბაზრის მასშტაბის დანახვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის ცხრა თვეში საქართველოს აეროპორტებმა 6.4 მილიონზე მეტი მგზავრი მოემსახურნენ — წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 14%-ით მეტი, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა.
- თბილისი — 4 მილიონზე მეტი მგზავრი, ზრდა დაახლოებით 12%;
- ქუთაისი — 1.4 მილიონზე მეტი მგზავრი, ზრდა დაახლოებით 10%;
- ბათუმი — თითქმის 1 მილიონი მგზავრი, ზრდა დაახლოებით 32%.
მნიშვნელოვანია, რომ რეისების რაოდენობა მგზავრთნაკადზე უფრო სწრაფად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე თავისუფალი ადგილების მიწოდება მატულობს, მიწოდების ზრდა კი, როგორც წესი, ტარიფების დაწევისკენ მომუშავე ფაქტორია. სწორედ ამიტომ გვხვდება დღეს ევროპულ მიმართულებებზე ისეთი ფასები, რომლებიც 2020 წელს წარმოუდგენელი იყო.
რა შედის ბილეთის ფასში და რა — არა
ერთი და იმავე რეისის ბილეთი შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ფასად იყიდებოდეს და განსხვავება არა ადგილში, არამედ ტარიფის პირობებშია. დღეს თითქმის ყველა ავიაკომპანია ბილეთებს რამდენიმე საფეხურად ყიდის:
- ყველაზე იაფი ტარიფი (Basic, Light, Economy Saver) — ჩვეულებრივ მხოლოდ ხელბარგს ან მცირე ზომის ჩანთას მოიცავს. ბილეთი, როგორც წესი, არ ბრუნდება, თარიღის შეცვლა კი ან შეუძლებელია, ან ძვირი ჯდება.
- საშუალო ტარიფი (Standard, Classic) — ემატება ჩასაბარებელი ბარგი და ხშირად ადგილის არჩევის შესაძლებლობა; თარიღის შეცვლა დასაშვებია საფასურის გადახდით.
- მოქნილი ტარიფი (Flex) — ყველაზე ძვირი ვარიანტი, რომელიც თარიღის უფასოდ ან სიმბოლურ საფასურში შეცვლას და ხშირად თანხის დაბრუნებასაც იძლევა.
დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან ეს ლოგიკა კიდევ უფრო მკაფიოა: საბაზისო ფასში ხშირად მხოლოდ ერთი მცირე ჩანთა შედის, ჩასაბარებელი ბარგი, ადგილის არჩევა, პრიორიტეტული ჩასხდომა და ზოგჯერ აეროპორტში რეგისტრაციაც კი ცალკე ფასიანი სერვისებია. ამიტომ ორი „იაფი“ ბილეთის შედარებისას ყოველთვის დაითვალეთ საბოლოო, ბარგიანი ფასი — ხშირად ტრადიციული ავიაკომპანიის ბილეთი, რომელშიც ბარგი თავიდანვე შედის, საბოლოო ჯამში უფრო იაფი გამოდის.
მგზავრის უფლებები რეისის გაუქმებისა და დაგვიანების დროს
ბილეთის ფასში იმ უფლებებიც შედის, რომლებიც პრობლემის შემთხვევაში გიცავთ. საქართველოში მოქმედებს ევროპულ რეგულაციაზე დაფუძნებული წესი ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმებისა და ხანგრძლივი დაგვიანების დროს მგზავრის კომპენსაციისა და დახმარების შესახებ.
- გაუქმება ან ჩასხდომაზე უარი — მგზავრს შეიძლება ეკუთვნოდეს ფულადი კომპენსაცია: 250 ევრო 1500 კმ-მდე ფრენებზე, 400 ევრო 1500-დან 3500 კმ-მდე და 600 ევრო 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე. თუ ავიაკომპანია ალტერნატიულ რეისს შემოგთავაზებთ და დაგვიანება მცირეა, კომპენსაცია შეიძლება განახევრდეს.
- დაგვიანება — 2 საათიდან მოკლე, 3 საათიდან საშუალო და 4 საათიდან შორეულ რეისებზე ავიაკომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კვება, გამაგრილებელი სასმელი და კავშირის საშუალება. თუ ფრენა მეორე დღისთვის გადაიდო — ასევე სასტუმრო და ტრანსპორტი აეროპორტამდე.
- 5 საათზე მეტი დაგვიანება — მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ბილეთის სრული ღირებულების დაბრუნება ან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ალტერნატიული მარშრუტით მიყვანა. თანხის დაბრუნება 7 დღის ვადაში უნდა მოხდეს.
კომპენსაცია არ გეკუთვნით, თუ გაუქმება ან დაგვიანება საგანგებო გარემოებამ გამოიწვია — მაგალითად, რთულმა ამინდმა, საჰაერო სივრცის დახურვამ ან უსაფრთხოების საფრთხემ. ასეთ შემთხვევაშიც კი ავიაკომპანიას რჩება ვალდებულება, იზრუნოს მგზავრზე: უზრუნველყოს კვებით, საჭიროების შემთხვევაში კი — სასტუმროთი.
სად ვიყიდოთ: ავიაკომპანიის საიტი თუ აგრეგატორი
ფასის ძიების საუკეთესო გზა აგრეგატორია — ის ერთ ეკრანზე გაჩვენებთ, რომელი ავიაკომპანია რა ტარიფს სთავაზობს კონკრეტულ თარიღზე. ყიდვის ეტაპზე კი ღირს ორივე ვარიანტის შედარება:
- თუ ფასი ერთნაირია, ბილეთის პირდაპირ ავიაკომპანიის საიტიდან შეძენა უფრო მოსახერხებელია — თარიღის შეცვლა, ბარგის დამატება ან თანხის დაბრუნების მოთხოვნა უშუალოდ გადამზიდავთან ხდება, შუამავლის გარეშე.
- აგრეგატორი ან სააგენტო განსაკუთრებით გამოსადეგია რთული მარშრუტებისთვის, როცა ერთ მოგზაურობაში რამდენიმე ავიაკომპანიაა ჩართული.
- ყიდვამდე შეამოწმეთ, ვინ არის ბილეთის გამცემი და როგორია თანხის დაბრუნების პირობები — ზოგიერთი პლატფორმა საკუთარი მომსახურების საფასურს ანაზღაურებას აკლებს.
- გადახდამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ მგზავრის სახელი და გვარი ზუსტად ისე, როგორც დოკუმენტშია — მონაცემების შემდგომი შესწორება თითქმის ყველა ავიაკომპანიასთან ფასიანი სერვისია.
აეროპორტების გაფართოება და რას ნიშნავს ეს ბილეთის ფასისთვის
ტარიფებზე გრძელვადიანად მოქმედებს ისიც, თუ რამდენ რეისს იტევს აეროპორტის ინფრასტრუქტურა. 2026 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური გაფართოების პროექტი დაიწყო: ოპერატორი კომპანია TAV Airports დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 10 მილიონ მგზავრამდე უნდა გაიზარდოს.
მგზავრისთვის ამას პირდაპირი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: რაც მეტ რეისს იტევს აეროპორტი, მით მეტია შანსი, რომ ერთსა და იმავე მიმართულებაზე რამდენიმე ავიაკომპანია გაჩნდეს — კონკურენცია კი ტარიფის დამწევი მთავარი ფაქტორია. ამავე დროს, სამშენებლო სამუშაოების პერიოდში ტერმინალში დროებითი ცვლილებებია მოსალოდნელი, ამიტომ ფრენამდე ღირს აეროპორტში გამოცხადების დროის მარაგით აღება.
გადახდა და ვალუტა: სად იკარგება დამატებითი თანხა
ბილეთის საბოლოო ფასს მხოლოდ ტარიფი არ განსაზღვრავს — ნაწილი ხშირად სწორედ გადახდის ეტაპზე ემატება:
- ვალუტის კონვერტაცია. თუ ტარიფი ევროშია ან დოლარშია გამოსახული, ბარათი კი ლარში გაქვთ, კონვერტაციას ან თქვენი ბანკი ასრულებს, ან თავად საიტი გთავაზობთ „ლარში გადახდას“. ეს უკანასკნელი დინამიკური კონვერტაციაა და მისი კურსი, როგორც წესი, ბანკის კურსზე ნაკლებად მომგებიანია.
- ბარათის საკომისიო. ზოგიერთი ავიაკომპანია და სააგენტო გადახდის საკომისიოს ბარათის ტიპის მიხედვით ცალკე ამატებს; ეს თანხა ხშირად მხოლოდ ბოლო ეკრანზე ჩანს.
- წინასწარ მონიშნული სერვისები. ყიდვის პროცესში შეიძლება უკვე მონიშნული იყოს დაზღვევა, ადგილის არჩევა ან პრიორიტეტული ჩასხდომა — გადახდამდე გადაამოწმეთ, რა შედის ჯამურ თანხაში.
- ფასი პირველ და ბოლო ეკრანზე. შეადარეთ ძიების შედეგებში ნაჩვენები თანხა იმ თანხას, რომელსაც რეალურად იხდით — ბილეთის ნამდვილი ფასი სწორედ მეორეა.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ იცვლება ავიაბილეთის ფასი დღეში რამდენჯერმე?
ავიაკომპანიები დინამიკურ ფასწარმოქმნას იყენებენ: თითოეულ რეისზე ადგილები რამდენიმე ფასების კლასად არის დაყოფილი და როგორც კი იაფი კლასი ამოიწურება, სისტემა ავტომატურად შემდეგ, უფრო ძვირ კლასზე გადადის. ამიტომ ფასი შეიძლება ერთი დღის განმავლობაშიც შეიცვალოს.
მართლა ძვირდება ბილეთი, თუ ერთსა და იმავე რეისს ხშირად ვეძებ?
ეს გავრცელებული მოსაზრებაა, თუმცა ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი ძებნის ისტორია კი არა, სწორედ იაფი ფასების კლასების ამოწურვაა. თუ გსურთ დარწმუნება, შეამოწმეთ იგივე რეისი სხვა მოწყობილობიდან ან ბრაუზერის ინკოგნიტო რეჟიმში.
რამდენად ადრე ჯობია ავიაბილეთის ყიდვა?
უნივერსალური წესი არ არსებობს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ საშუალო სიშორის ევროპულ მიმართულებებზე საუკეთესო ტარიფები ერთიდან სამ თვემდე ადრე იყიდება. პიკურ სეზონზე — ზაფხულსა და საახალწლო დღეებში — ჯავშნა კიდევ უფრო ადრე ღირს.
ქუთაისიდან ფრენა ნამდვილად უფრო იაფია?
როგორც წესი, დიახ — ქუთაისიდან ძირითადად დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები ფრენენ და საბაზისო ტარიფი დაბალია. თუმცა საბოლოო ხარჯში უნდა ჩათვალოთ ბარგი და აეროპორტამდე მგზავრობა; ზოგჯერ თბილისიდან პირდაპირი რეისი უფრო მომგებიანი გამოდის.
გავლენას ახდენს თუ არა ლარის კურსი ბილეთის ფასზე?
დიახ. ავიაკომპანიების ხარჯების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია, ამიტომ ლარის გამყარება ან გაუფასურება ლარში გამოსახულ ტარიფებზეც აისახება — მაშინაც კი, როცა თავად ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა უცვლელი რჩება.
მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია, თუ რეისი გაუქმდა?
ხშირ შემთხვევაში — დიახ. საქართველოში მოქმედი წესით, ფრენის გაუქმებისას მგზავრს ეკუთვნის 250-დან 600 ევრომდე კომპენსაცია მანძილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაუქმება საგანგებო გარემოებამ (ამინდი, საჰაერო სივრცის დახურვა, უსაფრთხოების საფრთხე) გამოიწვია ან ავიაკომპანიამ ცვლილების შესახებ წინასწარ შეგატყობინათ და ალტერნატიული რეისი შემოგთავაზათ.
რომელია უფრო იაფი — დაბალბიუჯეტური თუ ტრადიციული ავიაკომპანია?
ეს მოგზაურობის ფორმატზეა დამოკიდებული. თუ მხოლოდ ხელბარგით მოგზაურობთ და თარიღებში მოქნილი ხართ, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია თითქმის ყოველთვის იაფია. თუ ჩასაბარებელი ბარგი გჭირდებათ, ან მარშრუტი გადაჯდომიანია, ტრადიციული ავიაკომპანიის ბილეთი, რომელშიც ბარგი და გადაჯდომის გარანტია თავიდანვე შედის, ხშირად უფრო მომგებიანი აღმოჩნდება.
ბილეთი ევროშია — ჯობია ლარში გადავიხადო?
როცა საიტი „ლარში გადახდას“ გთავაზობთ, გამოიყენება დინამიკური კონვერტაცია, რომლის კურსიც ჩვეულებრივ თქვენი ბანკის კურსზე ნაკლებად მომგებიანია. უმეტეს შემთხვევაში უფრო იაფი ჯდება გადახდა ბილეთის ორიგინალ ვალუტაში და კონვერტაციის ბანკისთვის მინდობა.
რამდენად ადრე უნდა გამოვცხადდე აეროპორტში?
ჩვეულებრივ რეკომენდებულია მოკლე საერთაშორისო რეისებზე ორი საათით ადრე მისვლა, შორეულ ფრენებზე კი სამი საათით ადრე. პიკურ სეზონზე, ასევე აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების პერიოდში, დროის დამატებითი მარაგი განსაკუთრებით ღირს.
მამქოზი (Momcozy) საქართველოში – GPC, ოფიციალური შემომტანი ორიგინალი პროდუქციით
მამქოზის ორიგინალი პროდუქცია საქართველოში ექსკლუზიურად სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია ხელმისაწვდომი. მომავალ და ახალბედა დედებს შეუძლიათ შეიძინონ უსადენო რძის საწველი აპარატი, 3D კონსტრუქციის ორსულის ქამარი და სხვა კომფორტული აქსესუარები. მამქოზი თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს.
რატომ უნდა შეიძინოთ მამქოზის ორიგინალი პროდუქცია სააფთიაქო ქსელში?
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნივთების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბაზარზე ბევრი არაორიგინალი პროდუქტი გვხვდება. ასეთი ნივთები ხშირად უსაფრთხო მასალებისგან არ მზადდება. ამიტომ, დედებისა და ჩვილების ჯანმრთელობისთვის ოფიციალური პროდუქციის შერჩევა აუცილებელია.
სააფთიაქო ქსელი ჯპს მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქციას სთავაზობს. ორიგინალი მამქოზი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. იგი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც აფთიაქებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე.
Momcozy რძის საწველი აპარატი – მეტი თავისუფლება ლაქტაციის დროს
ბევრი დედისთვის ბუნებრივი კვების პროცესი ყოველდღიურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ტრადიციული ხელით საწველები საკმაოდ დამღლელია. პორტატული რძის საწველი აპარატი თანამედროვე მშობლებისთვის საუკეთესო გამოსავალია. ის უსადენოა და მარტივად თავსდება ბიუსტჰალტერში.
მოწყობილობა მუშაობს ძალიან ჩუმად. მისი გამოყენებისას შეგიძლიათ იმოძრაოთ ან საოჯახო საქმეებს მიხედოთ. ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი მამქოზი ასორტიმენტიდან არის M5 ტურბო. მას აქვს სამი რეჟიმი და რამდენიმე განსხვავებული ინტენსივობა. დედებს შეუძლიათ რეჟიმები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად შეარჩიონ.
ასევე პოპულარულია M9 მოდელი. ის ახალი თაობის ძრავით მუშაობს და ძალიან ეფექტურია. ეს ინოვაციური რძის საწველი აპარატი იმართება სპეციალური მობილური აპლიკაციით. მისი საშუალებით აკონტროლებთ გამოწველილი რძის რაოდენობასაც. ორივე მოდელი მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს.
ორსულის ქამარი – სხეულის საიმედო მხარდაჭერა
ორსულობის ბოლო თვეებში მუცლის სიმძიმე განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება. ის დიდ დატვირთვას აყენებს ზურგსა და მენჯს. ამ დისკომფორტის შესამცირებლად საუკეთესო საშუალება ორსულის ქამარი ხდება. ის სწორად ანაწილებს სიმძიმის ცენტრს.
ეს აქსესუარი შექმნილია 3D კონსტრუქციით, ამიტომ სხეულის ფორმებს იდეალურად ერგება. იგი დამზადებულია რბილი და ჰაერგამტარი ქსოვილისგან. ქამარი ტანსაცმლის ქვეშ საერთოდ არ ჩანს. მისი დახმარებით შეგიძლიათ კვლავ აქტიურად იმოძრაოთ და ისეირნოთ. სწორად მორგებული ორსულის ქამარი ორსულობის ყოველ დღეს გაცილებით მსუბუქს გახდის.
მარტივი მოვლა და ხანგრძლივი ხარისხი
ბრენდის თითოეული ნივთი საოცრად პრაქტიკულია ყოველდღიურ მოხმარებაში. მათი გარეცხვა, გაწმენდა და სტერილიზაცია სულ რამდენიმე წუთში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. გამძლე მასალები ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი სრულად ინარჩუნებენ პირვანდელ ფორმასა და თვისებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი აქსესუარები მთელი ამ მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ერთგულად და საიმედოდ დაგეხმარებათ.
ორიგინალი პროდუქცია შეარჩიეთ
მომავალი დედებისთვის კომფორტი უმნიშვნელოვანესია. ბრენდ momcozy-ს პროდუქტები იდეალურად პასუხობს თქვენს საჭიროებებს. თუ გსურთ ხარისხიანი ორსულის ქამარი ან პრაქტიკული რძის საწველი აპარატი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა სააფთიაქო ქსელ ჯპს-ის ეწვიოთ.
ოფიციალური პარტნიორობა იმის გარანტიაა, რომ თქვენ ნამდვილად ორიგინალ ნივთებს ყიდულობთ. ბრენდის პროდუქცია გაგიადვილებთ ორსულობისა და ლაქტაციის რთულ ეტაპებს. დაზოგეთ დრო და იზრუნეთ საკუთარ თავზე საიმედო ბრენდთან ერთად.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევარჩიოთ მამქოზი რძის საწველი აპარატის ზომა სწორად?
სწორი ზომის შერჩევა დამოკიდებულია დვრილის დიამეტრზე. კომპლექტში მოჰყვება სპეციალური სახაზავი და სხვადასხვა ზომის სილიკონის ჩანართები. მათი საშუალებით მარტივად შეარჩევთ ზომას, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულად მოგერგებათ.
რა მასალისგან არის დამზადებული ორსულის ქამარი და იწვევს თუ არა ალერგიას?
ქამარი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ელასტიური და ჰაერგამტარი მასალისგან. იგი შემოწმებულია უსაფრთხოებაზე და არ იწვევს კანის გაღიზიანებას ან ალერგიულ რეაქციებს – ხანგრძლივი ტარების დროსაც კი.
სად შეიძლება ორიგინალი momcozy პროდუქციის შეძენა საქართველოში?
ბრენდის ორიგინალი და სერტიფიცირებული პროდუქცია ექსკლუზიურად სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში დაგხვდებათ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები ფილიალებში ან ონლაინ.
ტირტირი – კორეული სილამაზის ბრენდი, რომელმაც მსოფლიო მოხიბლა
თუ ეძებთ მაკიაჟის პროდუქტს, რომელიც მარტივად გამოიყენება, კანის ნაკლოვანებებს სწრაფად ფარავს და ბუნებრივი ეფექტი აქვს, მაშინ ტირტირი გჭირდებათ. ობიექტური მიზეზები გამო, მოკლე დროში, ამ კორეული ბრენდის პროდუქტებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მათი დახმარებით მაკიაჟის გაკეთება უფრო მარტივი გახდა.
კორეული კოსმეტიკის პოპულარობა წლების განმავლობაში იზრდება, თუმცა მხოლდო რამდენიმე ბრენდმა შეძლო ისეთი წარმატების მიღწევა, როგორიც ტირტირმა. მისი პროდუქტები სოციალური ქსელებიდან პროფესიონალი ვიზაჟისტების ჩანთებამდე სწრაფად გავრცელდა. მომხმარებლებს განსაკუთრებით იზიდავთ მარტივი გამოყენება, კანის მოვლაზე ორიენტირებული ფორმულები და შედეგი, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.
ტირტირი და მისი წარმატების საიდუმლო
კორეულმა ბრენდმა მომხმარებლების ნდობა ხარისხისა და ინოვაციების კომბინაციით მოიპოვა. თანამედროვე ტენდენციები მძიმე და მრავალშრიან მაკიაჟზე უკვე აღარაა ორიენტირებული. ადამიანები ეძებენ პროდუქტებს, რომლებიც სწრაფად მოქმედებს და კანს ბუნებრივ იერს უნარჩუნებს.
სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს ტირტირი. მისი ფორმულები ხშირად აერთიანებს დეკორატიული კოსმეტიკისა და კანის მოვლის უპირატესობებს. შედეგად, მაკიაჟი არა მხოლოდ ვიზუალურად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, არამედ კომფორტულიც არის მთელი დღის განმავლობაში.
ბრენდის საერთაშორისო პოპულარობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა TikTok-ისა და Instagram-ის ტრენდებმაც. ათასობით მომხმარებელმა საკუთარი გამოცდილება გააზიარა, რამაც Tirtir მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კორეულ ბრენდად აქცია.
ტირტირის წითელი კუშონი – პროდუქტი, რომელმაც ტრენდი შექმნა
ყველაზე ცნობილი პროდუქტი, რომელიც ბრენდის სახელთან ასოცირდება, არის ტირტირის კუშონი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს MASK FIT წითელი კუშონი, რომელიც მრავალი მომხმარებლის ყოველდღიური მაკიაჟის განუყოფელ ნაწილად იქცა.
კორეული პრემიუმ ბრენდის TIRTIR-ის საკულტო კუშონი იდეალურად ფარავს კანის ტონს და ერთგვაროვან იერს ანიჭებს სახეს. მას აქვს მაღალი დაფარვის უნარი და ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის აღდგენას.
ფორმულა გამდიდრებულია დამატენიანებელი და კანის გამაჯანსაღებელი ინგრედიენტებით, რაც კანს ანიჭებს გლუვ და ბუნებრივად ბზინვარე იერს – ზედმეტი დატვირთვის გარეშე.
მისი ძირითადი უპირატესობებია:
- მაღალი დაფარვა ბუნებრივი ეფექტით;
- ხანგრძლივი მდგრადობა;
- მსუბუქი და კომფორტული ტექსტურა;
- კანის დატენიანება და მოვლა;
- მარტივი და სწრაფი გამოყენება ნებისმიერ დროს.
რატომ ირჩევენ მომხმარებლები ტირტირის კუშონს?
თანამედროვე ცხოვრების რიტმი ბევრ ადამიანს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული ტირტირის კუშონი, რომელიც რამდენიმე წამში უზრუნველყოფს თანაბარ დაფარვას და კანის ბუნებრივ იერს.
მისი გამოყენება მარტივია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვინც პროფესიონალურ შედეგს ეძებს. კუშონის კომპაქტური ფორმატი საშუალებას გაძლევთ პროდუქტი ნებისმიერ დროს თან იქონიოთ და საჭიროების შემთხვევაში მაკიაჟი მარტივად განიახლოთ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება არჩევისას?
პროდუქტის შეძენამდე სასურველია შეარჩიოთ თქვენი კანის ტონის შესაბამისი შეფერილობა და გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლებს. ასევე ბევრ მომხმარებელს აინტერესებს tirtir ფასი, რადგან სხვადასხვა შეფერილობასა და მოცულობას შესაძლოა განსხვავებული ღირებულება ჰქონდეს.
შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია ოფიციალურ მაღაზიებში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა. ასე ღირებულებას უფრო მარტივად შეადარებთ და აირჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ ვარიანტს.
დღეს Tirtir უკვე არა მხოლოდ კორეული, არამედ გლობალური სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. მისი პოპულარობა ხარისხის, ინოვაციისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შედეგია. ამიტომაც ტირტირი კვლავ აგრძელებს ახალი მომხმარებლების მოხიბვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ გახდა ტირტირი ასეთი პოპულარული?
ტირტირის პოპულარობა განპირობებულია მაღალი ხარისხის ფორმულებით, კანის მოვლის ინგრედიენტებით, მარტივი გამოყენებითა და ბუნებრივი შედეგით. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბრენდმა სოციალური ქსელების საშუალებით მიიპყრო, სადაც მისი პროდუქტები მილიონობით მომხმარებელმა გამოსცადა და შეაფასა.
კანზე რამდენ ხანს ნარჩუნება TIRTIR-ის წითელი კუშონის ეფექტი?
პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი მდგრადობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ერთგვაროვან დაფარვას საათების განმავლობაში ინარჩუნებს.
ვისთვის არის რეკომენდებული TIRTIR MASK FIT წითელი კუშონი?
კუშონი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მაღალი დაფარვა, ბუნებრივი ეფექტი, კომფორტული ტექსტურა და კანის დამატებითი დატენიანება.










