საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

karnatinis gavla

საქართველოს მოქალაქეებისთვის საკარანტინო პირობები იცვლება. დღევანდელი ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებსაც PCR ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ, კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას გაივლიან. თვითიზოლაციის პერიოდი 12 დღით განისაზღვრა და მისი დაცვა უცხოეთიდან დაბრუნებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს. იმ პირებს კი, ვინც PCR ტესტს არ წარადგენენ, კვლავ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

„რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე არის ძირითადი ბუფერი, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, დამატებითი ფრენები, საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენ მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge