პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები იწყება

ფრენების განახალება
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით”, — განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ფრენები 100%-ით, როგორც სხვა წლებში იყო, შეიძლება არ აღდგეს.

“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებს აქვს გარკვეული შეზღუდვები. სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია და მისი მეორე ტალღა. ადამიანები ერიდებიან ფრენებს თუკი არ არის მაღალი აუცილებლობა. მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე არის შემცირებული და კომპანიები თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გადაწყვეტენ ამ საკითხს”, — განაცხადა მან.

თურნავამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეზღუდვა ნოტამი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ფრენების და ავიაბილეთების თავისუფლად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობდა, უქმდება. თუმცა მისი განმარტებით, ამ ჩვეულებრივ რეჟიმს ყოველთვის ახლავს “ტექნიკური შეთანხმება სიხშირეებზე”. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, რა პირობით შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რესტორნები და კაფეები დაკეტილია და შეზღუდვები ისევ მოქმედებს, ქვეყანა შეძლებს, პირველ ტურისტებს ამ პირობებშიც უმასპინძლოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თუნდაც მარტში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ვიზიტორებისთვის, ამიტომ პირველი ნაბიჯი ფრენების აღდგენაა.

“ესეც ხომ მნიშვნელოვანია — ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირება, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვირჩევთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით. ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ და იფრინონ. ეს არის პირველი ნაბიჯი”, — განაცხადა მან.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სოჭი29 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Tickets from 152
ანკარა5 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026Tickets from 207
ანთალია29 ოქტომბერი 202614 ნოემბერი 2026Tickets from 231
ჟენევა22 დეკემბერი 20261 იანვარი 2027Tickets from 249
მილანი20 აპრილი 202725 აპრილი 2027Tickets from 254
ერევანი13 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Tickets from 282
მოსკოვი24 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Tickets from 287
სტამბოლი28 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Tickets from 302
ბუქარესტი1 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Tickets from 334
ბრიუსელი4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026Tickets from 335
მინვოდი13 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Tickets from 357
სარაევო31 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Tickets from 371
რომი17 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Tickets from 383
სტოკჰოლმი7 თებერვალი 202719 თებერვალი 2027Tickets from 384
ბელგრადი28 იანვარი 20274 თებერვალი 2027Tickets from 390
ათენი10 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Tickets from 394
ციურიხი18 დეკემბერი 20264 იანვარი 2027Tickets from 395
ლუბლიანა6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Tickets from 400
ლიონი16 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Tickets from 407
ქუვეითი19 ოქტომბერი 202626 ოქტომბერი 2026Tickets from 410
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge