ქუთაისი პორტო ავიაბილეთები / kutaisi porto

kutaisi porto
ავიაბილეთები ქუთაისი პორტო

პორტო, პორტუგალიის ეს ულამაზესი ქალაქი, ადვილად შეგაყვარებთ თავს. ჩასვლის მომენტიდან თქვენ აუცილებლად მოგხიბლავთ მისი ისტორიული ცენტრი, რომელიც სავსეა ვიწრო ქვაფენილიანი გზებითა და თვალწარმტაცი მოედნებით, მაღალი ფერადი სახლებით, ბაროკოს სტილის ეკლესიებით, შთამბეჭდავი მატარებლის სადგურებითა და ძვირფასი ნეოკლასიკური შენობებით ლურჯი და თეთრი კრამიტის ფასადებით, რომლებიც მე-14 საუკუნით თარიღდება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი პორტო – მიმართულებით?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პორტოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ამ ეტაპზე არ სრულდება, თუმცა ამ მშვენიერი ქალაქის მოსანახულებლად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთი გადაჯდომით ფრენით, რა შემთხვევაშიც, სულ რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ, თქვენ პირდაპირ დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდებით.

ქუთაისიდან ავიაკომპანია ვიზეარი -თ შეგიძლიათ გაემგზავროთ მილანში, მალპენსას აეროპორტში, იქედან კი ფრენა ავიაკომპანია easyJetით პირდაპირ პორტოში გაფრინდეთ. მალპენსადან ასევე შეგიძლიათ ფრენა Ryanair -ითაც განაგრძოთ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან პორტომდე?

ქუთაისისა და პორტოს აეროპორტებს შორის ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გადაჯდომების რაოდენობასა და აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობაზე. აღნიშნულ მიმართულებაზე ერთი გადაჯსომით რეისის დრო დაახლოებით 9-16 საათია.

რა უნდა მოინახულოთ პორტოში?

პორტო შედარებით კომპაქტურია და მისი დათვალიერება ფეხით ძალიან მარტივია. ქალაქის შესწავლისას სასიამოვნო პროცესი, მის შუა საუკუნეების მოკირწყლულ ქუჩებში და მე-18 საუკუნის უბნებში ფეხით ხეტიალია.

ქალაქის ისტორიული გული რიბეირაა. ეს ზღვისპირა ადგილი გიწვევთ დაიკარგოთ ვიწრო ქუჩების ლაბირინთებში და აღმოაჩინოთ ქალაქის ყველაზე სანუკვარი არქიტექტურული საგანძურიები.

  • ტორე დოს კლერიგოსი – Torre dos Clérigos

ეს არის ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ღირშესანიშნაობა, 75 მეტრი სიმაღლის, ბაროკოს სტილის გრანიტით მოპირკეთებული ეკლესია, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. იგი ზუსტად აშენდა 1732 და 1750 წლებში.

კოშკის მწვერვალამდე 240 საფეხურია, სადაც მოსახვედრის შემდეგ თვალწინ სანაპირო ზოლისა და შორეული დუროს ხეობის თვალწარმტაცი პანორამული ხედები გადაგეშლებათ.

  • პალასიო და ბოლსა – Palácio da Bolsa

მე-19 საუკუნის შუა ხანებით დათარიღებული ნაგებობა პორტოს ყოფილ საფონდო ბირჟას წარმოადგენს. ფრანცისკანელთა მონასტრის ადგილზე აშენებულ ამ სტრუქტურის მდიდრული ინტერიერი დაყოფილია რამდენიმე ოთახად და სალონად, რომელთაგან თითოეული უნიკალურია თავისი მიმზიდველობით.

  • სან ფრანცისკოს ეკლესია – Igreja de São Francisco

წმინდა ფრანცისკის ულამაზეს ეკლესიაში შესვლისას ოქროთი იქნებით მოცული. მისი მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის ინტერიერი მოოქროვილი ვინირითაა მოჭედილი და ის იმდენად კაშკაშა და მდიდრულია, რომ უმეტესობის აზრით, ეს ქვეყანაში დამუშავებული ოქროს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

ეს, რა თქმა უნდა, ის მცირე ჩამონათვალია, რისი მონახულებაც და გაკეთებაც შეგიძლიათ პორტოში. ამ ქალაქს ბევრად მეტი რამ აქვს შემოთავაზებელი. ასე რომ, გაემგზავრეთ და აღმოაჩინეთ პორტუგალიის ეს მშვენიერი დანიშნულების ადგილი და დატკბით დაუვიწყარი თავგადასავლებით.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი პორტო მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

kutaisi porto -ს მიმართულებით iafi aviabiletebi საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ შეიძინოთ. უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქები და მიუთითეთ სამოგზაუროდ სასურველ თარიღები, რამდენიმე წამში კი ჩვენი საძიებო სისტემა შემოგთავაზებთ ყველა არსებული ავიარეისს, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი ისეთ ავიაბილეთზე გააკეთოთ, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge