ნიცა საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის რივიერაზე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღის სანაპიროზე. თუ ჯერ არასდროს წვევიახრთ მას, დარწმუნებული ვართ, რომ ამუცილებლად მოგეწონებათ და ძალიან შეგაყვარებთ თავს თავისი მშვენიერი ქუჩებით, ლამაზი არქიტექტურით, კერძებით, გასართობებითა და ღირსშესანიშნაობებით. ასე რომ, დაგეგმეთ ფრენა ქუთაისი ნიცა -ს მიმართულებით და დატკბით ამ მშვენიერი ქალაქის გასაოცარი ხიბლით.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ნიცა –ს მიმართულებით?
ქუთაისის აეროპორტი -დან ნიცას მიმართულებით პირდაპირ რეისები არ სრულდება, თუმცა ერთი გადაჯდომით რეისებს გვთავაზობს ავიაკომპანია Wizz Air Georgia , რომელიც ვარშავას გავლით მოგახვდრებთ დანიშნულების ადგილზე. ტრანზიტულ აეროპორტად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენის საერთაშორისო აეროპორტიც, სადაც სულ რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ, პირდაპირ ნიცაში გაემგზავრებით.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ნიცამდე?
როგორც უკვე აღინიშნა, ქუთაისიდან ნიცას მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება, თუმცა ერთი გადაჯდომით რეისების შემთხვევაში ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 7-11 საათია.
რჩევის სახით გაითვალისწონეთ რომ ავიაბილეთების ონლაი შეძენისას, ყურადღება მიაქციოთ ტრანზიტულ აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობას. უმჯობესია გადაჯდომისათვის მინიმუმ 2-3 საათი მაინც გაითვალისწონოთ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.
რა უნდა მოინახულოთ ნიცაში?

- ისიამოვნეთ ხედებით ლა კოლინ დუ შატოდან – La Colline du Château
La Colline du Château (ითარგმენბა, როგორც ციხის გორაკი) არის კლდოვანი ბორცვი, რომელიც Promenade des Anglais-ის ( აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს და ძველ ნიცასა და მის პორტს გადაჰყურებს. ეს ბორცვი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ნიცაში და ის გთავაზობთ წარმოუდგენელ ხედებს ქალაქზე. აქ ასევე არის ულამაზესი პარკი, რომელიც შესანიშნავია სასეირნოდ.
La Colline du Chateau-მდე მისვლელი კიბეებით ხდება და ასევე არის უფასო ლიფტი, რომელიც Promenade des Anglais-ის ბოლოს მდებარეობს. არ გამოგრჩეთ აქ მდებარე გასაოცარი ჩანჩქერიც!
- ეწვიეთ ძველ პორტს
ძველი პორტი, არის კიდევ ერთი საუკეთესო სანახავი რამ ნიცაში და ის შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ. ეს ადგილი ფერადი და დატვირთულია, დაახლოებით ათი ნავმისადგომით და სხვადასხვა ბაზრით, სადაც ადგილობრივი პროდუქტები იყიდება.
მე-18 საუკუნეში აშენებული ეს პორტი საფრანგეთის რივიერას ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული ცენტრია. აქ შეხვდებით როგორც გემებს, ასევე კერძო იახტებს ტურისტებისთვის.
- ნიცას ძველი ქალაქი
ძველი ქალაქის შესწავლა ნიცაში, ერთ-ერთი მთავარი საქმეა. Vieux Nice არის ქალაქის ისტორიული უბანი, ვიწრო ქუჩებით, ფერადი არქიტექტურით და თვალწარმტაცი პიაცებით. აქ ასევე ნახავთ კულტურულ ადგილებს, ულამაზეს ბაროკოს სტილის ეკლესიებს, რესტორნებსა და ბევრ სავაჭრო ობიექტს.
ნიცას ძველ ქალაქში მოსანახულებელი ულამაზესი ადგილების სიაში შედის: სენტ რეპარატის საკათედრო ტაძარი; ლასკარის სასახლის და გალერეა დე პოჩეტეს ღირსშესანიშნავი მუზეუმები; ნიცას ოპერა.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ნიცა ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
- შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.
kutaisi nica -ს მიმართულებით iafi aviabiletebi საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქებს, მიუთითეთბთ სამოგზაუროდ სასურველ თარიღებს, ჩვენი საძიებო სისტემა კი შემოგთავაზებთ ყველა არსებული ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი ისეთ ავიაბილეთზე გააკეთოთ, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.
ქუთაისი–ნიცა: გადაჯდომის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: KUT) და ნიცას აეროპორტი Nice Côte d’Azur (IATA: NCE) პირდაპირი რეისით დაკავშირებული არ არის, თუმცა ერთი გადაჯდომით მარშრუტის აწყობა სრულიად შესაძლებელია. ქვემოთ შეკრებილია ის ვარიანტები, რომლებიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად მუშაობს:
- ისტანბულის გავლით. ქუთაისიდან ისტანბულის საბიჰა გოქჩენის აეროპორტამდე (SAW) რეისებს ასრულებს Pegasus Airlines და იმავე ავიაკომპანიას ისტანბულიდან ნიცაში ფრენაც აქვს. ეს ნიშნავს, რომ მთელი მარშრუტი ერთ ბილეთზე შეიძლება იყოს აწყობილი — ბარგი პირდაპირ ნიცამდე ჩაბარდება, შეფერხების შემთხვევაში კი ავიაკომპანია იღებს პასუხისმგებლობას გადაგიყვანოთ შემდეგი რეისით.
- ვარშავის გავლით. ქუთაისი–ვარშავა (Chopin) მიმართულებით დაფრინავს Wizz Air, ვარშავიდან ნიცაში კი რეისებს ასრულებენ როგორც Wizz Air, ისე LOT Polish Airlines.
- მილანის ან ლიონის გავლით. ქუთაისიდან Wizz Air-ს რეისები აქვს მილან-მალპენსასა და ლიონში. ორივე ქალაქიდან ნიცამდე მატარებლით ან ავტობუსითაც შეგიძლიათ გაგრძელება — ხშირად ეს უფრო იაფი და მოსახერხებელი გამოდის, ვიდრე დამატებითი ფრენა.
- სხვა ევროპული კვანძების გავლით. ნიცა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია, ამიტომ მას ვენა, მიუნხენი, რომი და ბარსელონაც კარგად აკავშირებს — თუ ამ ქალაქებში ქუთაისიდან ან თბილისიდან მოსახერხებელი რეისი იშოვება, ეს ვარიანტიც უნდა შეამოწმოთ.
კონკრეტული რეისები და განრიგი სეზონზეა დამოკიდებული, ამიტომ თარიღების დაფიქსირებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ აქტუალური განრიგი საძიებო სისტემაში.
ერთი ბილეთი თუ ორი ცალკე ბილეთი?
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით მოგზაურობისას ხშირად ყველაზე იაფი ვარიანტი ორი ცალკე ბილეთის შეძენაა — ცალკე ქუთაისი–ტრანზიტი და ცალკე ტრანზიტი–ნიცა. სანამ ასე გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ:
- ბარგი პირდაპირ ნიცამდე არ ჩაბარდება — ტრანზიტულ აეროპორტში მოგიწევთ მისი აღება და ხელახალი ჩაბარება;
- პირველი რეისის დაგვიანების გამო მეორეზე ვერ მოსწრების შემთხვევაში ავიაკომპანია ბილეთს უფასოდ არ გაცვლით;
- ბარგის აღებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში ტრანზიტული ვიზა შეიძლება დაგჭირდეთ;
- ამიტომ ორ ცალკე ბილეთს შორის დატოვეთ მინიმუმ 3–4 საათიანი მარაგი.
როგორ მივიდეთ ნიცას აეროპორტიდან ქალაქში
Nice Côte d’Azur ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ დაახლოებით 7 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ ცენტრში მოხვედრა სწრაფიცაა და იაფიც:
- ტრამვაი №2 — აეროპორტს ნიცას პორტთან (Port Lympia) აკავშირებს და დღის განმავლობაში დაახლოებით ყოველ 8 წუთში დადის; ბარგით მოგზაურობისას ეს ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია.
- ავტობუსი №12 — აეროპორტიდან ძველ ქალაქზე გავლით Promenade des Arts-ის მიმართულებით.
- მატარებელი — აეროპორტიდან დაახლოებით 400 მეტრში მდებარეობს სადგური Nice Saint-Augustin, საიდანაც კანში, ანტიბსა და მონაკოში მარტივად გაემგზავრებით.
ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დაახლოებით 14 კილომეტრშია. რეისებზე მორგებული ტრანსფერები ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით მოძრაობს, თუმცა განრიგი თავად რეისებზეა მიბმული — ბილეთის აღების შემდეგ წინასწარ შეამოწმეთ ავტობუსის გასვლის დრო და დაითვალეთ მარაგი, განსაკუთრებით ღამის ან ძალიან დილის რეისებზე.
სასარგებლო ინფორმაცია ნიცაში გასამგზავრებლად
- ვიზა. საფრანგეთი შენგენის ზონის წევრია. ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ — 180 დღის განმავლობაში 90 დღემდე ვადით. გამგზავრებამდე გადაამოწმეთ, რომ პასპორტი დაბრუნების თარიღიდან კიდევ მინიმუმ სამი თვით ძალაშია.
- ვალუტა. ევრო (EUR). ბარათით გადახდა თითქმის ყველგან მიიღება, თუმცა ბაზრებსა და მცირე კაფეებში ნაღდი ფულიც გამოგადგებათ.
- დროის სხვაობა. ნიცა საქართველოს ზამთარში 3 საათით, ზაფხულში კი 2 საათით ჩამორჩება.
- საუკეთესო სეზონი. მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: ზღვა თბილია, ხალხი შედარებით ნაკლები, ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასები კი ივლის-აგვისტოსთან შედარებით დაბალი.
- ბარგი. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ბილეთის საბაზისო ფასში მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგი აქვთ ჩათვლილი. დიდი ხელბარგი ან ჩასაბარებელი ბარგი თითქმის ყოველთვის უფრო იაფია ჯავშნის დროს დამატებული, ვიდრე მოგვიანებით ან აეროპორტში.
ხშირად დასმული კითხვები
არის ქუთაისი ნიცა პირდაპირი რეისი?
ამჟამად პირდაპირი რეისი არ ხორციელდება. ნიცაში ერთი გადაჯდომით მიფრინავთ — ყველაზე ხშირად ისტანბულის, ვარშავის, მილანის ან სხვა ევროპული ტრანზიტული აეროპორტის გავლით.
რამდენი ხანი გრძელდება მთლიანი მგზავრობა?
ფრენის სუფთა დრო ქუთაისიდან ნიცამდე დაახლოებით 5–6 საათია. ტრანზიტული მოცდის გათვალისწინებით მთლიანი მგზავრობა ჩვეულებრივ 8-დან 13 საათამდე გრძელდება — ეს კონკრეტულ მარშრუტსა და მოცდის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
რომელი აეროპორტი ემსახურება ნიცას?
ნიცას ემსახურება Nice Côte d’Azur (NCE, LFMN) — პარიზის აეროპორტების შემდეგ საფრანგეთის ყველაზე დატვირთული აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ 7 კილომეტრშია.
როდის ჯობია ავიაბილეთის შეძენა?
გადაჯდომიანი მარშრუტებისთვის საუკეთესო ფასები ჩვეულებრივ გამგზავრებამდე 6–10 კვირით ადრე გვხვდება. ზაფხულის სეზონსა და არდადეგების პერიოდში კი უფრო ადრე, დაახლოებით სამი თვით ადრე დაჯავშნა ჯობია.
შესაძლებელია ნიცადან მონაკოსა და კანში გამგზავრება?
დიახ. ნიცა ლაჟვარდოვანი სანაპიროს მთავარი კვანძია: მონაკომდე მატარებლით დაახლოებით 20–25 წუთში, კანამდე კი 30–40 წუთში მიხვალთ, ასე რომ ერთი სასტუმროდან მთელი რეგიონის მოვლა მარტივია.








