China Southern Airlines ჩინეთის სამი ძირითადი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გუანჯოუში, გუანდონგში. დაარსდა 1988 წლის 1 ივლისს და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ავიაკომპანია, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობსი მიხედვით. ასამთან აზიის უდიდესი ავიაკომპანია ფლოტის ზომით და შემოსავლი გათვალისწინებით. ავიაკომპანიის ლოგო შედგება კაპოკის ყვავილისგან, რომელიც ქალაქ გუანჯოუს სიმბოლოს წარმოადგენს.
მიმართულებები:
China Southern მთავარი ჰაბებიდან – გუანჯოუ ბაიუნის საერთაშორისო აეროპორტიდან და პეკინის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორიდან, ყოველდღიურად 2000 -ზე მეტ რეისს ახორციელებს.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ოპერირებას 165 შიდა და 69 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს. ქვეყნების ჩმონათვალი კი ასეთია: საქართველო, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ლუქსემბურგი, მალაიზია, ბანგლადეში, კამბოჯა, ნეპალი, ნიდერლანდები, ინდონეზია, ფილიპინები, კატარი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, კანადა და სხვ.
საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ახორციელებს და ფრენებს თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი –ს საჰაერო ხაზზე გვთავაზობს.
China Southern ფლოტი
ავიაკომპანია ფრენებს Airbus, Boeing და Comac ტიპის საჰაერო ხომალდებით ახორციელებს, რომელთა საერთო ოდენობა 600-ს აღემატება.
China Southern ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
ავიაკომპანიას საერთაშორისო ფრენებისთვის, უფასო ხელბარგის განსხვავებული პოლიტიკა აქვს, და ის მგზავრობის ტიპის მიხედვით განსხვავდება.
- პირველი კლასი – 2 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
- ბიზნეს კლასი – 1 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
- პრემიუმ ეკონომ კლასი – 1 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
- ეკონომ კლასი – 1 ერთეული ხელბარგი, 5კგ და 55 x 40 x 20 სმ.
ჩასაბარებელი ბარგი:
- ეკონომ კლასი – 1 ერთეული ჩასაბარებელი ბარგი, 23კგ და 158სმ (სამივე განზომილებაში).
- პრემიუმ ეკონომ კლასი – 2 ერთეული ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული არაუმეტეს 23კგ და 158სმ.
- ბიზნეს კლასი – 3 ერთეული ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული არაუმეტეს 23კგ და 158სმ.
რეგისტრაცია / Check in
China Southern გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ ფრენაზე ონლაინ, გამგზავრებამდე 24 საათით ადრე.