პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ვენა

ზაფხული მოდის და ყველას მოგზაურობაზე გვიდგას თვალი, ერთი სული გვაქვს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურობას და თავგადასავლების სამყაროში გადავეშვათ. საზაფხულო სეზონს ქუთაისის აეროპორტი შესაბამისად ხვდება, ემატება ფრენები და ჩნდება ახალი მიმართულებები, რაც მოგზაურობის არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან მოყოლებული ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მგზავრობის სიმბოლო გახდა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ფრენები ყოველდღე მოკლე და საშუალო მანძილის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება და ევროპის 19 ქვეყნის 28 მიმართულებას ფარავს, რომელთა შორის, აღნიშნულ სეზონზე, რამდენიმე პოპულარული მიმართულება გამოიკვეთა.

2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით  მიხედვით ქუთაისიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ვენა წარმოადგენს. აღნიშნული რეისი 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, წელს ყოველკვირეულ სამშაბათსა და შაბათის ფრენებს 20 ივნისიდან ხუთშაბათის ფრენა ემატება, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის ვენის მნახველთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულების პოპულარობას ვენის საყოველთაოდ ცნობილი ღირსებების გარდა, უპრეცედენტოდ დაბალი ფასიც განაპირობებს, ვენის მიმართულებით ერთი გზის aviabiletis ღირებულება 115 ლარიდან იწყება.

ქუთაისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202430 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 398 -დან
4 ივნისი 202411 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 389 -დან
13 ივლისი 202420 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 410 -დან

პოპულარობით რიგით მეორე ქალაქი რომია, ყველა გზა რომში მიდისო და არც ქუთაისი ყოფილა გამონაკლისი. ფრენები რომის მიმართულებით ხუთშაბათსა და კვირას სრულდება , და მგზავრობის ღირებულება 100 დან 300 ლარამდე სთავაზობს ავიაკომპანია wizz air

ქუთაისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 აპრილი 202430 აპრილი 2024Wizz Airავიაბილეთები 987 -დან
21 მაისი 202425 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 622 -დან
2 ივნისი 202411 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 484 -დან
13 ივლისი 202420 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 573 -დან

მას მოსდევს პრაღა და ბერლინი. პრაღაში ყოველკვირეულად 2 რეისი მიემართება

ქუთაისი პრარა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მაისი 202430 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 488 -დან
2 ივნისი 20246 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 528 -დან
4 ივლისი 202411 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 638 -დან

ბერლინში კი 16 ივნისიდან უკვე 4 ფრენა არის დანიშნული. ბერლინი სეზონის ყველაზე ინტენსიური მიმართულებაა და გამორიცხული არ არის წლის ბოლოსთვის პოპულარობის რეიტინგის ლიდერადაც მოგვევლინოს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მაისი 202424 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 574 -დან
5 ივნისი 202412 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 465 -დან
1 ივლისი 20248 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 628 -დან

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა ბაზელის ბარის ბრიუსელის კოპენჰაგენის ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით და ვინ იცის, იქნებ მომავალი წლისთვის პოპულარობის რეიტინგი სრულიად შეიცვალოს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge