გსურთ დაგეგმოთ მოგზაურობა თბილისი თელ ავივი ს მიმართულებით და შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად? მაშინ ამ სტატიაში ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენთ, რაც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

თელ ავივი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან სამოგზურო მიმართულებად შეგვიძლია თამამად დავასახელოთ. გარდა კულტურული და ისტორიული სანახაობებისა, თქვენ აუცილებლად მოგხიბლავთ თელ ავივის ულამაზესი სანაპიროები, გრანდიოზული სავაჭრო ცენტრები და ღამის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ამ ქალაქში მოგზაურობას ნამდვილად არ ინანებთ.

თბილისი თელ ავივი

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით?

თელ ავივი იმ მიმართულებების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს ფრენებს, როგორც პირდაპირს, ისე ტრანზიტულს.

დავიწყოთ ქართული ავიაკომპანიებით. თბილისიდან თელ ავივში პირდაპირ ფრენებს ორივე ქართული ავიაკომპანია, Georgian Airways და Myway Airlines – ი ასრულებენ. ეს ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტიდან თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტში გაგამგზავრებენ.

თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებენ, ასევე, ისრაელური ავიაკომპანიები. ეს ავიაკომპანიებია Israir Airlines, EL AL ISRAEL AIRLINES და Arkia.

რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქული ავიაკომპანიების, Pegasus Airlines – ისა და Turkish Airlines – ის რეისებით, რომლებიც თბილისიდან თელ ავივაში, სტამბოლში გადაჯდომით გაგამგზავრებენ. ასევე, კიევში გადაჯდომით შეგიძლიათ გაემგზავროთ თელ ავივში FlyUia -ს რეისებით.

თბილისი თელ ავივი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 სექტემბერი 202130 სექტემბერი 2021ავიაბილეთები 665 -დან
7 ოქტომბერი 202114 ოქტომბერი 2021ავიაბილეთები 579 -დან
4 ნოემბერი 202111 ნოემბერი 2021ავიაბილეთები 551 -დან

რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე იაფ ავიაბილეთებს თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით?

პირდაპირი ფრენების შემთხვევაში ყველაზე ბიუჯეტურ ავიაბილეთებს Myway Airlines- ი ასრულებს. ასევე, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ ავიაბილეთებს ტრანზიტულ რეისებზე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი თელ ავივი ს მიმართულებით?

პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი დწა 45 წუთია. რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენას, დამოკიდებულია აეროპორტში გადაჯდომის ხანგრძლივობაზე.

როდის არის საუკეთესო დრო თელ ავივში გასამგზავრებლად?

მოგზაურები თელ ავივში გასამგზავრებლად საუკეთესო დროდ ასახელებენ მარტი-აპრილისა და სექტემბერი-ნოემბრის პერიოდს. მიზეზი სასიამოვნო ტემპერატური და ხელმისაწვდომი ფასებია. თუმცა, თუ თქვენ თელ ავივში სანაპიროები და ზღვა გიზიდავთ, მაშინ ამისათვის საუკეთესო დრო ზაფხულია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ამ პერიოდში არსებული მაღალი ფასები.

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად თბილისი თელ ავივი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისი თელ ავივი ს ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისწვდომია ვაიბერიც.