ფირუზისფერი წყლით გარშემორტყმული ეს შთამბეჭდავი კუნძული სავსეა კლდეებით, ვულკანებითა და ოქროსფერი ქვიშით. ბუნების ამ საოცრებებს ემატება უძველესი რელიქვიები, გემრიელი სამზარეულო და ამაღლებული აქტივობები, რაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

თუ გსურთ შეიძინოთ ავიაბილეთები თბილისი სანტორინი -ს მიმართულებით და მოიწყოთ დაუვიწყარი მოგზაურობა, მაშინ გაეცანით სტატიას და გაიგეთ რა უნდა იცოდეთ იაფი ავიაბილეთების შესაძენად.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი სანტორინი –ს მიმართულებით?
თბილისის აეროპორტი -დან სანტორინის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ამ ეტაპისათვის არ ხორციელდება, თუმცა ეს პრობლემას სულაც არ შეგიქმნით, რათა გაემგზავროთ დანიშნულების ადგილამდე და აიხდინოთ ოცნება.
თბილისიდან სანტორინიზე გამგზავრებას თქვენ მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოახერხებთ და სულ მცირეხნიანი მოცდის შემდეგ ამ მშვენიერ კუნძულზე აღმოჩნდებით.
რეისის აწყობა კი შეგიძლიათ შემდეგნაირად: თბილისიდან Aegean Airlines -ი ჯერ ათენის აეროპორტში ჩაფრინდებით, იქედან კი სანტორინიში იმავე ავიაკომპანიით გაემგზავრებით.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან სანტორინამდე?
tbilisi santorini -ს მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების დრო განსხავებულია და დამოკიდებულია გადაჯდომის ხანგრძლივობაზე. ეგეოსის ავიახაზები თბილისიდან ათენამდე 3 საათში ჩაგაფრენთ, ათენიდან კი სანტორინიმდე მხოლოდ 45 წუთის მოგახვედრებთ. ფრენებს შორის მოცდის პერიოდი კი 3-და 10 საათამდე მერყეობს.
რა უნდა გააკეთოთ სანტორინიში?

- გაისეირნეთ სოფელ ოიაში
ტრადიციული სოფელი ოია საბერძნეთისა და საბერძნეთის კუნძულების ყველაზე “ფოტოგენური” სოფელია. ეს არის კუბური ფორმის სახლების, ქვითკირის ტერასების, ქარის წისქვილების, ლურჯი გუმბათების და სხვა საოცარი სანახაობებით დატვირთული ადგილი.
- ეწვიეთ ამუდის პატარა ნავსადგურს
ცნობილ სოფლებს შორის, ოიას ბორცვის ქვეშ არის პატარა თევზსაჭერი ნავსადგური, სახელად ამუდი და მიუხედავად მისი ზომისა, ის მაინც უმასპინძლდება ტურისტებს ტავერნებით, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი ახალი თევზი და ზღვის პროდუქტები.
სანაპიროზე სეირნობისას, 10 წუთის სავალზე შეგიძლიათ ეწვიოთ კუნძულ აგიოს ნიკოლაოსს, სადაც ზღვაში მოცურავე აუმრავ ადამიანს წააწყდებით. ეს ადგილები ასევე ითვლება მზის ჩასვლისათვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ და მშვიდ ადგილად.
- ისიამოვნეთ ხელოვნებითა და ღვინით Art Space Gallery-ში
ხელოვნებისა და ღვინის სიყვარული ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და ამ უნიკალურ ღვინის ქარხანასა და გალერეში, რომელიც ეგზო გონიაში მდებარეობს ნამდვილად ისიამოვნებს ნებისმიერი ვიზიტორი. Art Space Gallery-ის კულტურული ცენტრი სანტორინის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
ღვინის დაგემოვნებისას თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ თანამედროვე ნახატები და ქანდაკებები. შენობა აშენდა 1861 წელს და წარმოადგენს კუნძულის ტრადიციული გამოქვაბულების არქიტექტურის მაგალითს.
- ისიამოვნეთ ხედებით შუქურიდან
შუქურა ფრანგულმა კომპანიამ 1892 წელს ააშენა და ერთ-ერთი უძველესია საბერძნეთში. იგი ითვლება რომანტიკულ ადგილად მზის ამოსვლის ან ჩასვლის დროს და, რა თქმა უნდა, საუკეთესო ადგილად ფოტოსესიისათვის.
შუქურის შიგნით შესვლა სამწუხაროდ არ არის ნებადართული, თუმცა ხედები ნამდვილად ღირს სანახავად. ტერიტორია დაშორებულია ტურისტული ადგილებს და გამოურჩევა მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროთი.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი სანტორინი ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
- შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.
თბილისიდან სანტორინის მიმართულებით iafi aviabiletebi შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად, ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით, ონლაინ შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქება, მიუთითეთბთ სასურველ თარიღს და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.
სანტორინის აეროპორტი და კუნძულზე გადაადგილება
სანტორინის ეროვნული აეროპორტი (კოდი JTR) სოფელ კამარისთან მდებარეობს და კუნძულის ადმინისტრაციულ ცენტრს, ფირას, დაახლოებით 6 კილომეტრით არის დაშორებული. აეროპორტი მცირე ზომისაა და ზაფხულის პიკის სეზონზე საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ დაბრუნების დღეს რეგისტრაციაზე ადრე მისვლა სჯობს.
აეროპორტიდან ფირამდე მოხვედრა შეგიძლიათ საქალაქო ავტობუსით, ტაქსით ან სასტუმროს ტრანსფერით. ავტობუსით მგზავრობა დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, თუმცა სეზონზე რეისები სწრაფად ივსება.
ალტერნატიული მარშრუტი: ათენამდე ფრენა და შემდეგ ბორანი
თუ ათენი-სანტორინის მონაკვეთზე ავიაბილეთები ძვირია ან ადგილები აღარ არის (რაც ივლის-აგვისტოში ხშირია), შეგიძლიათ თბილისიდან მხოლოდ ათენამდე იფრინოთ და იქიდან კუნძულამდე ბორნით გააგრძელოთ გზა. ბორნები პირეოსის პორტიდან გადის:
- სწრაფი ბორანი — დაახლოებით 5 საათი;
- ჩვეულებრივი ბორანი — დაახლოებით 8 საათი.
ზაფხულში რეისები ყოველდღიური და ხშირია, ზამთარში კი განრიგი იკლებს და ძლიერი ქარის დროს გასვლა შეიძლება გაუქმდეს. სეზონზე ბორნის ბილეთიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
გადაჯდომის სხვა ვარიანტები
ზაფხულის სეზონზე სანტორინს ევროპის არაერთ ქალაქთან სეზონური პირდაპირი ფრენები აკავშირებს — მათ შორის სტამბულთან, ვენასთან, მიუნხენთან, ვარშავასა და რომთან. ეს ნიშნავს, რომ თბილისიდან მარშრუტის აწყობა მხოლოდ ათენით არ შემოიფარგლება. ზამთარში კი ამ რეისების უმეტესობა ჩერდება და ათენი რჩება მთავარ და ყველაზე საიმედო გადასაჯდომ ქალაქად.
როდის ჯობია გამგზავრება
- ივლისი-აგვისტო — ყველაზე თბილი, ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ძვირი პერიოდი.
- მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი — სასიამოვნო ამინდი, ნაკლები ტურისტი და შედარებით ხელმისაწვდომი ფასები. სწორედ ეს პერიოდი გთავაზობთ საუკეთესო თანაფარდობას.
- ნოემბერი-მარტი — ავიაბილეთები და სასტუმროები ყველაზე იაფია, თუმცა სასტუმროებისა და რესტორნების დიდი ნაწილი დაკეტილია და ფრენებიც იშვიათია.
სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურობის დაგეგმვისას
- ვიზა: ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში შესასვლელად შენგენის ვიზა არ სჭირდებათ — ყოფნა ნებადართულია 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღით. პასპორტი ძალაში უნდა იყოს დაბრუნების თარიღიდან სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.
- ვალუტა: საბერძნეთში ევრო მოქმედებს. ბარათებს თითქმის ყველგან იღებენ, თუმცა მცირე ტავერნებსა და პლაჟებზე ნაღდი ფულიც გამოგადგებათ.
- დროის სხვაობა: საბერძნეთი საქართველოს ზაფხულში 1 საათით, ზამთარში კი 2 საათით ჩამორჩება.
- ბარგი: ეგეოსის ავიახაზების ყველაზე იაფ ტარიფებში ჩასაბარებელი ბარგი ხშირად არ შედის. ბილეთის შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ არჩეული ტარიფის ბარგის პირობები.
- გადაჯდომა: თუ ორივე მონაკვეთს ერთ ბილეთში დაჯავშნით, ბარგი პირდაპირ სანტორინამდე ჩაიბარება და რეისის დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანია თავად გადაგიყვანთ მომდევნო ფრენაზე. ცალკე შეძენილი ბილეთების დროს ეს პასუხისმგებლობა მგზავრს რჩება — ამიტომ ასეთ შემთხვევაში ფრენებს შორის მეტი დროის დატოვება ჯობს.
ხშირად დასმული კითხვები
- არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისი-სანტორინი? არა. მარშრუტი მინიმუმ ერთ გადაჯდომას მოითხოვს, ყველაზე ხშირად ათენში.
- რამდენ ხანს გრძელდება მგზავრობა? თბილისი-ათენი დაახლოებით 3 საათია, ათენი-სანტორინი კი დაახლოებით 45 წუთი. საერთო ხანგრძლივობა გადაჯდომაზეა დამოკიდებული და ჩვეულებრივ 7-დან 14 საათამდე მერყეობს.
- შესაძლებელია თუ არა კუნძულამდე ბორნით მისვლა? დიახ, ათენის პირეოსის პორტიდან სანტორინამდე ბორნები რეგულარულად გადის.
- რომელია სანტორინში გასამგზავრებლად საუკეთესო დრო? მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი — ამინდიც კარგია და ფასებიც უფრო ხელმისაწვდომი.
- რამდენი ხნით ადრე ჯობს ავიაბილეთის შეძენა? საზაფხულო სეზონზე სასურველია 2-3 თვით ადრე, რადგან ათენი-სანტორინის მონაკვეთი სწრაფად ივსება.







